Temu | საქართველო | გამოყენების პირობები
მადლობას გიხდით Temu-ს გამოყენებისთვის! წინამდებარე გამოყენების პირობები (შემდგომში „პირობები“) შეიცავს წესებსა და შეზღუდვებს, რომლებიც არეგულირებს თქვენ მიერ ჩვენი აპლიკაციების, პროდუქტების, სერვისებისა და ვებსაიტების (შემდგომში „სერვისები“) გამოყენებას. წინამდებარე პირობები წარმოადგენს სავალდებულოდ შესასრულებელ შეთანხმებას თქვენსა და Temu-ს შორის. რეგისტრაციის პროცესის დასრულებით ან/და სერვისების დათვალიერებით თქვენ აცხადებთ, რომ (1) წაიკითხეთ, თქვენთვის გასაგებია და ეთანხმებით სავალდებულოდ შესასრულებელ პირობებს; (2) ხართ სრულწლოვანი და გაქვთ უფლება იმისა, რომ გააფორმოთ სავალდებულოდ შესასრულებელი ხელშეკრულება ჩვენთან; (3) გაქვთ უფლებამოსილება პირადად მოაწეროთ ხელი პირობებს; და (4) თუ თქვენ იყენებთ სერვისებს კომპანიის ან სხვა სუბიექტის სახელით, (ა) თქვენ ეთანხმებით, რომ სიტყვაში „თქვენ“ მოიაზრებით თქვენ და აღნიშნული სუბიექტი, (ბ) ხართ სუბიექტის უფლებამოსილი წარმომადგენელი და გაქვთ უფლებამოსილება მოსთხოვოთ აღნიშნულ სუბიექტს ამ პირობების შესრულება, და (გ) ეთანხმებით წინამდებარე პირობებს სუბიექტის სახელით. თქვენ არ უნდა განახორციელოთ წვდომა ან გამოიყენოთ „სერვისები“, თუ არ ეთანხმებით ყველა ამ სავალდებულოდ შესასრულებელ პირობას.
1. მიმოხილვა
1.1 ეს პირობები არის თქვენსა და Elementary Innovation Pte. Ltd.სინგაპურულ კომპანიას შორის.
1.2 Elementary Innovation Pte. Ltd. წინამდებარე პირობებსა და პოლიტიკაში (როგორც ეს ქვემოთაა განმარტებული) მოხსენიებულია როგორც „ჩვენ“ ან „ჩვენი“. წინამდებარე პირობებისა და პოლიტიკის მიზნებისთვის სახელმძღვანელოდ გამოყენებული იქნება:
ჩვენი ვებსაიტი და მობილური აპლიკაცია, რომელიც შეიძლება უზრუნველყოფდეს ფუნქციებს, პროდუქტებს, მომსახურებებს ან კონტენტს, მათ შორის ინფორმაციის გაცვლას, როგორც „Temu“; და
საბოლოო მომხმარებლები, მათ შორის, Temu-ს ვიზიტორები და ისინი, ვინც იყენებენ Temu-ს პროდუქტების შესაძენად, მოხსენიებულნი იქნებიან, როგორც „თქვენ“.
1.3 ჩვენ და ჩვენთან აფილირებული კომპანიები უზრუნველვყოფთ ჩვენი სერვისების ტექნიკურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას. Temu-ზე ერთი ტრანზაქციით რამდენიმე შეკვეთისთვის გადახდა შეგიძლიათ. შესაძლებელია რამდენიმე შეკვეთის ერთ ამანათად მიტანა.
1.4 გარკვეული სერვისების გამოყენება და მათში მონაწილეობა ასევე ექვემდებარება ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ დამატებით პოლიტიკას, მათ შორის, კონფიდენციალურობის პოლიტიკასა და ქუქიებისა და მსგავსი ტექნოლოგიების პოლიტიკას, რომლებშიც აღწერილია, როგორ ამუშავებს Temu თქვენ პერსონალურ ინფორმაციას („პოლიტიკა“). თუ ეს პირობები წინააღმდეგობაშია პოლიტიკასთან, პოლიტიკას ენიჭება უპირატესობა შესაბამის საკითხთან მიმართებით.
1.5 გაითვალისწინეთ, რომ ქვემოთ მოცემული ნაწილი 19 შეიცავს დებულებებს, რომლებიც არეგულირებს თქვენსა და ჩვენ შორის დავების მოგვარების საკითხს, მათ შორის, შეუზღუდავად, ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშვა ან რომელსაც ამტკიცებდნენ, რომ წარმოიშვა მოცემული პირობების ამოქმედებამდე. ნაწილი 19, სხვა საკითხებთან ერთად, შეიცავს შეთანხმებას არბიტრაჟზე, რომელიც მოითხოვს, შეზღუდული გამონაკლისებით, რომ ყველა დავა თქვენსა და ჩვენ შორის მოგვარდეს სავალდებულო და საბოლოო არბიტრაჟის გზით. თუ არ გახვალთ საარბიტრაჟო შეთანხმებიდან ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში: (1) თქვენ და ჩვენ მხოლოდ იმის უფლება გვექნება, რომ აღვძრათ დავები ან სარჩელები და მოვითხოვოთ უფლებების დაცვა სხვა მხარესთან მიმართებით ინდივიდუალურად და არა როგორც მოსარჩელემ ან ერთობლივი სარჩელის ან საქმისწარმოების მხარემ და თითოეული ჩვენგანი უარს ამბობს უფლებაზე მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ სარჩელსა თუ არბიტრაჟში; და (2) თითოეული ჩვენგანი უარს ამბობს დავების თუ სარჩელების აღძვრის, სასამართლოსგან უფლებების დაცვის ან ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამართვის მოთხოვნის უფლებაზე. იმის მიხედვით თუ სად იმყოფებით, შესაძლოა გქონდეთ დამატებითი უფლებები ან/და საარბიტრაჟო შეთანხმების ელემენტები შესაძლოა არ გავრცელდეს თქვენზე, როგორც ამას კანონი მოითხოვს.
1.6 გაითვალისწინეთ, რომ მოცემული პირობები შეიძლება შეიცვალოს. ჩვენ შეიძლება პერიოდულად განვაახლოთ წინამდებარე პირობები, მათ შორის მათი უფრო მკაფიოდ ან მარტივად გასაგებად ჩამოყალიბების მიზნით, სერვისებში შეტანილი ცვლილებებისა თუ გაუმჯობესებების ასასახად, საკანონმდებლო ან მარეგულირებელი მოთხოვნების შესასრულებლად, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად ან/და სერვისების უწყვეტი მუშაობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად. ცვლილებების განხორციელებისას გამოვაქვეყნებთ განახლებულ პირობებს ან/და პოლიტიკას Temu-ზე და გვერდის ზედა ნაწილში განვაახლებთ „ბოლო განახლების“ თარიღს ან „ძალაში შესვლის თარიღს“. გირჩევთ პერიოდულად გადახედოთ პირობებისა და პოლიტიკის უახლეს ვერსიებს. ცვლილებების შესახებ შესაძლოა შეგატყობინოთ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თუ ასეთ განახლებაში სხვა რამ არ არის მითითებული, ამ პირობებში ცვლილებები ძალაში შევა სერვისების მომხმარებლებისთვის გამოქვეყნებისთანავე. თუ არ დაეთანხმებით ამ ცვლილებებს, უნდა შეწყვიტოთ სერვისებით სარგებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ სერვისების გამოყენების გაგრძელება ნიშნავს ასეთი ცვლილებების მიღებას.
2. მომხმარებლის მიმართ დაწესებული მოთხოვნები და რეგისტრაცია
2.1 სერვისები არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის პირების ან არასრულწლოვნების მიერ გამოსაყენებლად (მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით). სერვისებით სარგებლობისთვის, თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ მინიმუმ თვრამეტი (18) წლის და იურიდიული ასაკის იმისათვის, რომ დადოთ ჩვენთან სავალდებულო ხელშეკრულება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ Temu-ზე შეიძლება ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტები გაიყიდოს, ეს პროდუქტები მხოლოდ ზრდასრულების მიერ შესაძენადაა განკუთვნილი. ზოგიერთი პროდუქტი შეიძლება იყოს განკუთვნილი მხოლოდ გარკვეული ასაკის ან „მოწიფული აუდიტორიისთვის“. ასეთი პროდუქტების შეკვეთით თქვენ ადასტურებთ, რომ შესაბამისი ასაკი ხართ იმისთვის, რომ ნახოთ, გამოიყენოთ, ფლობდეთ ან მიიღოთ ისინი. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი მესამე მხარის კონტენტზე, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს შეურაცხმყოფელი, უხამსი ან პროტესტის გამომწვევი.
2.2 თქვენ უფლება არ გაქვთ გამოიყენოთ სერვისები, თუ: (ა) თქვენ არ შეგიძლიათ გააფორმოთ სამართლებრივად სავალდებულო ხელშეკრულება ჩვენთან; (ბ) იმყოფებით ისეთ ქვეყანაში, რომელსაც ემბარგო აქვს დადებული თქვენი ბინადრობის ქვეყნის ან სხვა შესაბამისი ქვეყნის მიერ; (გ) იმყოფებით ნებისმიერი სააგენტოს აკრძალული პირების ან ორგანიზაციების სიაში, როგორიცაა აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის სპეციალურად განსაზღვრულ მოქალაქეთა სია; ან (დ) ჩვენ მიერ აკრძალული გაქვთ სერვისების გამოყენება.
