Temu | კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლების თარიღი: 2025 წლის 29 მაისი

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა აღწერს, თუ როგორ განკარგავს Elementary Innovation Pte. Ltd.-სინგაპურის კომპანია („Temu“, „ჩვენ“, „ჩვენს“ ან „ჩვენი“) პერსონალურ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად გამოყენებული ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით, რაც მოიცავს ჩვენს ვებსაიტს (www.temu.com), Temu-ს მობილურ აპლიკაციას (ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „სერვისი“) და ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღწერილ სხვა აქტივობებს. Temu-სთვის მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დაცვა მთავარი პრიორიტეტია. ვცდილობთ დავამკვიდროთ მაქსიმალურად გამჭვირვალე კონფიდენციალურობის პრაქტიკა, რაც მოიცავს ჩვენ მიერ თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან მიმართებაში განხორციელებულ ქმედებებს. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ, ვაზიარებთ და სხვაგვარად ვამუშავებთ მომხმარებლების პერსონალურ ინფორმაციას ჩვენს სერვისთან დაკავშირებით.

რა სახის ინფორმაციას ვაგროვებთ?

უკვე არსებული პროდუქტებისა და სერვისების მოწოდებისა და გაუმჯობესების პროცესში, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღწერილი მიზნებისთვის. ქვემოთ მოცემულია ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაციის ტიპები:

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია

ანგარიშის შექმნისას, შეკვეთის განთავსებისას, გადახდისას, ჩვენთან დაკავშირებისას ან სერვისების სხვა მხრივ გამოყენებისას, თქვენ შესაძლოა წარმოადგინოთ ზოგიერთი ან ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ინფორმაცია თქვენ შესახებ:

  • ანგარიში და პროფილი. თქვენი Temu-ს ანგარიშის შექმნისა და მართვის მიზნით, ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ ისეთი მონაცემები, როგორიცაა თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი ან ელ. ფოსტის მისამართი, რომელიც გამოყენებული იქნება თქვენს ანგარიშზე ავტორიზაციის დეტალების სახით. თუ გადაწყვეტთ ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გავლას მესამე მხარის სერვისების მეშვეობით, როგორიცაა Facebook ან Google, თქვენ თანხმობას განაცხადებთ ჩვენ მიერ ისეთი ინფორმაციის მოპოვებაზე, როგორიცაა თქვენი პროფილის სურათი, მომხმარებლის სახელი და შესაბამის მესამე მხარის სერვის-პროვაიდერთან დაკავშირებული ელ. ფოსტის მისამართი. ჩვენ ასევე ვაგროვებთ თქვენი პროფილის ინფორმაციას, ანგარიშის პარამეტრებს და პრეფერენციებს თქვენს Temu-ს ანგარიშზე.

  • შესყიდვები. ტრანზაქციების და შეკვეთების განხორციელების მიზნით, ჩვენ ვაგროვებთ ამ სერვისზე თქვენ მიერ განთავსებულ შეკვეთებთან დაკავშირებულ მონაცემებს (მაგ., ტრანზაქციების ისტორია), ტრანზაქციის განსახორციელებლად საჭირო გადახდის ინფორმაციას (მაგ., გადახდის ბარათის ნომერი ან გადახდისთვის საჭირო რაიმე სხვა, მესამე მხარის გადახდის სერვისების ინფორმაცია), თქვენს მიტანის მისამართს (მაგ., ქალაქი, შტატი, საცხოვრებელი ქვეყანა, საფოსტო კოდი) და მიმღების საკონტაქტო ინფორმაციას (მაგ., სახელი, მობილური ტელეფონის ნომერი). მოქმედი კანონმდებლობისა და/ან საბაჟო ორგანოების მოთხოვნების შესაბამისად, ჩვენ შეიძლება განბაჟებისა და შეკვეთების შესრულების მიზნით შევაგროვოთ ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნება თქვენი იდენტიფიცირება (მაგ., თქვენი პირადობის მოწმობის ან პასპორტის ნომერი) და ეს ინფორმაცია დაცულად იქნება შენახული. ჩვენ ასევე ვაგროვებთ თქვენი რეგიონის მონაცემს ქვეყნის საფუძველზე.

  • მომხმარებელთა მხარდაჭერის აქტივობა. თქვენ მიერ მომხმარებელთა მხარდაჭერის ფუნქციების გამოყენებით, სოციალური ქსელების მეშვეობით ან რაიმე სხვა გზით ჩვენს მომხმარებელთა მომსახურების გუნდთან კომუნიკაციის წარმოებისას მოხდება ჩვენთან კომუნიკაციის ისტორიის ჩაწერა, მომხმარებელთა მხარდაჭერისა და მომსახურების სერვისების უწყვეტი გაუმჯობესების მხარდაჭერის მიზნით.

  • ინფორმაცია, როდესაც გვიკავშირდებით. როდესაც გვიკავშირდებით, ჩვენ ვაგროვებთ თქვენ მიერ გამოგზავნილ ინფორმაციას, როგორიცაა შეტყობინებები, უკუკავშირი ან სხვა კითხვები სერვისის გამოყენებასთან დაკავშირებით ან ინფორმაცია გამოყენების პირობების ან სხვა პოლიტიკების შესაძლო დარღვევების შესახებ.

  • ჩატი სავაჭრო პარტნიორებთან. როდესაც ქმნით ჩატს სავაჭრო პარტნიორებთან Temu-ზე, ჩვენ ვაგროვებთ თქვენი ჩატის მიმოწერას და სხვა დაკავშირებულ ინფორმაციას

  • მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი. როდესაც ტოვებთ პროდუქტის შეფასებებს და რეიტინგს სერვისზე, ჩვენ ვაგროვებთ ამ ინფორმაციას, მათ შორის ნებისმიერ თანმხლებ გამოსახულებას, ვიდეოს ან ტექსტს, ასევე დაკავშირებულ მეტა-მონაცემებს.

  • პრომო-აქციებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა. ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც თქვენ აზიარებთ კონკურსში, პრომო-აქციებში, გამოკითხვაში მონაწილეობის მიღების დროს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც მიუთითეთ სერვისის მეშვეობით ლატარეაში, კონკურსში ან გათამაშებაში მონაწილეობისას. ამ ქმედების განხორციელების მიზანი გახლავთ თქვენთვის მოგების შესახებ შეტყობინება, თქვენი ვინაობის დადასტურება და/ან თქვენთვის პრიზის გამოგზავნა. ზოგიერთ შემთხვევაში, მონაწილეობის პროცესის ნაწილის სახით შესაძლოა თქვენი მხრიდან მოვითხოვოთ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, მაგალითად ეს შეიძლება იყოს თქვენთვის სასურველი პრიზის არჩევა. ასეთი ლატარეები და კონკურსები ნებაყოფლობითია. გირჩევთ გაეცნოთ წესებს და სხვა შესაბამის ინფორმაციას ნებისმიერ ლატარეაში ან კონკურსში ჩართვამდე. გარდა ამისა, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენი პრეფერენციების შესახებ, ჩვენი მარკეტინგული შეტყობინებების მიღებასთან და თქვენ მიერ მათთან ინტერაქციასთან დაკავშირებით.

  • სხვა მონაცემები, რომლებიც არ არის მითითებული აქ. ჩვენ გამოვიყენებთ თქვენ მიერ წარმოდგენილ სხვა მონაცემებს წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში გაწერილის შესაბამისად ან ჩვენ მიერ თქვენი ინფორმაციის შეგროვებისას თქვენთვის გაცხადებული რაიმე სხვა მიზნით.

მესამე მხარის წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია

ჩვენ შესაძლოა გავაერთიანოთ თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია მესამე მხარის წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციასთან. მაგალითად:

  • მონაცემთა პროვაიდერები. როგორიცაა საინფორმაციო სერვისები ან მონაცემთა ლიცენზიარების მიერ წარმოდგენილი დემოგრაფიული და სხვა მონაცემები, რაც სხვა ყველაფერთან ერთად გვეხმარება თაღლითობის ამოცნობაში.

  • მარკეტინგული პარტნიორები. როგორიცაა საერთო მარკეტინგული პარტნიორები და ღონისძიების თანადამფინანსებლები.

  • საჯარო წყაროები. როგორიცაა სამთავრობო უწყებები, საჯარო ჩანაწერები და სხვა საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროები.

  • მესამე მხარის სხვა სერვისები. ჩვენ შესაძლოა მოვიპოვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ სხვა მესამე მხარის სერვისებისგან:

    • სოციალური მედიის სერვისები - საიდანაც შევაგროვებთ ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი მომხმარებლის სახელი, პროფილის სურათი და შესაბამის მესამე მხარის სერვისის პროვაიდერთან ასოცირებული ელ. ფოსტის მისამართი, თუ გადაწყვეტთ სერვისზე ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გავლას ზემოხსენებული მესამე მხარის სერვისის მეშვეობით.

    • ლოგისტიკური სერვისების პროვაიდერები - შეკვეთის მაქსიმალური ეფექტურობით განხორცილების მიზნით, ჩვენ მოვიპოვებთ თქვენს ლოგისტიკის მონაცემებს ლოგისტიკის პროვაიდერებისგან, როგორიცაა, მაგალითად, მიტანის პროცესის მიმდინარეობა და მიტანის მისამართი.

ავტომატურად შეგროვებული ინფორმაცია

ჩვენი სერვისების გამოყენებისას თქვენ მიერ მიღებული გამოცდილების გასაუმჯობესებლად და ყველა იმ სხვა მიზნის მხარდასაჭერად, რომლისთვისაც ხდება ჩვენ მიერ პერსონალური ინფორმაციის შეგროვება, ჩვენ, ჩვენი სერვისების პროვაიდერები და ჩვენი ბიზნეს პარტნიორები ავტომატურად შევაგროვებთ ინფორმაციას თქვენს, თქვენი კომპიუტერის ან მობილური მოწყობილობის და წინამდებარე სერვისთან თქვენი ინტერაქციის, ჩვენთან კომუნიკაციის და სხვა ონლაინ სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით, როგორიცაა, მაგალითად:

  • მოწყობილობის მონაცემები: ჩვენ ვაგროვებთ კონკრეტულ ინფორმაციას იმ მოწყობილობასთან დაკავშირებით, რომელსაც იყენებთ სერვისზე წვდომის მოსაპოვებლად. ეს ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს მოწყობილობის მოდელს, ოპერაციული სისტემის მონაცემებს, ინტერნეტ სერვისის პროვაიდერს, ენის პარამეტრებს, უნიკალურ იდენტიფიკატორებს (მათ შორის სარეკლამო მიზნებისთვის გამოყენებულ იდენტიფიკატორებს).

  • სერვისით სარგებლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია: ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას წინამდებარე სერვისთან თქვენი ინტერაქციის შესახებ, ეს მოიცავს თქვენ მიერ ნანახ გვერდებს, თქვენ მიერ ერთ გვერდზე გატარებულ დროს, წყაროს, რომლის მეშვეობითაც აღმოჩნდით ამ გვერდზე, თქვენს ინტერაქციას ამ გვერდთან, თქვენ მიერ ჩვენი ელ. წერილების გახსნის/არ-გახსნის სტატისტიკას და იმას, გადადიხართ თუ არა ჩვენს ელ. წერილებში მოცემულ ბმულებზე.

  • ადგილმდებარეობის მონაცემები: ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს თქვენი მიახლოებითი მდებარეობის შესახებ (მაგ., IP მისამართის).