2.3 ზოგიერთ სერვისზე წვდომისთვის ან მათ გამოსაყენებლად შეიძლება დაგჭირდეთ Temu-ზე ანგარიშის გახსნა. Temu-ზე ანგარიშის („ანგარიში“) შექმნისას თქვენ თანახმა ხართ წარმოადგინოთ ნამდვილი, ზუსტი, სრული და განახლებული ინფორმაცია თქვენ შესახებ, მათ შორის საკონტაქტო ინფორმაცია. თქვენ პასუხისმგებელი ხართ ჩვენთან თქვენი რეგისტრაციის ინფორმაციის განახლებაზე. თქვენ პასუხისმგებელი ხართ ყველა აქტივობაზე, რომელიც ხორციელდება თქვენი ანგარიშის ფარგლებში. თქვენ თანახმა ხართ, აკონტროლოთ თქვენი ანგარიში არასრულწლოვანთა მიერ არაავტორიზებული გამოყენების თავიდან აცილების მიზნით და აიღებთ სრულ პასუხისმგებლობას არასრულწლოვანთა მიერ სერვისების არაავტორიზებული გამოყენების შემთხვევაში. თქვენ არ შეგიძლიათ მომხმარებლის სახელად აირჩიოთ ისეთი სახელი, რომლის გამოყენების უფლებაც არ გაქვთ, ან სხვა პირის სახელი ამ პიროვნების განსახიერების მიზნით. უფლება არ გაქვთ თქვენი ანგარიში სხვას გადასცეთ ჩვენი წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე. თქვენ თანახმა ხართ არ შექმნათ სხვა ანგარიში ან არ გამოიყენოთ სერვისები, თუ სამუდამოდ აკრძალული გაქვთ რომელიმე სერვისის გამოყენება. თუ ამას გააკეთებთ, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გამოვაუქმოთ ნებისმიერი ასეთი ანგარიში ან ავკრძალოთ სერვისის გამოყენება. თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი ანგარიშის ან პაროლის გაზიარება ვინმესთან ჩვენი ნებართვის გარეშე. თქვენ თანახმა ხართ, დაუყოვნებლივ გვაცნობოთ თქვენი პაროლის ნებისმიერი არაავტორიზებული გამოყენების ან უსაფრთხოების სხვა ნებისმიერი დარღვევის შესახებ და გამოხვიდეთ თქვენი ანგარიშიდან თითოეული სესიის დასრულების შემდეგ.
2.4 თქვენ ასევე შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ ანგარიში სოციალური ქსელის სერვისის („SNS“) ანგარიშისა და მისი ავტორიზაციის მონაცემების („SNS ანგარიში“) დაკავშირებით, როგორც ეს ნებადართული და ხელმისაწვდომია Temu-ზე. თუ სერვისებზე წვდომას სოციალური ქსელის მომსახურების (SNS) მეშვეობით ახორციელებთ, შეგიძლიათ თქვენი ანგარიში დააკავშიროთ SNS-ის ანგარიშებთან იმით, რომ მოგვცეთ წვდომა თქვენი SNS ანგარიშიდან შეზღუდულ ინფორმაციაზე იმ მიზნებისთვის, რომლებიც აღწერილია აქ და ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, ასევე იმ ფარგლებში, რაც ნებადართულია თქვენი SNS ანგარიშის მიმართ მოქმედი შესაბამისი წესებითა და პირობებით („SNS კონტენტი“). თქვენ აცხადებთ, რომ უფლება გაქვთ მოგვცეთ წვდომა თქვენს SNS ანგარიშზე თქვენ მიერ რომელიმე იმ პირობის თუ წესის დარღვევის გარეშე, რომლითაც რეგულირდება თქვენი SNS ანგარიში და იმგვარად, რომ არ დაგვაკისროთ ვალდებულება გადავიხადოთ რაიმე გადასახადი ან დავექვემდებაროთ ასეთი SNS-ის მიერ დაწესებულ გამოყენებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს. გაითვალისწინეთ, რომ თუ SNS ანგარიში ან მასთან დაკავშირებული სერვისი მიუწვდომელია ან ჩვენი წვდომა აღნიშნულ SNS ანგარიშზე შეწყვეტილია SNS-ის მიერ, SNS კონტენტი აღარ იქნება ხელმისაწვდომი სერვისებზე ან სერვისების მეშვეობით. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ნებისმიერ დროს გამორთოთ კავშირი თქვენს ანგარიშსა და თქვენს SNS ანგარიშებს შორის Temu-ს აპლიკაციის განყოფილებიდან „პარამეტრები“ ან Temu-ს ვებსაიტის განყოფილებიდან „შეკვეთები და ანგარიში“. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი ურთიერთობა იმ SNS პროვაიდერებთან, რომლებიც დაკავშირებულია თქვენს SNS ანგარიშებთან, რეგულირდება მხოლოდ თქვენსა და ამ SNS პროვაიდერებს შორის დადებული შეთანხმებებით. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ნებისმიერ პერსონალურ ინფორმაციაზე, რომელიც ასეთმა SNS პროვაიდერებმა შესაძლოა მოგვაწოდონ თქვენს SNS ანგარიშებში თქვენ მიერ განსაზღვრული კონფიდენციალურობის პარამეტრების დარღვევით. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი SNS კონტენტზე და შესაბამისად, არ გადავხედავთ მას არანაირი მიზნით, მათ შორის, სიზუსტის, კანონიერების ან უფლებების დარღვევის არარსებობის დასადასტურებლად.
3. წესები და შეზღუდვები
3.1 ეთანხმებით სერვისების გამოყენებას პირადი და არაკომერციული მიზნებისთვის და არა რომელიმე მესამე მხარის სახელით ან სასარგებლოდ და მხოლოდ ისე, რომ ამგვარი გამოყენება შეესაბამებოდეს წინამდებარე პირობებს, პოლიტიკას და ყველა მოქმედ კანონს. თუ თქვენ მიერ სერვისების გამოყენება აკრძალულია რომელიმე მოქმედი კანონმდებლობით, თქვენ არ ხართ უფლებამოსილი ისარგებლოთ სერვისებით და უნდა შეწყვიტოთ ამგვარი გამოყენება. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას თქვენ მიერ სერვისების ნებისმიერი ისეთი სახით გამოყენებაზე, რომელიც არღვევს მოქმედ კანონმდებლობას.
3.2 თქვენ თავად ხართ პასუხისმგებელი სერვისების გამოყენებაზე, მათ შორის, თქვენს ანგარიშთან დაკავშირებულ ყველა აქტივობაზე. ამიტომ უნდა დაიცვათ თქვენი ანგარიშის უსაფრთხოება (მათ შორის, თქვენი პაროლი) და არ გაუზიაროთ ის მესამე მხარეს. დაუყოვნებლივ უნდა შეგვატყობინოთ თქვენი ანგარიშის ნებისმიერი საეჭვო არაავტორიზებული გამოყენების ან უსაფრთხოების დარღვევის შესახებ.
3.3 თქვენ არ უნდა შექმნათ ერთზე მეტი ანგარიში წინამდებარე პირობებთან ან პოლიტიკასთან შესაბამისობისთვის გვერდის ავლის, ანგარიშის შეზღუდვებისგან თავის არიდების, აქციების (როგორც ეს განსაზღვრულია ქვემოთ, 3.4 ნაწილში) ბოროტად გამოყენების ან ნებისმიერი სხვა უკანონო, თაღლითური თუ არაკეთილსინდისიერი გამოყენების მიზნით.
3.4 ნებისმიერი კონკურსი, აქცია, გამოკითხვა ან სხვა ღონისძიება (ერთობლივად „აქციები“), რომელიც ხელმისაწვდომია სერვისების მეშვეობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლოა რეგულირდებოდეს ცალკეული წესებით. თუ პრომო-აქციის წესები წინააღმდეგობაშია წინამდებარე პირობებთან, უპირატესობა მიენიჭება პრომო-აქციის წესებს.