ქუქიები და მსგავსი ტექნოლოგიები

ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს და მსგავს ტექნოლოგიებს, რათა შევაფასოთ და გავაანალიზოთ, თუ როგორ იყენებთ სერვისს, მათ შორის გვერდებს, რომლებსაც ნახულობთ და ასევე, როგორ იყენებთ კონტენტს. გარდა ამისა, ქუქიები და მსგავსი ტექნოლოგიები გამოიყენება თქვენ მიერ სერვისის გამოყენებისას მიღებული გამოცდილების გასაუმჯობესებლად, თავად სერვისის გასაუმჯობესებლად, თქვენთვის რეკლამების მოსაწოდებლად და რეკლამების და სხვა კონტენტის ეფექტურობის შესაფასებლად. ამასთან, ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ქუქიებს სხვა ვებსაიტებზე წინამდებარე სერვისის პოპულარიზაციის მიზნით ვიყენებთ. ვებ-შუქურები გახლავთ მცირე ზომის გამოსახულებები ან გამოსახულებაში ინტეგრირებული მონაცემები, ისინი ასევე ცნობილია როგორც „პიქსელების ტეგები“ ან მკაფიო „GIF-ები“, რომლითაც ხდება ქუქიების ამოცნობა, გვერდის მონახულების დროის და თარიღის განსაზღვრა, იმ გვერდის აღწერა, რომელზეც განთავსებულია პიქსელის ტეგი და სხვა მსგავსი ინფორმაციის მოპოვება თქვენი კომპიუტერიდან ან მოწყობილობიდან. ზოგიერთი ზემოხსენებული ინსტრუმენტის მეშვეობით ჩვენ ან მესამე მხარეს გვეძლევა ინფორმაციის შეგროვების შესაძლებლობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იყენებთ ჩვენს ან სხვა ვებსაიტს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. იმის გასაგებად, თუ როგორ ხდება კონკრეტული ქუქიების დეაქტივაცია, გაეცანით ჩვენი ქუქიებისა და მსგავსი ტექნოლოგიების პოლიტიკას.

როგორ და რატომ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას

ჩვენ ვიყენებთ ჩვენ მიერ შეგროვებულ პერსონალურ ინფორმაციას სხვადასხვა მიზნისთვის, მათ შორის სერვისების განვითარების, გაუმჯობესების, მხარდაჭერისა და მოწოდებისთვის, რაც საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ მისი ფუნქციები ჩვენი გამოყენების პირობების შესრულებისა და აღსრულების პარალელურად. ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია შემდეგი მიზნებისთვის:

თქვენი ანგარიშის შექმნის და მართვის მიზნით. ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას სერვისზე თქვენი მომხმარებლის პროფილის შექმნისა და მართვის მიზნით და სერვისზე ანგარიშის უსაფრთხოების ფუნქციების გასააქტიურებლად (მაგ., უსაფრთხოების კოდების გაგზავნა ელ. ფოსტით ან SMS-ით).

შეკვეთები და პროდუქციისა და სერვისების მიწოდება. ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას შეკვეთების მისაღებად და დასამუშავებლად, პროდუქტებისა და სერვისების მოსაწოდებლად, გადახდების დასამუშავებლად და თქვენთან კომუნიკაციისთვის შეკვეთებთან, პროდუქტებთან, სერვისებთან და პრომო-აქციების შეთავაზებებთან დაკავშირებით.

სერვისების გაუმჯობესება და ოპტიმიზაცია, და პრობლემების აღმოფხვრა. ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ფუნქციების ოპტიმიზაციისთვის, შესრულების მეტრიკის გასაანალიზებლად, შეცდომების გამოსასწორებლად და სერვისისა და ჩვენი ბიზნესის გასაუმჯობესებლად. ამ აქტივობების ფარგლებში ჩვენ შეიძლება შევქმნათ აგრეგირებული ან სხვაგვარად ანონიმიზებული მონაცემები ჩვენ მიერ შეგროვებული პერსონალური ინფორმაციის საფუძველზე.

თქვენი გამოცდილების პერსონალიზება. ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, რათა შემოგთავაზოთ თქვენთვის საინტერესო ფუნქციები, პროდუქტები და სერვისები. პერსონალური ინფორმაცია ასევე გამოყენებული იქნება თქვენი პრეფერენციების დასადგენად და სერვისების გამოყენების თქვენი გამოცდილების პერსონალიზებისთვის.

თქვენთან კომუნიკაცია და მომხმარებლის მხარდაჭერა. ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას თქვენთან კომუნიკაციისთვის (მაგ., განცხადებები, განახლებები, უსაფრთხოების შესახებ გაფრთხილებები, მხარდაჭერა და ადმინისტრაციული შეტყობინებები) და გაწვდით მომხმარებლის მხარდაჭერის სერვისებს თქვენს მოთხოვნებთან, კითხვებსა და უკუკავშირთან დაკავშირებით.

ლატარეები, კონკურსები და სხვა პრომო-აქციები და ღონისძიებები. ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ თქვენი მომხმარებლის პროფილის სურათი და ანგარიშის ინფორმაცია თქვენი იდენტიფიცირებისთვის შესაბამის პრომო-აქციებსა და ღონისძიებებში და დაგეხმაროთ იმ მეგობრების მოწვევაში, რომლებიც გსურთ, რომ გახდნენ სერვისის მომხმარებლები.

მარკეტინგი. ჩვენ და ჩვენმა სერვისის პროვაიდერებმა შესაძლოა შევაგროვოთ და გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია მარკეტინგული მიზნებისთვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მოქმედი კანონმდებლობით ნებადართულ ფარგლებში, ჩვენ შეიძლება გამოგიგზავნოთ პირდაპირი მარკეტინგული შეტყობინებები, როგორიცაა ელ. წერილები, SMS, Push-შეტყობინებები და WhatsApp შეტყობინებები. თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ ჩვენგან მარკეტინგული შეტყობინებების მიღებაზე, როგორც ეს აღწერილია ქვემოთ მოცემულ პუნქტში „თქვენი უფლებები და არჩევანი“.