3.5 სერვისებით სარგებლობისას, თქვენ აცხადებთ თანხმობას და კისრულობთ ვალდებულებას, არ განახორციელოთ ისეთი ქმედება და სერვისების მეშვეობით არ გახადოთ ხელმისაწვდომი მომხმარებლის მასალები (როგორც ეს განსაზღვრულია ქვემოთ, ნაწილში 6.1), რომლებმაც შესაძლოა:
(1) შელახოს ან დაარღვიოს სხვა პირის უფლებები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ჩათვლით;
(2) დაარღვიოს რომელიმე წინამდებარე პირობა, პოლიტიკა ან მოქმედი კანონი;
(3) განახორციელოს ნებისმიერი უკანონო, მავნე, შეურაცხმყოფელი, შეცდომაში შემყვანი, ყალბი, თაღლითური, მატყუარა, მუქარის შემცველი, შევიწროებითი, ცილისმწამებლური, პორნოგრაფიული, უხამსი, მკრეხელური ან სხვაგვარად არასასურველი თუ დისკრიმინაციული ქმედება;
(4) გვერდი აუაროს ან სცადოს გვერდი აუაროს წინამდებარე პირობებს, პოლიტიკას ან სერვისებთან დაკავშირებულ სხვა წესებს, მათ შორის, პრომო-აქციებს;
(5) წარმოადგენდეს უნებართვო ან არასასურველ რეკლამას, სპამს ან მასობრივ ელ. წერილებს;
(6) შეაგროვოს სხვა მომხმარებლების პერსონალური ინფორმაცია ან გამოიყენოს სერვისებიდან შეგროვებული ნებისმიერი ამგვარი ინფორმაცია;
(7) განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი ანგარიშის უსაფრთხოების დარღვევა;
(8) მოიპოვოს სხვა მომხმარებლის პაროლი, ანგარიში ან უსაფრთხოების სხვა ინფორმაცია მისი თანხმობის გარეშე;
(9) გამოიყენოს მესამე მხარის საავტორიზაციო მონაცემები, შენიღბოს რეალური IP-მისამართი, ან სხვაგვარად მოახდინოს თქვენი იდენტობის თუ ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთან კავშირის ფალსიფიკაცია ან არასწორი წარდგენა;
(10) დაარღვიოს ან საფრთხე შეუქმნას ნებისმიერი კომპიუტერული ქსელის გამართულ ფუნქციონირებას ან უსაფრთხოებას;
(11) გაუშვას სერვისებზე ნებისმიერი ფორმის ავტომატური პასუხის ან „სპამის“ პროგრამა ან ნებისმიერი პროცესი, რომელიც მუშაობს ან გააქტიურებულია მაშინ, როდესაც თქვენ არ ხართ შესული სერვისებში, ან ნებისმიერი პროცესი, რომელიც სხვაგვარად ხელს უშლის სერვისების გამართულ ფუნქციონირებას (მათ შორის, სერვისების ინფრასტრუქტურაზე არაგონივრული დატვირთვის შექმნით, მათი გადატვირთვით, „flooding“-ის, „mail bombing“-ის ან სერვისების მწყობრიდან გამოყვანის გზით.);
(12) პოტენციურად დააზიანოს სერვისები, მათ შორის, სერვისების უსაფრთხოების ნებისმიერი ფუნქციის დარღვევით, ხელით ან ავტომატიზებული პროგრამული უზრუნველყოფის თუ სხვა საშუალებების გამოყენებით სერვისების ნებისმიერ გვერდზე, მონაცემსა თუ ნაწილზე წვდომის, „მოპოვების“, „ამოკრეფის“ ან „სკანირების“ მიზნით, ან სერვისებში ვირუსების, ჭიების ან მსგავსი მავნე კოდის შეყვანით;
(13) მოახდინოს წვდომა, ინტერაქცია ან გამოიყენოს სერვისების ნებისმიერი ფუნქცია (მათ შორის, შეკვეთა, გადახდები, აქციები, ჯილდოები ან ანგარიშის მართვა) ნებისმიერი ავტომატიზებული, პროგრამული ან არა-ადამიანური საშუალებით (მათ შორის, „შეიძინე-ჩემთვის“ აგენტებით, დიდი ენობრივი მოდელებით მართული ბოტებით ან ნებისმიერი ყოვლისმომცველი პროცესით, რომელიც ცდილობს შეკვეთების განთავსებას ადამიანის მიერ გადამოწმების გარეშე), თუ ამგვარი გამოყენება ხელს უშლის, გვერდს უვლის ან ძირს უთხრის Temu-ს ტექნიკურ ზომებს, უსაფრთხოების კონტროლს ან სერვისების მიზნობრივ ფუნქციონირებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს პირდაპირ არის ნებადართული Temu-ს მიერ;
(14) დააკოპიროს ან შეინახოს სერვისებზე განთავსებული კონტენტის ნებისმიერი მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი წერილობითი თანხმობის გარეშე;
(15) მოახდინოს დეკომპილირება, რევერსული ინჟინერია ან სხვაგვარად მოიპოვოს წყაროს კოდი ან ძირითადი იდეები ან ინფორმაცია სერვისების შესახებ ან მათთან დაკავშირებით;
(16) შეიძინოს ნებისმიერი პროდუქტი, რომლის ყიდვის ან გამოყენების კანონიერი უფლებაც არ გაქვთ;
(17) ბოროტად გამოიყენოს ჩვენ მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი პრომო-აქცია, ფასდაკლება თუ სხვა შეღავათი ან მოახდინოს გასაყიდად განთავსებული ნებისმიერი პროდუქტის ფასის მანიპულაცია ან შეცვალოს გასაყიდად განთავსებული პროდუქტების სია; ან
(18) ეცადოს განახორციელოს რაიმე ქმედება, დაუშვას, ხელი შეუწყოს, დაეხმაროს ან საშუალება მისცეს რომელიმე მესამე მხარეს გააკეთოს ისეთი რამ, რაც ამ ჩამონათვალის მიხედვით იკრძალება.
ჩვენს ხელთ არსებული პრობლემის გადაწყვეტის ყველა სხვა საშუალების გარდა, რომელიმე ზემოაღნიშნული პუნქტის დარღვევა არის შემდეგის საფუძველი:
(1) მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის წაშლა, შეზღუდვა ან მის გამოქვეყნებაზე უარის თქმა;
(2) თქვენ მიერ შესყიდული პროდუქციის გაუქმება ან შეზღუდვა;
(3) ჯილდოების (როგორც ეს განსაზღვრულია ქვემოთ, ნაწილში 12.1) ან ჩვენგან გადასახდელი თანხების გაუქმება ან შეზღუდვა; ან/და
(4) სერვისების ნებისმიერ ან ყველა ნაწილზე თქვენი წვდომის ან სარგებლობის შეჩერება, შეწყვეტა ან სხვაგვარი შეზღუდვა.
თუ ჩვენთვის ცნობილი გახდება თქვენ მიერ წინამდებარე პირობების ნებისმიერი რეალური ან პოტენციური დარღვევის შესახებ, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გამოვიკვლიოთ ამგვარი დარღვევები. თუ მოკვლევის შედეგად მივიჩნევთ, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულებრივ ან სხვა უკანონო ქმედებას, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას მივმართოთ ნებისმიერ და ყველა მოქმედ სამართლებრივ ორგანოს და ვითანამშრომლოთ მათთან. ჩვენ უფლება გვაქვს, მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში, გავამჟღავნოთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ან მასალა სერვისებზე ან სერვისებში, მათ შორის მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვფლობთ თქვენ მიერ სერვისების გამოყენების შედეგად, თუ გონივრულად ჩავთვლით, რომ ამგვარი გამჟღავნება აუცილებელია ან მიზანშეწონილია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს: (i) მოქმედი კანონმდებლობის, სამართლებრივი პროცესის ან სამთავრობო მოთხოვნების დაცვა; (ii) ამ პირობებისა და პოლიტიკის აღსრულება; (iii) რეაგირება ნებისმიერ პრეტენზიაზე იმასთან დაკავშირებით, რომ მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არღვევს მესამე მხარის უფლებებს; (iv) მომხმარებლის მომსახურებასთან დაკავშირებით თქვენს მოთხოვნებზე რეაგირება; (v) ჩვენი, ჩვენი მომხმარებლების ან საზოგადოების, ასევე ყველა სამართალდამცავი ორგანოს ან სხვა სამთავრობო ჩინოვნიკის უფლებების, საკუთრების ან პირადი უსაფრთხოების დაცვა, ან (vi) როგორც სხვაგვარად არის გათვალისწინებული კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.
4. კონფიდენციალურობა
4.1 ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა გაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ აგროვებს, იყენებს, აზიარებს და სხვაგვარად ამუშავებს Temu თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, როდესაც თქვენ ახორციელებთ წვდომას, სტუმრობთ ან იყენებთ სერვისებს. სერვისებით სარგებლობასთან დაკავშირებით, თქვენ აღიარებთ და თანხმდებით, რომ Temu-მ შესაძლოა შეაგროვოს, გამოიყენოს, გააზიაროს და სხვაგვარად დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, თქვენი ანგარიში და მომხმარებლის ინფორმაცია), როგორც ეს აღწერილია ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკასა და ქუქიებისა და მსგავსი ტექნოლოგიების პოლიტიკაში, და მოქმედი კანონმდებლობით ნებადართულ ფარგლებში. კონფიდენციალურობის პოლიტიკა წარმოადგენს წინამდებარე პირობების ნაწილს და რეგულირდება ამ პირობებით, ხოლო წინამდებარე პირობებზე დათანხმებით, თქვენ გამოხატავთ თანხმობას, რომ ვალდებული ხართ დაიცვათ კონფიდენციალურობის პოლიტიკა და ქუქიებისა და მსგავსი ტექნოლოგიების პოლიტიკა.
5. კომუნიკაციები
5.1 თქვენ ეთანხმებით, რომ ჩვენგან შესაძლოა მიიღოთ შეტყობინებები ელექტრონული ფორმით, როგორიცაა ელექტრონული ფოსტა, ტექსტური შეტყობინებები, მობილური Push-შეტყობინებები, ასევე განცხადებები და შეტყობინებები სერვისებზე ან მათი მეშვეობით („Push-შეტყობინებები“), და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ჩვენ მოვიპოვებთ თქვენს ნებართვას ამგვარი Push-შეტყობინებების გამოსაგზავნად. თქვენ ეთანხმებით, რომ სერვისების გამოყენებისას უსადენო ინტერნეტის სერვისის პროვაიდერმა შეიძლება დაგაკისროთ მონაცემების პაკეტის, მოკლეტექსტური შეტყობინებების ან/და სხვა უსადენო სერვისზე წვდომის ტარიფები, მათ შორის Push შეტყობინებებთან დაკავშირებით. გადაამოწმეთ უსადენო ინტერნეტის სერვისის პროვაიდერთან, რათა დაადგინოთ რა ტარიფები მოქმედებს თქვენ მიერ სერვისებზე წვდომის განხორციელებისა და მათი გამოყენების შემთხვევაში, მათ შორის, ჩვენგან Push შეტყობინებების მიღებისას. მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ნებისმიერ საფასურზე, ხარჯზე ან დანახარჯზე, რომელიც შეიძლება დაგეკისროთ თქვენს მობილურ მოწყობილობაზე სერვისების ჩამოტვირთვის, ინსტალაციის ან/და გამოყენებისთვის, მათ შორის Push შეტყობინებების მიღებისთვის. თქვენ ასევე აცნობიერებთ და თანხმდებით, რომ ყველა პირობა, შეთანხმება, შეტყობინება, ინფორმაციის გამჟღავნება და სხვა სახის კომუნიკაცია თუ დოკუმენტი, რომელსაც ელექტრონული ფორმით მოგაწვდით, ჩაითვლება „წერილობით“ კომუნიკაციად და ექნება იგივე იურიდიული ძალა.
5.2 თქვენ ეთანხმებით, რომ ჩვენ შეგვიძლია დაგიკავშირდეთ თქვენ მიერ მოწოდებულ ნებისმიერ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან ტელეფონის ნომერზე იმისათვის, რომ: (i) მოგაწოდოთ ინფორმაცია თქვენი ანგარიშის შესახებ; (ii) გადავჭრათ თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული პრობლემები; (iii) მოვაგვაროთ დავა; (iv) ამოვიღოთ დავალიანება; (v) გამოვიკითხოთ თქვენი მოსაზრებები გამოკითხვების ფორმების ან კითხვარების მეშვეობით; (vi) მოგაწოდოთ განახლებული ინფორმაცია შეკვეთის, გადახდისა და მიწოდების შესახებ; (vii) გამოგიგზავნოთ ავთენტიფიკაციის ტექსტები, მათ შორის, ერთჯერადი კოდები; ან (viii) სხვაგვარად საჭიროების შემთხვევაში თქვენი ანგარიშის მომსახურებისთვის ან წინამდებარე პირობების, პოლიტიკის დოკუმენტების, მოქმედი კანონმდებლობის ან ნებისმიერი სხვა იმ შეთანხმების განხორციელების მიზნით, რომელიც შეიძლება გავაფორმოთ თქვენთან შესაბამისი ნებართვების, პარამეტრების და პრეფერენციების შესაბამისად, გათვალისწინებულ შემთხვევებში. შეიძლება მოქმედებდეს შეტყობინებებისა და მონაცემთა ტარიფები. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა შეტყობინებების ან მონაცემთა ტარიფებთან დაკავშირებით, გთხოვთ, პირდაპირ დაუკავშირდეთ თქვენს შესაბამის სერვისის პროვაიდერებს.
5.3 თუ გსურთ ჩვენი მარკეტინგული მასალების მიღება ტექსტური შეტყობინებების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა არხების მეშვეობით, ამისათვის შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის გავლით თქვენ აღიარებთ, რომ ჩვენ შესაძლოა გამოგიგზავნოთ მარკეტინგული მასალები თქვენ მიერ მოწოდებული საკონტაქტო მონაცემების გამოყენებით. თქვენ მოგეცემათ მარკეტინგულ მასალებზე უარის თქმის (გამოწერის გაუქმების) შესაძლებლობა მათში მითითებული ინსტრუქციების შესაბამისად. შეიძლება მოქმედებდეს შეტყობინებებისა და მონაცემთა ტარიფები. თქვენ აცნობიერებთ, რომ სერვისებით სარგებლობისთვის სავალდებულო არ არის მარკეტინგული მასალების მიღებაზე თანხმობის გაცემა.
5.4 თუ არ გსურთ მარკეტინგული ხასიათის ელექტრონული წერილების მიღება, შეგიძლიათ გააუქმოთ ჩვენი მარკეტინგული ხასიათის ელ. ფოსტის გამოწერა თავად მარკეტინგულ ელექტრონულ წერილებში მოცემული გამოწერის გაუქმების ფუნქციის მეშვეობით.
5.5 ჩვენ შეიძლება დავამყაროთ თქვენთან კომუნიკაცია მესამე მხარის სერვისის პროვაიდერის მეშვეობით. ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის გათვალისწინებით, თქვენი კომუნიკაცია ჩვენთან, ჩვენს აგენტებთან ან მესამე მხარის სავაჭრო პარტნიორებთან შესაძლოა ჩაიწეროს, გაკონტროლდეს და შენახულ იქნას ხარისხის კონტროლისა და სერვისის ოპტიმიზაციის მიზნით, ან თქვენი, ჩვენი ან/და სავაჭრო პარტნიორების ინტერესების დასაცავად.
6. მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი მასალა
6.1 „მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი მასალა“ ნიშნავს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც გამოქვეყნებული, ატვირთული, გაზიარებული, გაგზავნილი, შენახული ან სხვაგვარად არის მოწოდებული თქვენ მიერ სერვისების მეშვეობით, მათ შორისაა რჩევები, კომენტარები, მიმოხილვები, რეიტინგები, ფოტოები, ვიდეოები ან სხვა სახის გამოხმაურება ან მასალები, ან კიდევ SNS კონტენტი, რომლებიც შეიძლება ნახონ სხვა მომხმარებლებმა. მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი მასალა, რომელსაც თქვენს ანგარიშში აქვეყნებთ, არ უნდა შეიცავდეს სიშიშვლეს, ძალადობას, სექსუალური ხასიათის ან სხვაგვარ შეურაცხმყოფელ მასალას.
6.2 მომხმარებლის მიერ წარმოდგენილ ყველა მასალაზე თქვენ გვანიჭებთ სრულად ანაზღაურებულ, ჰონორარისგან თავისუფალ, უვადო, გამოუხმობად, არაექსკლუზიურ, გადაცემად, ქველიცენზირებად, საყოველთაო უფლებასა და ლიცენზიას გამოყენების, ლიცენზიით სარგებლობის, შენახვის, ჩვენების, რეპროდუცირების, მოდიფიცირებისთვის (მაგ., იმაში დასარწმუნებლად, რომ მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია სხვადასხვა სისტემასა და მოწყობილობაზე) იმისათვის, რომ შეიქმნას დერივატები, განხორციელდეს საჯარო შესრულება, საჯარო ჩვენება, გავრცელება, თარგმნა ან იმისათვის, რომ შესრულდეს სხვაგვარი ქმედება მომხმარებლის მიერ წარმოდგენილ ისეთ ინფორმაციასთან მიმართებით, რომელსაც ჩვენ მივიჩნევთ სერვისების ფუნქციონირებისთვის, მარკეტინგისა და რეკლამირებისთვის საჭიროდ, მათ შორის, მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი ამგვარი ინფორმაციის წარსადგენად, საჩვენებლად თუ შესრულებისთვის, თქვენი პრეფერენციების მიხედვით, ყოველთვის მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედ კანონმდებლობასთან და სხვა კანონებთან შესაბამისად.
6.3 თქვენ აცნობიერებთ და თანხმდებით, რომ მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი კონტენტი (მათ შორის ის მომხმარებლის სახელი, რომლითაც განათავსეთ იგი) არის არაკონფიდენციალური და არასაკუთრებრივი ხასიათის, და რომ ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად გამოვსახოთ, გავამჟღავნოთ, გავამრავლოთ, შევცვალოთ, გავცეთ მასზე ლიცენზია, გადავცეთ, გავავრცელოთ და სხვაგვარად გამოვიყენოთ მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი მასალა ნებისმიერი ფორმით, ყოველგვარი შეზღუდვისა თუ თქვენთვის რაიმე სახის კომპენსაციის გადახდის გარეშე.
6.4 თქვენ იძლევით გარანტიას, რომ ფლობთ ან სხვაგვარად აკონტროლებთ მომხმარებლის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე ყველა უფლებას და რომ ჩვენ მიერ მომხმარებლის მიერ განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება არ დაარღვევს ან შელახავს მესამე მხარის უფლებებს ან არ დაარღვევს წესებსა და შეზღუდვებს, რომლებიც მოცემულია ამ პირობებში (მათ შორის ისინი, რომლებიც მოცემულია ნაწილში 3).
6.5 ჩვენ არ ვიწონებთ და ვადასტურებთ მომხმარებლის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას და აღნიშნული ინფორმაცია არ გამოხატავს ჩვენს შეხედულებებს. ჩვენ ცალსახად ვიხსნით პასუხისმგებლობას მომხმარებლის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციასა თუ ამ ინფორმაციით გამოწვეულ ზიანზე. მომხმარებლებისგან მოვითხოვთ კეთილსინდისიერების მაღალი დონის შენარჩუნებას მათ მიერ ისეთი ინფორმაციის წარმოდგენისას, რომლის ნახვაც სხვა მომხმარებლებსაც შეეძლებათ, განსაკუთრებით პროდუქტების რეიტინგებსა და მიმოხილვებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენისას. თქვენ იღებთ ვალდებულებას, რომ მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, რომლის ნახვაც სხვა მომხმარებლებსაც შეუძლიათ, მომზადებულია კეთილსინდისიერად და მხოლოდ თქვენი პირადი გამოცდილების საფუძველზე. თქვენ ასევე იღებთ ვალდებულებას, რომ ცალსახად მიუთითოთ, იყო თუ არა მომხმარებლის მიერ ინფორმაციის წარდგენა დაფინანსებული ან გადახდილი იყო თუ არა მისთვის საფასური რაიმე ფორმით. თქვენ აღიარებთ, რომ ჩვენ არ გვაკისრია მომხმარებლის მიერ წარდგენილი მასალის წინასწარი სკრინინგის ვალდებულება, თუმცა ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი შეხედულებისამებრ და თქვენთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, წინასწარ გადავარჩიოთ, უარვყოთ, გამოვრიცხოთ ან წავშალოთ ნებისმიერი მომხმარებლის კონტენტი, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ იგი არღვევს წინამდებარე პირობებს ან სხვაგვარად მიუღებელია, რაც არ ზღუდავს წინამდებარე პირობებით ჩვენთვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის სხვა საშუალებების გამოყენებას. წინამდებარე პირობებზე დათანხმებით, თქვენ გამოხატავთ თქვენს შეუქცევად თანხმობას ამგვარ მონიტორინგსა და მოდერაციაზე. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ წინასწარ სკრინინგს მოვახდენთ, უარვყოფთ, გამოვრიცხავთ ან წავშლით მომხმარებლის მიერ წარმოდგენილ რომელიმე მასალას, თქვენ გესმით და აცნობიერებთ, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ სერვისების უსაფრთხოებისა და მთლიანობის შენარჩუნების მიზნით.