ინტერესებზე მორგებული რეკლამები. ჩვენ, ჩვენმა სერვისის პროვაიდერებმა და მესამე მხარის სარეკლამო პარტნიორებმა შესაძლოა შევაგროვოთ და გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია ინტერესებზე მორგებული რეკლამების შემოთავაზების მიზნით. მაგალითად, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი სერვისთან ინტერაქციები (მაგ., სერვისის დათვალიერების, ძიების და შესყიდვების ისტორია) და თქვენი ანგარიშის პროფილზე ინფორმაცია (მაგ., თქვენი ქვეყნის შესახებ, თუ მითითებულია) ჩვენს პლატფორმაზე თქვენთვის ინტერესებზე მორგებული რეკლამების საჩვენებლად. ჩვენ არ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას, როგორიცაა სახელი და გვარი ან ელ. ფოსტის მისამართი, თქვენთვის ინტერესებზე მორგებული რეკლამების შემოსათავაზებლად. ინტერესებზე მორგებული რეკლამის მიწოდების დროს ჩვენ ვიცავთ ციფრული სარეკლამო ალიანსის (DAA) მიერ დადგენილ „თვითრეგულირების პრინციპებს ონლაინ რეკლამებისთვის“, რომელიც წარმოადგენს საადვოკატო ორგანიზაციას პასუხისმგებლიანი ციფრული მარკეტინგისა და მომხმარებელთა კონფიდენციალურობისთვის. ინტერესებზე მორგებული რეკლამების და თქვენი უარის თქმის არჩევანის შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ აქ.

თაღლითობის პრევენცია და უსაფრთხოება. ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, რათა თავიდან ავიცილოთ, აღმოვაჩინოთ, გამოვიძიოთ და რეაგირება მოვახდინოთ თაღლითობის, სერვისებზე არაავტორიზებული წვდომის ან გამოყენების, გამოყენების პირობებისა და Temu-ს სხვა პოლიტიკების დარღვევის შემთხვევებზე ან სხვა გადაცდომებზე.

შესაბამისობა, სამართლებრივი ვალდებულებები და დაცვა. ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია შესაბამისობის მიზნებისთვის და თქვენს საცხოვრებელ ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობასთან, კანონიერ მოთხოვნებსა და სამართლებრივ პროცესებთან შესაბამისობისთვის (მაგ., სამთავრობო ორგანოების მიერ სასამართლოში გამოძახების უწყებებსა ან მოთხოვნებზე რეაგირება); ჩვენი, თქვენი და სხვა მომხმარებლების უფლებების, კონფიდენციალურობის, უსაფრთხოების ან საკუთრების დასაცავად (მათ შორის, სამართლებრივი მოთხოვნების წარდგენა და მათგან თავის დაცვა); შიდა პროცესების აუდიტისთვის, რათა უზრუნველვყოთ შესაბამისობა მოქმედ საკანონმდებლო და სახელშეკრულებო მოთხოვნებთან და ჩვენს შიდა პოლიტიკის დოკუმენტებთან; სერვისის მარეგულირებელი წესებისა და პირობების აღსრულებისთვის; თაღლითური, საზიანო, არაავტორიზებული, არაეთიკური ან უკანონო ქმედებების თავიდან აცილების, იდენტიფიცირების, გამოძიებისა და აღკვეთის მიზნით, მათ შორის კიბერთავდასხმები და პერსონალური ინფორმაციის მოპარვა.

თქვენს თანხმობაზე დაფუძნებული სამართლებრივი მოთხოვნები. ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება კონკრეტულად მოვითხოვოთ თქვენი თანხმობა თქვენი პერსონალური ინფორმაციის შეგროვებაზე, გამოყენებაზე ან გაზიარებაზე, თუ ეს მოითხოვება მოქმედი კანონმდებლობით.

ქუქიებისა და მსგავსი ტექნოლოგიები ტექნიკური ოპერაციებისთვის, მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებისთვის, რეკლამისთვის, ანალიტიკისთვის და ა.შ. ქუქიების და მათი გამოყენების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ ჩვენი ქუქიებისა და მსგავსი ტექნოლოგიების პოლიტიკა.

როგორ და რატომ ვაზიარებთ თქვენს ინფორმაციას

Temu-სთვის მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დაცვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია შემდეგ მხარეებს, რათა მოგაწოდოთ უკეთესი სერვისები, პერსონალიზებული სარეკლამო და მარკეტინგული შეტყობინებები, დავიცვათ თქვენი უფლებები და/ან დავიცვათ სამართლებრივი მოთხოვნები:

პარტნიორებს. შეკვეთის შესრულების მიზნით, ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ შეკვეთის შესრულებასთან დაკავშირებული თქვენი პერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა მიწოდების მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია ჩვენს აფილირებულ და შვილობილ კომპანიებს. სხვა არარელევანტური პერსონალური ინფორმაცია არ იქნება გაზიარებული. აღნიშნული აფილირებული და შვილობილი კომპანიები მოქმედებენ იმავე პრაქტიკით, რომელიც აღწერილია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, ან იყენებენ სულ მცირე იმავე დაცვის პრაქტიკას, როგორც ეს აღწერილია ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

სერვისის პროვაიდერებს. მესამე მხარეებს, რომლებიც ახორციელებენ სერვისების მიწოდებას ჩვენი სახელით ან გვეხმარებიან სერვისის ან ბიზნესის მართვაში (როგორიცაა ჰოსტინგი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, მომხმარებელთა მხარდაჭერა, ელექტრონული ფოსტის გაგზავნა, შეკვეთების შესრულება და მიწოდება, მარკეტინგი, მომხმარებელთა კვლევა და ვებსაიტების ანალიტიკა). ჩვენ ზოგადად მოვითხოვთ ამ სერვისის პროვაიდერებისგან გამოიყენონ პერსონალური ინფორმაცია მხოლოდ საჭიროებისამებრ სერვისების მისაწოდებლად ან მოქმედი სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად.