7. საკუთრება
7.1 თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ ყველა მასალა, რომელიც ნაჩვენებია, შესრულებულია ან ხელმისაწვდომია სერვისებზე ან მათი მეშვეობით, რაც სულ მცირე მოიცავს ტექსტს, გრაფიკას, მონაცემებს, სტატიებს, ფოტოებს, სურათებს, ილუსტრაციებს და მომხმარებლის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას (ერთობლივად „კონტენტი“), შესაძლოა დაცული იყოს საავტორო უფლებებით ან/და ინტელექტუალური საკუთრების შესახებ სხვა კანონმდებლობით მთელ მსოფლიოში. თქვენ იღებთ ვალდებულებას დაემორჩილოთ საავტორო უფლებების შესახებ ყველა შეტყობინებას, სავაჭრო ნიშნების შესახებ წესებს, ინფორმაციასა და შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კონტენტში და არ დააკოპიროთ, გაამრავლოთ, შეცვალოთ, თარგმნოთ, გამოაქვეყნოთ, ტრანსლაციით გადასცეთ, გაავრცელოთ, შეასრულოთ, ატვირთოთ, აჩვენოთ, ლიცენზიით გადასცეთ, გაყიდოთ ან სხვაგვარად გამოიყენოთ ნებისმიერი მიზნისთვის ნებისმიერი კონტენტი, რომელიც არ არის თქვენს საკუთრებაში, აღნიშნული კონტენტის მფლობელის წინასწარი თანხმობის გარეშე.
7.2 ჩვენ ვიცავთ სხვების ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს და ვიტოვებთ უფლებას წავშალოთ ან გავაუქმოთ კონტენტი, რომელიც სავარაუდოდ არღვევს სხვა პირის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს და დავხუროთ სავარაუდო დამრღვევთა ანგარიშები. იხილეთ ჩვენი ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკა, რათა გაიგოთ, როგორ გაასაჩივროთ უფლებების სავარაუდო დარღვევით გამოქვეყნებული კონტენტი.
7.3 თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ ჩვენ ვფლობთ ან ლიცენზირებული გვაქვს სერვისები. თქვენ იღებთ ვალდებულებას არ შეცვალოთ, გამოაქვეყნოთ, გადასცეთ, არ მიიღოთ მონაწილეობა გადაცემაში ან გაყიდვაში, არ გაამრავლოთ, არ შექმნათ დერივატები რომელიმე სერვისის საფუძველზე ან სხვაგვარად გამოიყენოთ რომელიმე სერვისი, გარდა მე-7 ნაწილში ცალსახად გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7.4 თქვენ მიერ წინამდებარე პირობების და ყველა მოქმედი პოლიტიკის, წესის და სახელმძღვანელო მითითების შესრულების და მოქმედი გადასახადების გადახდის შემთხვევაში ჩვენ ან ჩვენი კონტენტის პროვაიდერები მოგანიჭებთ შეზღუდულ, არაექსკლუზიურ, არაგადაცემად, არა-ქველიცენზირებად ლიცენზიას იმისათვის, რომ განახორციელოთ წვდომა და პირადად და არაკომერციული მიზნებისთვის გამოიყენოთ სერვისები მხოლოდ Temu-ს გამოყენების მიზნით. ყველა უფლება, რომელიც ცალსახად არ არის მონიჭებული ამ პირობების ან რაიმე პოლიტიკის ან სახელმძღვანელო მითითებების მიხედვით, დაცულია და შენარჩუნებულია ჩვენი ან ჩვენი ლიცენზიანტების, მომწოდებლების, გამომცემლების, უფლებების მფლობელების ან კონტენტის სხვა პროვაიდერების მიერ. ჩვენ მიერ გაცემული ლიცენზიები შეიძლება შეწყდეს იმ შემთხვევაში, თუ არ დაიცავთ წინამდებარე პირობებს ან რაიმე მოქმედ პოლიტიკას, წესს ან სახელმძღვანელო მითითებას.
7.5 თქვენ უფლება არ გაქვთ კომერციული მიზნებისთვის გამოიყენოთ სერვისებზე მოწოდებული რაიმე ინფორმაცია ან თავად სერვისები სხვა ბიზნესის სასარგებლოდ, თუ ჩვენ მიერ ეს წინასწარ არ იქნება ნებადართული. თქვენ უფლება არ გაქვთ მოითხოვოთ, განათავსოთ რეკლამა ან დაუკავშირდეთ მომხმარებლებს რაიმე ფორმით დასაქმების, კონტრაქტის გაფორმების ან ნებისმიერი სხვა მიზნისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული Temu-ს გამოყენებით გაწეულ სერვისებთან. თქვენ მიერ წინამდებარე დებულების დარღვევის შემთხვევაში, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი შეხედულებისამებრ უარი გითხრათ სერვისებზე წვდომაზე, წავშალოთ ანგარიშები ან/და გავაუქმოთ შესყიდვის ტრანზაქციები.
8. პასუხისმგებლობები; მესამე მხარის რისკები
8.1 თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ ნებისმიერი კონტენტი, რომელიც საჯაროდ არის გამოქვეყნებული ან პირადად გადაცემული სერვისების მეშვეობით, არის მხოლოდ იმ პირის პასუხისმგებლობა, რომელმაც გამოაქვეყნა, გადასცა ან მიაწოდა ასეთი კონტენტი. თქვენ ახორციელებთ წვდომას, იყენებთ კონტენტს და ურთიერთობთ სხვა მომხმარებლებთან თქვენივე რისკით. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს მესამე მხარეების მიერ გამოქვეყნებულ, გადაცემულ ან მოწოდებულ კონტენტში არსებულ არანაირ შეცდომაზე, უზუსტობაზე, გამოტოვებაზე ან უტყუარობის დარღვევაზე. ჩვენ არ ვაკონტროლებთ სერვისებზე მესამე მხარის რომელიმე კონტენტს და არ ვართ ვალდებულნი განვახორციელოთ რაიმე ქმედება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება მოახდინოთ კონტენტის ინტერპრეტაცია, მისი გამოყენება ან მასზე რეაგირება. ჩვენ არ ვართ ვალდებულნი განვიხილოთ ან ვაწარმოოთ კონტენტის მონიტორინგი და არ ვამტკიცებთ, ვიწონებთ ან ვაცხადებთ რამეს ან ვიძლევით გარანტიას მესამე მხარის რომელიმე კონტენტთან დაკავშირებით. თქვენ ასევე აცნობიერებთ, რომ ჩვენ ვერ მოგცემთ გარანტიას იმ მომხმარებლებთან დაკავშირებით, რომლებთანაც თქვენ ურთიერთობთ სერვისების გამოყენებისას და არ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, თუ რომელ მომხმარებლებს ექნებათ წვდომა სერვისებზე.
8.2 თქვენ ხართ პასუხისმგებელი ყველა იმ კონტენტზე, რომელიც რაიმე ფორმით შეგაქვთ სერვისებში. ასევე აცხადებთ და იძლევით გარანტიას, რომ გაქვთ ყველა უფლება ასეთი ფორმით ამ კონტენტის სერვისებში შეტანისთვის.
8.3 სერვისები შეიძლება შეიცავდეს ბმულებს ან კავშირებს მესამე მხარის ვებსაიტებთან ან სერვისებთან, რომლებსაც ჩვენ არ ვფლობთ და არ ვაკონტროლებთ. ჩვენ არ ვაკონტროლებთ და არ ვიღებთ პასუხისმგებლობას მესამე მხარის ვებსაიტებზე და სერვისებში გამოქვეყნებულ კონტენტზე, მის სიზუსტეზე, კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე, პრაქტიკასა თუ მოსაზრებებზე. გარდა ამისა, ჩვენ არ და ვერ: გავუწევთ მონიტორინგს, გადავამოწმებთ, ამოვიღებთ ან დავარედაქტირებთ მესამე მხარის ვებსაიტზე ან სერვისში განთავსებულ კონტენტს. თქვენ აღიარებთ და ეთანხმებით, რომ ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი იმ რისკებზე, რომლებიც წარმოიშობა თქვენ მიერ ნებისმიერი მესამე მხარის ვებსაიტზე ან სერვისებზე წვდომის განხორციელების ან მათი გამოყენების შედეგად. მოგიწოდებთ ყურადღებით იყოთ, როდესაც გადიხართ სერვისებიდან და წაიკითხოთ თითოეული მესამე მხარის იმ ვებსაიტის ან სერვისის გამოყენების პირობები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომელსაც სტუმრობთ ან იყენებთ.
8.4 თქვენი ურთიერთობა სხვა მომხმარებლებთან, სხვა სუბიექტებთან ან ფიზიკურ პირებთან, მათ შორის და არა მხოლოდ, სავაჭრო პარტნიორებთან, თქვენ მიერ სერვისების, მათ შორის კომუნიკაციების, გადახდების, შესრულების და მიწოდების სერვისების გამოყენების შედეგად, არის მხოლოდ თქვენსა და მესამე მხარეებს შორის; თუმცა, იმ პირობით, რომ Temu იტოვებს უფლებას, მაგრამ არ აქვს ვალდებულება იშუამავლოს ასეთ ურთიერთობებში. თქვენ უნდა ჩაატაროთ ნებისმიერი მოკვლევა ან/და გაიაროთ კონსულტაცია პროფესიონალთან, როგორც ამას საჭიროდ ან მიზანშეწონილად მიიჩნევთ, სანამ რომელიმე ამ მესამე მხარესთან რაიმე ურთიერთობას დაიწყებთ. თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ამგვარი ურთიერთობის შედეგად წარმოქმნილ დანაკარგებსა თუ ზარალზე. თქვენ ეთანხმებით, რომ ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელი აღნიშნული ურთიერთობის შედეგად წარმოშობილ პასუხისმგებლობაზე.
8.5 წინამდებარე პირობების არსებით დარღვევად ითვლება მესამე მხარეების გასაყიდად განთავსებული ნივთების შესყიდვის ორგანიზება ან საფასურის გადახდა მესამე მხარეებისთვის Temu-ს ფარგლებს მიღმა, სერვისების მეშვეობით შეძენილი პროდუქტებისთვის საკომისიოს გადახდის ვალდებულების გვერდის ავლის მიზნით.
9. ვალდებულებისგან გათავისუფლება
9.1 ჩვენ პირდაპირ უარს ვამბობთ ნებისმიერ პრეტენზიებსა თუ დავებზე პასუხისმგებლობაზე, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას Temu-ს მომხმარებლებს შორის. Temu-ზე თქვენსა და სხვა მომხმარებელს ან რომელიმე მესამე მხარეს შორის დავის არსებობის შემთხვევაში, ჩვენ არ ვართ ვალდებულნი ჩავერთოთ ამ დავაში. მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში, თქვენ გვათავისუფლებთ ჩვენ, ჩვენს მშობელ კომპანიებს, შვილობილ კომპანიებს, აფილირებულ კომპანიებს, დირექტორებს, ოფიცრებს, თანამშრომლებს, აგენტებსა და სამართალმემკვიდრეებს ყველა პრეტენზიისგან, მოთხოვნისა და ნებისმიერი სახის ან ხასიათის, ცნობილი თუ უცნობი, საეჭვო თუ არასაეჭვო, გამჟღავნებული თუ გაუმჟღავნებელი ზიანისგან, რომელიც წარმოიშობა ან რაიმე ფორმით არის დაკავშირებული აღნიშნულ დავებთან.
აღნიშნული ვალდებულებისგან გათავისუფლების ფორმის ხელმოწერით თქვენ ცალსახად აცხადებთ უარს დაცვის ნებისმიერ საშუალებაზე (იქნება ეს კანონმდებლობით თუ სხვაგვარი ფორმით დადგენილი), რომელიც შეზღუდავს ვალდებულებისგან გათავისუფლების ფორმის გავრცელების ფარგლებს, რათა მოიცვას მხოლოდ ის პრეტენზიები, რომლებიც თქვენთვის შეიძლება ცნობილი იყოს ან რომლებიც, თქვენი ვარაუდით, არსებობს თქვენს სასარგებლოდ ვალდებულებისგან გათავისუფლების ამ ფორმაზე დათანხმებისას.
10. შესყიდვები
10.1 თქვენ პასუხისმგებელი ხართ პროდუქტების სრული ჩამონათვალის წაკითხვაზე პროდუქტის შეძენამდე. შესყიდვის დადასტურებით თქვენ თანხმობას აცხადებთ გადაიხადოთ ყველა მოქმედი მოსაკრებელი, გადასახადი, ტრანსპორტირების ხარჯები და თქვენს შენაძენთან დაკავშირებული სხვა თანხები. გარდა ამისა, რამდენადაც შესაძლებელია, თქვენ აღიარებთ, რომ შეიძლება დაექვემდებაროთ იმპორტის მოსაკრებლების და გადასახადების გადახდის ვალდებულებას, რომლებიც დაწესდება მას შემდეგ, რაც ამანათი მიაღწევს დანიშნულების ქვეყანას. ნებისმიერი დამატებითი გადასახადი განბაჟებისთვის უნდა გადაიხადოთ თქვენ, ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ამ გადასახადების გადახდას. როდესაც თქვენ განათავსებთ შეკვეთას და შეკვეთა გამოგეგზავნებათ, პროდუქტზე საკუთრების უფლება გადმოგეცემათ თქვენი პროდუქტის გადამზიდველთან მიტანისთანავე. თქვენ თანხმდებით, რომ შესაბამის შემთხვევებში თქვენ ითვლებით შეძენილი პროდუქციის იმპორტიორად და ვალდებული ხართ დაიცვათ იმ ქვეყნის ყველა კანონი და რეგულაცია, სადაც იღებთ პროდუქტებს. ჩვენ არ დაგვეკისრება პასუხისმგებლობა, თუ პროდუქტს დააგვიანდება ან უარყოფილი იქნება მისი განბაჟება თქვენ მიერ ასეთი თანხების გადაუხდელობის გამო.
10.2 ინფორმაცია პროდუქტების შესახებ (მაგალითად: ფასი, პროდუქტის აღწერა, ხელმისაწვდომობა, მიწოდების ვარიანტები და მიწოდების სავარაუდო ვადები) ხელმისაწვდომია Temu-ზე პროდუქტის განთავსების გვერდზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ Temu-ზე ზუსტი ინფორმაციის განთავსებას, შესაძლოა მაინც არსებობდეს ბეჭდური შეცდომები, უზუსტობები ან ხარვეზები პროდუქტის შესახებ მოწოდებულ ინფორმაციაში. მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით და თუ წინამდებარე პირობებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, Temu-ზე პროდუქტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის უზუსტობის შემთხვევაში, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევასწოროთ, შევცვალოთ ან განვაახლოთ ამგვარი ინფორმაცია, ან გავაუქმოთ შეკვეთები ან შეკვეთის ნაწილები პროდუქტის გამოგზავნამდე. ამგვარ შემთხვევაში, ჩვენ შესაძლოა დაგიკავშირდეთ შემდგომი მითითებების მისაღებად, ან შეგატყობინოთ ამგვარი გაუქმების შესახებ და დაგიბრუნოთ გაუქმებული შეკვეთის საფასური. თქვენი კანონით გათვალისწინებული უფლებების შელახვის გარეშე და თუ სერვისებზე სხვა რამ არ არის მითითებული, თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ შეკვეთა უფასოდ და წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს, სანამ იგი ტრანსპორტირებისთვის შეიფუთება, და მიიღოთ თანხის დაბრუნება ამგვარი გაუქმების გამო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროდუქტი უკვე შეფუთულია ტრანსპორტირებისთვის, თქვენ მაინც შეგიძლიათ მისი დაბრუნება მიღების შემდეგ და შესაბამისი თანხის ანაზღაურების მიღება. შეკვეთის გაუქმების, პროდუქტის დაბრუნებისა და თანხის ანაზღაურების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს მხარდაჭერის ცენტრსა და ნივთისა და თანხის დაბრუნების პოლიტიკას.
10.3 საფუძვლიანად გადაამოწმეთ ყველა აღწერილობა და შეზღუდვა იმ პროდუქტთან დაკავშირებით, რომლითაც დაინტერესებული ხართ, სანამ შეკვეთას განათავსებთ. თუ გაქვთ რაიმე განსაკუთრებული გარემოება (მაგალითად: სამედიცინო ან ჯანმრთელობის პრობლემა ან/და სპეციალური საჭიროება), რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს თქვენზე ან რაზეც შესაძლოა გავლენა მოახდინოს იმ პროდუქტმა, რომლის შეძენაც გსურთ, თქვენი პირადი პასუხისმგებლობაა, შეკვეთის განთავსებამდე კონსულტაცია გაიაროთ კვალიფიციურ სპეციალისტთან ან ჯანდაცვის მუშაკთან.
10.4 ჩვენ გონივრული ძალისხმევის ფარგლებში ვცდილობთ, რომ Temu-ზე პროდუქტები მაქსიმალურად ზუსტ ფერებში იყოს წარმოდგენილი. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ თქვენს მოწყობილობაზე ნებისმიერი ფერის ასახვა ზუსტად გადმოსცემს თქვენ მიერ შესაძენად შერჩეული პროდუქტის რეალურ ფერს.
10.5 მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, თქვენ აღიარებთ, რომ პროდუქტები შეესაბამება ტრანზაქციას ან დაგეგმილ შესყიდვას, თუ ისინი: (i) შეესაბამება Temu-ზე მოწოდებულ აღწერას და აქვს ის მახასიათებლები, რაც Temu-ზეა წარმოდგენილი; (ii) ვარგისია იმ მიზნებისთვის, რისთვისაც ჩვეულებრივ გამოიყენება ასეთი სახის პროდუქტები; და (iii) არის ისეთი ხარისხისა და ეფექტურობის, რაც დამახასიათებელია იმავე ტიპის პროდუქტებისთვის და რაც შეიძლება გონივრულ ფარგლებში მოსალოდნელი იყოს.