გადახდის დამუშავების სისტემებს. ჩვენ ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ჩვენს გადახდის დამმუშავებლებს, როდესაც ეს საჭიროა გადახდების განსახორციელებელად, დავების დასამუშავებლად ან/და თანხის დაბრუნების მოთხოვნების დასამუშავებლად.

სარეკლამო და ანალიტიკის სერვისების პარტნიორებს. მესამე მხარის სარეკლამო, მარკეტინგული და ანალიტიკური სერვისების კომპანიები ინტერესებზე მორგებული რეკლამისა და ანალიტიკის მიზნებისთვის, რომლებიც აღწერილია ჩვენს ქუქიებისა და მსგავსი ტექნოლოგიების პოლიტიკაში. დამატებითი ინფორმაციისთვის და ამგვარ პრაქტიკაზე უარის თქმის უფლების შესახებ იხილეთ ნაწილი თქვენი უფლებები და არჩევანი და ქუქიებისა და მსგავსი ტექნოლოგიების პოლიტიკა.

თქვენ მიერ განსაზღვრულ მესამე მხარეებს. ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია მესამე მხარეებს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ამის თაობაზე მოგვცემთ მითითებებს ან თანხმობას. ჩვენ შესაძლოა გავუზიაროთ თქვენ მიერ მოთხოვნილი სერვისებისთვის საჭირო პერსონალური ინფორმაცია თქვენ მიერ განსაზღვრულ მესამე მხარეებს. გაითვალისწინეთ, რომ მესამე მხარის საიტების ან სერვისების გამოყენებისას, ამ საიტების ან სერვისების თქვენ მიერ გამოყენება რეგულირდება მათი საკუთარი პირობებით და კონფიდენციალურობის პოლიტიკით.

ბიზნეს და მარკეტინგულ პარტნიორებს. მესამე მხარეებს, რომლებთან ერთადაც ჩვენ ვაფინანსებთ ღონისძიებებს ან პრომო-აქციებს, გთავაზობთ პროდუქტებს ან სერვისებს, ან რომელთა პროდუქტები ან სერვისებიც შეიძლება იყოს თქვენთვის საინტერესო.

პროფესიონალ მრჩეველებს, სამთავრობო და მარეგულირებელ ორგანოებს. ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენი ინფორმაცია ჩვენს პროფესიონალ მრჩევლებს (მაგ., იურისტებს, აუდიტორებს, ბანკირებს და მზღვეველებს) სამართლებრივი პროცესების საპასუხოდ (მაგ., თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის სასამართლოების ან უფლებამოსილი ორგანოების მოთხოვნებზე რეაგირება); და სხვა მხარეებს, რათა აღვასრულოთ ჩვენი ხელშეკრულებები ან პოლიტიკა, დავიცვათ Temu-ს, მომხმარებლების და სხვათა უფლებები, საკუთრება და უსაფრთხოება, და აღმოვაჩინოთ, თავიდან ავიცილოთ და აღმოვფხვრათ ფაქტობრივი ან საეჭვო თაღლითობა, Temu-ს გამოყენების პირობების დარღვევა, სხვა უკანონო ქმედებები, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები ან როდესაც ამას კანონი მოითხოვს.

ბიზნესის უფლების მიმღებებს. მყიდველებს და ბიზნეს ტრანზაქციების (ან ტრანზაქციების შესახებ მოლაპარაკების ან ასეთი ტრანზაქციებისთვის საჭირო სათანადო მოკვლევის) სხვა შესაბამის მონაწილეებს, რაც ეხება ჩვენი ან ჩვენი პარტნიორების მთლიანი ბიზნესის ან მისი რომელიმე ნაწილის ან აქტივების თუ მთლიანი კაპიტალის წილის ჩამორთმევას, შერწყმას, კონსოლიდაციას, შეძენას, რეორგანიზაციას, გაყიდვას ან სხვაგვარად განკარგვას (მათ შორის, გაკოტრებასთან ან მსგავს სამართალწარმოებებთან დაკავშირებით).

სავაჭრო პარტნიორებს/სხვა მომხმარებლებს. ჩვენ შესაძლოა გავუზიაროთ სავაჭრო პარტნიორებს თქვენ მიერ დატოვებული შეფასებები, ნივთის ან თანხის დაბრუნების მიზეზები, რის გამოც მოითხოვთ ნივთის ან თანხის დაბრუნებას და მორგებული/პერსონალიზებული ნივთების პერსონალიზაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. თქვენი შეკვეთის შესასრულებლად, ჩვენ ვუზიარებთ სავაჭრო პარტნიორს თქვენს სახელს, მიწოდების მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას, ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის ჯგუფთან კომუნიკაციას და თქვენი შეკვეთის ინფორმაციას. მაგალითად, შეკითხვაზე ან საჩივარზე რეაგირებისთვის ან როდესაც სავაჭრო პარტნიორი უშუალოდ უკავშირდება ლოგისტიკური სერვისის პროვაიდერებს. სავაჭრო პარტნიორი არ მიიღებს თქვენი გადახდის ინფორმაციას ან მოწყობილობის მონაცემებს.

გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი სერვისებით სარგებლობისას თქვენ შესაძლოა გაუზიაროთ პერსონალური ინფორმაცია სხვა მხარეებს; მაგალითად, როდესაც სხვა მომხმარებლები ნახულობენ ნივთებს Temu-ზე, მათ შესაძლოა იხილონ თქვენ მიერ დატოვებული შეფასებები. ისინი ვერ დაინახავენ თქვენს პროფილის ფოტოს და სახელს, თუ შეფასების დატოვებისას დამალავთ მათ.