10.6 შეკვეთის გაგზავნამდე, თქვენ შესაძლოა გქონდეთ მიწოდების მეთოდის არჩევის შესაძლებლობა და მიიღოთ ინფორმაცია თქვენი შეკვეთის მიწოდების სავარაუდო თარიღის შესახებ. შეძლებთ აირჩიოთ თქვენს იურისდიქციაში ხელმისაწვდომი გადახდის მეთოდებიდან ნებისმიერი. შესყიდვის განსახორციელებლად, თქვენ უნდა მიუთითოთ გადახდის მოქმედი მეთოდის (მაგალითად, საკრედიტო ბარათის) ზუსტი და სრული მონაცემები, რომლის გამოყენების უფლებამოსილებაც გაგაჩნიათ. დაუყოვნებლივ უნდა განაახლოთ თქვენი ანგარიში გადახდის მეთოდთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების გათვალისწინებით. გადახდის მეთოდის შესახებ ინფორმაციის მიწოდებით და კონკრეტული შესყიდვის გაგრძელებით, თქვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ ჩვენ, ჩვენს შვილობილ კომპანიებს, ჩვენს აგენტებს ან გადახდის ოპერატორებს, შესაბამისი გადახდის მეთოდიდან გამოქვითონ: (ა) იმ კონკრეტული პროდუქტების საფასური, რომელთა შეძენასაც აპირებთ; (ბ) ნებისმიერი და ყველა მოქმედი მოსაკრებელი, გაყიდვების გადასახადი, დღგ, საბაჟო გადასახადები, მოსაკრებლები და ტარიფები, ტრანსპორტირების ხარჯები და თქვენს შესყიდვასთან დაკავშირებული სხვა შეთანხმებული საფასური; და (გ) სერვისებით სარგებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ხარჯი, რომლებიც შეჯამებული სახით იქნება წარმოდგენილი გადახდის თქვენ მიერ დადასტურებამდე. თქვენ მიერ გადახდილი თანხები არ ექვემდებარება დაბრუნებას, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც ცალსახად არის გათვალისწინებული მოქმედ პოლიტიკაში. ჩვენ შეგვიძლია უარი ვთქვათ თქვენს ტრანზაქციაზე, გავყინოთ ან შევაჩეროთ იგი მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის, თაღლითობის ეჭვის, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისა და სანქციებთან შესაბამისობის მოთხოვნების გამო, ან თუ გონივრული საფუძვლით მიგვაჩნია, რომ თქვენი ტრანზაქცია არღვევს ამ პირობებს ან საფრთხეს გვიქმნის ჩვენ ან ნებისმიერ მესამე მხარეს.
10.7 გადახდის ოპერატორებმა შეიძლება დაგაკისრონ საფასური Temu-ს მეშვეობით განხორციელებული შესყიდვებისთვის. გადახდის ოპერატორის მიერ მოწოდებული გადახდის დამუშავების სერვისებით სარგებლობა შესაძლოა დაექვემდებაროს თქვენს შეთანხმებას ამავე გადახდის ოპერატორთან, რომელიც დროდადრო შეიძლება შეიცვალოს. როგორც გადახდის სერვისებით სარგებლობის პირობა, თქვენ უნდა მოგვაწოდოთ ზუსტი და სრული ინფორმაცია და მოგვცეთ უფლება, გავუზიაროთ ეს ინფორმაცია გადახდის ოპერატორს.
10.8 თქვენი საგადახდო ვალდებულებები სრულად შესრულებულად მიიჩნევა მას შემდეგ, რაც მიღებულ იქნება შეკვეთის მთლიანი ღირებულების გადახდა.
11. თანხის დაბრუნება, ნივთის გაცვლა და შესაბამისი საკითხები
11.1 ჩვენ დაგეხმარებით მომხმარებელთა მომსახურების სერვისის შემოთავაზებით, რაც მოიცავს გადახდას, ნივთის დაბრუნებას, თანხის დაბრუნებას და სხვა სფეროებს თქვენ მიერ პროდუქტების შეძენასთან დაკავშირებით.
11.2 გვსურს, რომ კმაყოფილი დარჩეთ ჩვენი სერვისების მეშვეობით განხორციელებული შესყიდვებით. Temu-ზე შეძენილი ყველა პროდუქტისთვის შეიძლება გქონდეთ ნივთისა და თანხის დაბრუნების უფლება. ნივთისა და თანხის დაბრუნების შესახებ დეტალებისთვის იხილეთ ჩვენი ნივთისა და თანხის დაბრუნების პოლიტიკა. თუ გსურთ თანხის დაბრუნების მოთხოვნა, საჭიროა მიჰყვეთ პოლიტიკაში გაწერილ მითითებებს. თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ ჩვენ შეგვიძლია დაგიბრუნოთ თანხა ნივთისა და თანხის დაბრუნების პოლიტიკის შესაბამისად.
12. ჯილდოები
12.1 თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ კრედიტები, კუპონები, ნაღდი ფული, საჩუქრები ან სხვა სახის ჯილდოები სერვისების გამოყენების შემთხვევაში (ერთობლივად „ჯილდოები“). ზოგიერთი ჯილდო შეიძლება გამოყენებულ იქნეს სერვისებზე ან სერვისების მეშვეობით განხორციელებულ მხოლოდ გარკვეულ შენაძენებზე ფასდაკლებისთვის ან გადახდებისთვის (მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული შესაძლოა არ მოქმედებდეს ყველა პროდუქტზე). ჯილდოებს ვერ გადაცვლით ნაღდ ფულზე, გარდა იმ იურისდიქციისა, სადაც ეს მოქმედი კანონმდებლობით არის მოთხოვნილი. ყურადღებით უნდა წაიკითხოთ სხვადასხვა სახის ჯილდოებთან დაკავშირებული ინფორმაცია და მოქმედი წესები. ჯილდოების მარეგულირებელ პირობებსა და წინამდებარე პირობებს შორის რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ჯილდოების კონკრეტულ პირობებს.
13. ჩვენი ურთიერთობის დასრულება
13.1 ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეწყვიტოთ სერვისების გამოყენება. ჩვენ ასევე უფლებამოსილნი ვართ, ნებისმიერი ლეგიტიმური მიზეზით, მათ შორის თქვენ მიერ წინამდებარე პირობების დარღვევის გამო, შეგიწყვიტოთ ან შეგიჩეროთ სერვისებით სარგებლობა ან თქვენი ანგარიში. თქვენ აღიარებთ და ეთანხმებით, რომ ჩვენ გვაქვს ერთპიროვნული უფლება გადავწყვიტოთ, არღვევთ თუ არა წინამდებარე პირობებით დადგენილ რომელიმე შეზღუდვას. მაშინაც კი, როცა შეგიწყდებათ ან შეგიჩერდებათ სერვისების გამოყენების უფლება, ეს პირობები თქვენ მიმართ დარჩება აღსრულებადი და ნებისმიერი გადაუხდელი თანხა, რომელიც თქვენ გმართებთ ჩვენ მიმართ, დარჩება გადასახდელი.
13.2 თუ თქვენი ანგარიში რაიმე მიზეზით შეწყდა, თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული ყველა კონტენტი და ჯილდო განადგურდება და გაუქმდება. თქვენ უნდა შეეცადოთ გამოიყენოთ ნებისმიერი დარჩენილი ჯილდო აღნიშნული შეწყვეტის ძალაში შესვლის თარიღამდე.
13.3 პირობების ყველა დებულება, რომელიც თავისი ხასიათიდან გამომდინარე რჩება ძალაში, ძალას ინარჩუნებს ამ პირობების შეწყვეტისას, მათ შორის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, საკუთრებასთან დაკავშირებული დებულებები, გარანტიის ვალდებულებების უარყოფა და პასუხისმგებლობის შეზღუდვები.
14. გარანტიაზე პასუხისმგებლობის უარყოფა
14.1 მოქმედი კანონმდებლობით ნებადართულ მაქსიმალურ ფარგლებში, ჩვენ პირდაპირ უარს ვამბობთ ნებისმიერი სახის, პირდაპირ თუ ნაგულისხმევ გარანტიასა თუ განცხადებაზე, რომელიც ეხება სერვისებს, ნებისმიერ კონტენტს ან სერვისებზე თუ სერვისების მეშვეობით შემოთავაზებულ ან შეძენილ ნებისმიერ პროდუქტს, მათ შორის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ნებისმიერ გარანტიაზე პროდუქტის მდგომარეობის, ხარისხის, გამძლეობის, მუშაობის, სიზუსტის, საიმედოობის, სასაქონლო ვარგისიანობის, კონკრეტული მიზნისთვის ვარგისიანობის ან უფლებების დარღვევის არარსებობის შესახებ, ან ნებისმიერ გარანტიაზე კონტენტის სიზუსტის, სისწორის, სრულყოფილების ან კანონიერების თაობაზე. ყველა ამგვარი გარანტია, განცხადება, პირობა და ვალდებულება წინამდებარე დოკუმენტით პირდაპირ გამორიცხულია. არავითარი კომუნიკაცია ან ინფორმაცია, იქნება ეს სიტყვიერი თუ წერილობითი, რომელიც მოპოვებულია სერვისებიდან ან სერვისების მეშვეობით, არ უნდა ქმნიდეს ისეთ გარანტიას, რომელიც აქ ცალსახად არ არის მითითებული. გარდა ამისა, ჩვენ არ ვიძლევით რაიმე პირობას ან გარანტიას სერვისებზე ან სერვისების მეშვეობით შემოთავაზებული ან შეძენილი პროდუქტების შემოთავაზებებთან ან რეკომენდაციებთან დაკავშირებით. ეს ნაწილი 14 არ იმოქმედებს სერვისებზე შეძენილი პროდუქტებისთვის მოქმედ ნივთისა და თანხის დაბრუნების ჩვენს პოლიტიკაზე.