თქვენი უფლებები და არჩევანი

ჩვენ გაძლევთ თქვენი ინფორმაციის შეგროვებასთან, გამოყენებასა და გაზიარებასთან დაკავშირებით გარკვეული უფლებების გამოყენების და არჩევანის გაკეთების საშუალებას. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენი უფლებები და არჩევანი შეიძლება მოიცავდეს:

თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის, მისი წაშლისა და შესწორების უფლებას. თქვენ შეიძლება გქონდეთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის, მისი წაშლის ან შესწორების უფლება. შეგიძლიათ წაშალოთ თქვენი ანგარიში აპლიკაციის განყოფილებიდან „პარამეტრები“.

უარი მარკეტინგული შეტყობინებების მიღებაზე. თქვენი პრეფერენციების სამართავად ან მარკეტინგულ შეტყობინებებზე უარის თქმის მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ რომელიმე შემდეგი მეთოდი. თქვენ შეძლებთ Temu-ს გამოყენებას იმ შემთხვევაშიც, თუ უარს იტყვით მარკეტინგული შეტყობინებების მიღებაზე.

  • სარეკლამო შეთავაზებები ელ. ფოსტის მეშვეობით: როდესაც გვაწვდით თქვენს ელ. ფოსტას, ჩვენ შეიძლება გამოგიგზავნოთ გარკვეული მარკეტინგული ელექტრონული შეტყობინებები მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. შესაძლოა დაგეკისროთ მობილური ინტერნეტის გადასახადები. თუ არ გსურთ ჩვენგან მარკეტინგული ელ. წერილების მიღება, შეგიძლიათ მიჰყვეთ თითოეული წერილის ქვემოთ მოცემულ გამოწერის გაუქმების ინსტრუქციებს და შეწყვიტოთ ამგვარი ელ. წერილების მიღება. ასევე შეგიძლიათ უარი თქვათ ელ. ფოსტაზე მარკეტინგული შეტყობინებების მიღებაზე „შეტყობინებების“ მენიუდან.

  • მობილური სარეკლამო შეთავაზებები: როდესაც გვაწვდით თქვენს მობილური ტელეფონის ნომერს, ჩვენ შეიძლება გამოგიგზავნოთ გარკვეული მარკეტინგული ტექსტური შეტყობინებები მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. იმოქმედებს მონაცემთა და შეტყობინებების სტანდარტული ტარიფები. თუ აღარ გსურთ ჩვენგან მარკეტინგული ტექსტური შეტყობინებების მიღება, შეგიძლიათ მიჰყვეთ ამ შეტყობინებებში მოცემულ ინსტრუქციებს. ასევე შეგიძლიათ უარი თქვათ ელ. ფოსტაზე მარკეტინგული შეტყობინებების მიღებაზე „შეტყობინებების“ მენიუდან.

  • WhatsApp-ის სარეკლამო შეთავაზებები: როდესაც გვაწვდით თქვენს WhatsApp ანგარიშს ან მობილური ტელეფონის ნომერს, ჩვენ შეიძლება გამოგიგზავნოთ გარკვეული მარკეტინგული შეტყობინებები WhatsApp ანგარიშზე ან თქვენს მობილური ტელეფონის ნომერთან მიბმულ WhatsApp ანგარიშზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. შესაძლოა დაგეკისროთ მობილური ინტერნეტის გადასახადები. თუ აღარ გსურთ ჩვენგან WhatsApp-ით მარკეტინგული შეტყობინებების მიღება, შეგიძლიათ მიჰყვეთ ამ შეტყობინებებში მოცემულ ინსტრუქციებს. ასევე შეგიძლიათ უარი თქვათ WhatsApp-ზე მარკეტინგული შეტყობინებების მიღებაზე „შეტყობინებების“ მენიუდან.

  • Push-შეტყობინებები: თქვენ შეიძლება მიიღოთ Temu-ს მობილური აპლიკაციის მიერ გამოგზავნილი Push-შეტყობინებები მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. შესაძლოა დაგეკისროთ მობილური ინტერნეტის გადასახადები. თუ აღარ გსურთ ჩვენგან მარკეტინგული ხასიათის Push-შეტყობინებების მიღება, შეცვალეთ Push-შეტყობინებების პარამეტრები თქვენს მოწყობილობაზე ან/და გამორთეთ ისინი „შეტყობინებების“ მენიუდან.

ქუქიებისა და მსგავსი ტექნოლოგიების პარამეტრების შეცვლა. ბრაუზერების უმეტესობა გაძლევთ ქუქიების წაშლის ან მათი მიღების დაბლოკვის საშუალებას. ამისათვის, მიჰყევით თქვენი ბრაუზერის პარამეტრებში მოცემულ ინსტრუქციებს. ბევრი ბრაუზერი ნაგულისხმევად იღებს ქუქიებს, სანამ არ შეცვლით თქვენს პარამეტრებს. გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენს ბრაუზერში გათიშავთ ქუქიების დაშვებას, სერვისმა შეიძლება გამართულად არ იმუშაოს. ქუქიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მათ შორის, თუ როგორ უნდა ნახოთ რა ტიპის ქუქიებია დაშვებული თქვენს ბრაუზერში და როგორ მართოთ და წაშალოთ ისინი, გადადით ბმულზე: http://www.allaboutcookies.org. თქვენ ასევე შეგიძლიათ დააკონფიგურიროთ თქვენი მოწყობილობა, რათა თავიდან აიცილოთ სურათების ჩატვირთვა და, შესაბამისად, ვებ-შუქურების ფუნქციონირება.

მესამე მხარის პლატფორმების ბმულები. სერვისი შეიძლება მოიცავდეს მესამე მხარის მიერ მართული ვებსაიტების, მობილური აპლიკაციებისა და სხვა ონლაინ სერვისების ბმულებს. გარდა ამისა, ჩვენი კონტენტი შეიძლება იყოს ინტეგრირებული ვებ-გვერდებზე ან სხვა ონლაინ სერვისებზე, რომლებიც ჩვენთან არ არის დაკავშირებული. თუ აირჩევთ სერვისთან დაკავშირებას თქვენი სოციალური მედიის ანგარიშის ან მესამე მხარის სხვა პლატფორმის მეშვეობით, თქვენ შეგეძლებათ გამოიყენოთ ამ პლატფორმის თქვენი ანგარიშის პარამეტრები, რათა შეზღუდოთ მისგან მიღებული ინფორმაცია. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ეს ბმულები და ინტეგრაციები არ გულისხმობს ჩვენ მიერ რომელიმე მესამე მხარის მხარდაჭერას ან მათთან კავშირს. უფრო მეტიც, ჩვენ არ ვაკონტროლებთ მესამე მხარეების მიერ მართულ ვებსაიტებს, მობილურ აპლიკაციებს ან ონლაინ სერვისებს და არ ვართ პასუხისმგებელი მათ ქმედებებზე. ამიტომ, გირჩევთ წაიკითხოთ თქვენ მიერ გამოყენებული სხვა ვებსაიტების, მობილური აპლიკაციებისა და ონლაინ სერვისების კონფიდენციალურობის პოლიტიკა. თუ თქვენ გაგვიუქმებთ მესამე მხარის პლატფორმიდან ინფორმაციაზე წვდომის უფლებას, ეს არჩევანი არ გავრცელდება მესამე მხარისგან უკვე მიღებულ ინფორმაციაზე.

Do Not Track. შესაძლებელია ზოგიერთი ინტერნეტ ბრაუზერის კონფიგურირება ისე რომ, მან გააგზავნოს სიგნალი „Do Not Track“ იმ ონლაინ სერვისებზე, რომლებსაც თქვენ ეწვიეთ. ჩვენ ამჟამად არ ვრეაგირებთ „Do Not Track“ ან მსგავს სიგნალებზე.

ინფორმაციის მოწოდებაზე უარის თქმა. ჩვენ გვჭირდება პერსონალური ინფორმაციის შეგროვება გარკვეული სერვისების მიწოდების მიზნით. თუ თქვენ არ მოგვაწვდით ჩვენთვის საჭირო ან სავალდებულო ინფორმაციას, შესაძლოა ვერ მოგაწოდოთ ეს სერვისები.

სხვა არჩევანი. იხილეთ ქუქიებისა და მსგავსი ტექნოლოგიების პოლიტიკა დამატებითი არჩევანისა და უფლებებისთვის, რომელიც შეიძლება გქონდეთ და თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ასეთი არჩევანი და უფლებები.

ბავშვები

Temu არ აძლევს ბავშვებს ნივთების შეძენის უფლებას. ჩვენ ვყიდით საბავშვო პროდუქტებს უფროსების მიერ შესაძენად. ჩვენ სერვისის მეშვეობით სპეციალურად არ ვაგროვებთ 18 წლამდე ასაკის ან მოქმედი ეროვნული კანონით გათვალისწინებული სრულწლოვანების ასაკს მიუღწეველი პირებისგან პერსონალურ ინფორმაციას. თუ გავიგებთ, რომ ჩვენ უნებლიედ შევაგროვეთ არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემები სერვისის მეშვეობით, ჩვენ დაუყოვნებლივ წავშლით ასეთ ინფორმაციას ჩვენი ჩანაწერებიდან. თუ ფიქრობთ, რომ არასრულწლოვანმა შეიძლება მოგვაწოდა პერსონალური მონაცემები, დაგვიკავშირდით იმ პროცედურების დაცვით, რომლებიც მითითებულია ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის ნაწილში „დაგვიკავშირდით“.

მონაცემთა უსაფრთხოება და შენახვა

თქვენი პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიყენებთ ტექნიკურ და ადმინისტრაციულ ზომებს, რათა დავიცვათ თქვენი პერსონალური ინფორმაცია დაკარგვის, ქურდობის, ბოროტად გამოყენების, არაავტორიზებული წვდომის, გამჟღავნების, შეცვლისა და/ან განადგურებისგან. თქვენი საკრედიტო ბარათის ინფორმაციის დამუშავებისას ჩვენ ასევე ვიცავთ გადახდის ბარათების ინდუსტრიის მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტს („PCI-DSS“). თუმცა უსაფრთხოების რისკი არის სრულად ინტერნეტის და საინფორმაციო ტექნოლოგიების თანმდევი პრობლემა.

ზოგადად, ჩვენ ვინახავთ პერსონალურ ინფორმაციას ჩვენ მიერ დასახული მიზნების შესასრულებლად, ისევე როგორც ნებისმიერი სამართლებრივი, ბუღალტრული ან ანგარიშგების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, სარჩელების წარდგენის ან მათგან თავის დაცვისთვის ან თაღლითობის პრევენციის მიზნით. პერსონალური ინფორმაციის შენახვის სათანადო პერიოდის დადგენის მიზნით, ჩვენ შეიძლება გავითვალისწინოთ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა პერსონალური ინფორმაციის მოცულობა, ხასიათი და სენსიტიურობა, თქვენი პერსონალური ინფორმაციის არაავტორიზებული გამოყენების ან გამჟღავნების შედეგად მიღებული პოტენციური ზიანის რისკი, ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების მიზნები და ის, შეგვიძლია თუ არა ამ მიზნების მიღწევა სხვა საშუალებებით და ასევე, მოქმედი სამართლებრივი მოთხოვნები. როდესაც ჩვენ აღარ დაგვჭირდება თქვენ შესახებ შეგროვებული პერსონალური ინფორმაცია, ჩვენ შეიძლება ის წავშალოთ, მოვახდინოთ მისი ანონიმიზაცია ან იზოლირება შემდგომი დამუშავებისგან.

Temu-ს მომხმარებელთა მონაცემები შეინახება ქლაუდ-სერვისის პროვაიდერების ინფრასტრუქტურაში. ვინაიდან Temu არის გლობალური სავაჭრო სივრცე, მას შეიძლება დასჭირდეს სხვა ქვეყნებში მომუშავე სერვისის პროვაიდერების დაქირავება და მათთვის თქვენი პერსონალური ინფორმაციის გაზიარება ისეთი მიზნებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, თქვენი შეკვეთის შესრულება. ამავდროულად, ყველა შემთხვევაში, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ პერსონალური მონაცემების ყველა გადაცემა განხორციელდეს მოქმედი სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად.

პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას ვეყრდნობით შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებს – სამართლებრივი საფუძველი დამოკიდებულია პერსონალური მონაცემების გამოყენების კონკრეტულ მიზანზე:

კონტრაქტის შესრულება. როდესაც ჩვენ გთავაზობთ ჩვენს სერვისებს ან გიკავშირდებით მათთან დაკავშირებით. ეს გულისხმობს, რომ როდესაც ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას სერვისის განვითარებისთვის, გაუმჯობესებისთვის, მხარდაჭერისა და მოწოდებისთვის, რაც საშუალებას გაძლევთ შექმნათ და მართოთ თქვენი ანგარიში და გამოიყენოთ მისი ფუნქციები ჩვენი გამოყენების პირობების შესრულების და აღსრულების პარალელურად. თუ იურიდიული პირის წარმომადგენელი ხართ (ან ბენეფიციარი მესაკუთრე), ზემოხსენებული მიზნებისთვის თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ვეყრდნობით ჩვენს ლეგიტიმურ ბიზნეს ინტერესებს, როგორც ეს მოცემულია ქვემოთ.

ჩვენი ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესები და მესამე მხარეების ან/და ჩვენი მომხმარებლების ინტერესები. ეს მოიცავს შემდეგს: ფუნქციების ოპტიმიზება, ეფექტურობის მეტრიკების ანალიზი, შეცდომების გამოსწორება, სერვისის და ჩვენი ბიზნესის გაუმჯობესება, თქვენთან კომუნიკაცია (მათ შორის პირდაპირი მარკეტინგული შეტყობინებებით), თაღლითობის და ბოროტად გამოყენების შემთხვევების დაფიქსირება და პრევენცია, რათა დაცული იყოს ჩვენი მომხმარებლების, გამყიდველების ჩვენი და სხვების უსაფრთხოება.

თქვენი თანხმობა. როდესაც ჩვენ ვითხოვთ თქვენს თანხმობას თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე კონკრეტული მიზნისთვის, რომელსაც ჩვენ შეგატყობინებთ. თუ თქვენ თანხმდებით ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური ინფორმაციის კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე, ნებისმიერ დროს შეგეძლებათ აღნიშნული თანხმობის გამოხმობა და ჩვენ შევწყვეტთ თქვენი მონაცემების ამ მიზნით დამუშავებას.

სამართლებრივ ვალდებულებასთან შესაბამისობა. ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია შესაბამისობის მიზნებისთვის და თქვენს საცხოვრებელ ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობასთან, კანონებთან, კანონიერ მოთხოვნებსა და სამართლებრივ პროცესებთან შესაბამისობისთვის (მაგ. სამთავრობო ორგანოების მიერ სასამართლოში გამოძახების უწყებებსა ან თხოვნებზე რეაგირება); ჩვენი, თქვენი და სხვა მომხმარებლების უფლებების, კონფიდენციალურობის, უსაფრთხოების ან საკუთრების დასაცავად (მათ შორის, სამართლებრივი მოთხოვნების წარდგენა და მათგან თავის დაცვა); შიდა პროცესების აუდიტისთვის, რათა უზრუნველვყოთ შესაბამისობა საკანონმდებლო და სახელშეკრულებო მოთხოვნებთან და ჩვენს შიდა პოლიტიკის დოკუმენტებთან; სერვისის მარეგულირებელი წესებისა და პირობების აღსრულებისთვის; თაღლითური, საზიანო, არაავტორიზებული, არაეთიკური ან უკანონო ქმედებების თავიდან აცილების, იდენტიფიცირების, გამოძიებისა და აღკვეთის მიზნით, მათ შორის კიბერთავდასხმები და პერსონალური ინფორმაციის მოპარვა.

ეს და სხვა სამართლებრივი საფუძვლები, იმ მიზნის მიხედვით, რომელიც გაწერილია განყოფილებაში „როგორ და რატომ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას.“

ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს შევიტანოთ ცვლილებები წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში. თუ ჩვენ შევიტანთ არსებით ცვლილებებს ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, ამის შესახებ შეგატყობინებთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის თარიღის განახლებით, სერვისზე მისი გამოქვეყნებით ან მოქმედი კანონმდებლობით მოთხოვნილი რაიმე შეტყობინების მოწოდებით. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ნებისმიერი ცვლილება ძალაში შევა რედაქტირებული ვერსიის გამოქვეყნებისთანავე (ან თუ სხვაგვარად არის მითითებული გამოქვეყნების დროს). გირჩევთ გადახედოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას ყოველ ჯერზე, როცა ეწვევით ჩვენს სერვისს, რათა იყოთ ინფორმირებული ჩვენი კონფიდენციალურობის პრაქტიკის შესახებ.

დაგვიკავშირდით

თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან კომენტარი ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ან აღნიშნულ პირობებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნებისმიერ დროს:

  • გაუგზავნეთ ელ. წერილი Temu-ს მონაცემთა დაცვის ოფისს - privacy@temu.com

  • გააგზავნეთ წერილი ფოსტით შემდეგ მისამართზე - Elementary Innovation Pte. Ltd., 6 Raffles Quay, #14-06, Singapore (Postal 048580)