14.2 სერვისებზე ან სერვისების მეშვეობით შემოთავაზებული ან შეძენილი სერვისებისა და ნებისმიერი პროდუქტის გამოყენებას ახორციელებთ თქვენივე რისკით. მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში, თუ სხვაგვარად ცალსახად არ არის გათვალისწინებული, სერვისებზე ან სერვისების მეშვეობით შემოთავაზებული და შეძენილი სერვისები და პროდუქტები, ისევე როგორც კონტენტი ხელმისაწვდომი გახდება თქვენთვის „როგორც არის“ და „როგორც ხელმისაწვდომია“ ფორმით, ყველა ხარვეზით და რაიმე სახის გარანტიის გარეშე.
14.3 თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ მოქმედი კანონმდებლობით ნებადართულ მაქსიმალურ ფარგლებში TEMU-ს მხარეები (როგორც ეს განსაზღვრულია 16.1 ნაწილში) არ არიან პასუხისმგებელნი და თანახმა ხართ არ მოითხოვოთ TEMU-ს მხარეებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება მესამე მხარის, მათ შორის გარე ობიექტების ოპერატორების ქმედებებისთვის და რომ რისკი ასეთი მესამე მხარისგან დაზიანების მიღებისა მთლიანად თქვენზეა. ჩვენ არ ვიძლევით დაპირებას და ცალსახად ვიხსნით ყოველგვარ პასუხისმგებლობას შემდეგთან დაკავშირებით: (1) პროდუქტები, სერვისები, ინფორმაცია, პროგრამირება ან/და ნებისმიერი სხვა რამ, მოწოდებული მესამე მხარის მიერ, რომელიც ხელმისაწვდომია თქვენთვის სერვისებზე ან სერვისების მეშვეობით; ან (2) ნებისმიერი მესამე მხარის პროდუქტების ხარისხი ან ქმედებები, რომლებსაც აწყდებით სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით.
14.4 თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში სრულ პასუხისმგებლობას იღებთ თქვენ მიერ სერვისების გამოყენებაზე, მათ შორის სერვისების სხვა მომხმარებლებთან ურთიერთობაზე და რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც აგზავნით ან იღებთ სერვისების გამოყენებისას, შეიძლება არ იყოს უსაფრთხო და შეიძლება ხელში ჩაიგდონ ან სხვაგვარად განახორციელონ მასზე წვდომა არაავტორიზებულმა მხარეებმა. თქვენ ეთანხმებით, რომ მოქმედი კანონმდებლობით ნებადართულ ფარგლებში, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი თქვენი ქონების ან მონაცემების რაიმე დანაკარგსა ან დაზიანებაზე, რომელიც გამოწვეულია იმ ნებისმიერი მასალისგან, რომელზეც ახორციელებთ წვდომას ან რომელსაც ჩამოტვირთავთ სერვისებიდან.
14.5 თუ ეყრდნობით სერვისებზე ან სერვისების მეშვეობით მოპოვებულ მონაცემებს ან ინფორმაციას, ამას ახორციელებთ თქვენივე რისკით. მოქმედი კანონმდებლობით მაქსიმალურად დასაშვებ ფარგლებში, თქვენ ხართ ერთპიროვნულად პასუხისმგებელი ნებისმიერ ზიანზე ან დანაკარგზე, რომელიც გამოწვეულია თქვენ მიერ ამგვარი მონაცემების ან ინფორმაციის გამოყენების შედეგად.
15. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
15.1 მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში, არცერთ ვითარებაში და არცერთი სამართლებრივი თეორიის თანახმად, (რომელიც მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება შემდეგით: დელიქტური სამართალი, კონტრაქტი, მკაცრი პასუხისმგებლობა ან სხვა) TEMU-ს მხარეები არ იქნებიან პასუხისმგებელი თქვენ ან ნებისმიერი სხვა პირის წინაშე (ა) რაიმე სახის არაპირდაპირი, შემთხვევითი, შედეგობრივი, განსაკუთრებული, საჯარიმო ხასიათის ზარალისთვის, მათ შორის მონაცემების, მოგების, შემოსავლის ან კეთილგანწყობის დაკარგვის, რეპუტაციის ზიანის, ბიზნესის შეფერხების, შედეგების სიზუსტის დარღვევის ან კომპიუტერის გაუმართაობის თუ არასწორი ფუნქციონირების შედეგად დამდგარ ზარალზე, რომელიც გამოწვეულია სერვისებიდან ან მათთან დაკავშირებით, ან (ბ) თქვენ მიერ სერვისებით სარგებლობის, მათ შორის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, სერვისებზე წვდომის ან გამოყენების შეუძლებლობაზე ან სერვისებზე თუ სერვისების მეშვეობით შემოთავაზებული პროდუქტების შეძენასა და გამოყენებაზე, მაშინაც კი, თუ ჩვენ ან რომელიმე სხვა პირმა განჭვრიტა ეს ზიანი ან გაგვაფრთხილეს ასეთი ზიანის დადგომის ალბათობის შესახებ. პასუხისმგებლობის ზემოაღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება TEMU-ს მხარის პასუხისმგებლობაზე (I) ჩვენი დაუდევრობით გამოწვეული სიკვდილის ან პირადი დაზიანების შემთხვევაში; ან (II) ჩვენი მხრიდან თაღლითობით ან თაღლითური და არასწორი წარმოდგენით მიყენებული ნებისმიერი ზიანის შემთხვევაში.
15.2 აღნიშნული პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი ვრცელდება, შეზღუდვის გარეშე, კანონით დაშვებულ მაქსიმალურ ფარგლებში, ნებისმიერ ზიანსა თუ პირად დაზიანებაზე, რომელიც წარმოიშობა ნებისმიერი წარუმატებელი მოქმედების, შეცდომის, უმოქმედობის, შეფერხების, წაშლის, დეფექტების, ოპერაციების ან გადაცემის შეფერხების, კომპიუტერული ვირუსის, ფაილების დაზიანების, საკომუნიკაციო ხაზის გაუმართაობის, ქსელის ან სისტემის გათიშვის, ნებისმიერი ჩანაწერის ან მონაცემის ქურდობის, განადგურების, არასანქცირებული წვდომის, შეცვლის, დაკარგვის ან გამოყენების და ნებისმიერი სხვა მატერიალური ან არამატერიალური დანაკარგის შედეგად.
15.3 თქვენ ცალსახად აღიარებთ და ეთანხმებით, რომ ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელი სერვისების ნებისმიერი მომხმარებლის რაიმე ცილისმწამებლურ, შეურაცხმყოფელ ან არაკანონიერ ქცევაზე.
15.4 მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში, ზარალის საერთო ჯამურმა ოდენობამ, რომლის ანაზღაურების ვალდებულებაც TEMU-ს მხარეებს ეკისრებათ თქვენ წინაშე, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადააჭარბოს: (ა) თქვენ მიერ ჩვენთვის გადახდილი მთლიანი თანხის ოდენობას იმ ერთი თვის განმავლობაში, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებდა იმ ქმედებას, უმოქმედობას ან შემთხვევას, რომლის შედეგადაც წარმოიშვა აღნიშნული პასუხისმგებლობა; (ბ) 100,00$-ს; ან (გ) იმ კანონით დაწესებულ სამართლებრივი დაცვის საშუალებას ან კანონიერად დაკისრებულ ჯარიმას, რომლის ფარგლებშიც წარმოიშობა ასეთი მოთხოვნა. პასუხისმგებლობის ზემოაღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება TEMU-ს მხარის პასუხისმგებლობაზე (I) ჩვენი დაუდევრობით გამოწვეული სიკვდილის ან პირადი დაზიანების შემთხვევაში; ან (II) ჩვენი მხრიდან თაღლითობით ან თაღლითური და არასწორი წარმოდგენით მიყენებული ნებისმიერი ზიანის შემთხვევაში. წინა წინადადება არ გათავისუფლებთ რეალური ზიანის დადგომის ფაქტის დადასტურების ვალდებულებისგან.
15.5 გარკვეული იურისდიქციები არ იძლევიან გარკვეული ზიანის ან ნაგულისხმევი გარანტიების გამორიცხვის ან შეზღუდვის შესაძლებლობას. თუ აღნიშნული იურისდიქციის კანონები ვრცელდება თქვენზე, ზოგიერთი ან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გამონაკლისი ან შეზღუდვა შეიძლება არ გავრცელდეს თქვენზე და შესაძლოა გქონდეთ დამატებითი უფლებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
15.6 ზემოთ ჩამოთვლილი ზიანის შეზღუდვები მნიშვნელოვანია თქვენსა და ჩვენ შორის შეთანხმებისთვის.
16. ზარალის ანაზღაურება
16.1 მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში, თქვენ თანახმა ხართ აგვინაზღაუროთ და დაგვიცვათ ჩვენ, ჩვენი მშობელი კომპანიები, შვილობილი კომპანიები, აფილირებული კომპანიები, დირექტორები, ოფიცრები, აგენტები, თანამშრომლები, მომწოდებლები, ლიცენზიარები და პარტნიორები (თითოეული მოხსენიებული, როგორც „Temu-ს მხარე“ და ერთობლივად „Temu-ს მხარეები“) ნებისმიერი და ყველა პრეტენზიისგან, პასუხისმგებლობისგან, ზიანისგან, ზარალისა და ხარჯისგან (მათ შორის ადვოკატისთვის გადასახდელი გონივრული საზღაურისგან), რომელიც წარმოიქმნება მესამე მხარის პრეტენზიების გამო ან მათთან დაკავშირებით, შემდეგი საფუძვლებით: (ა) თქვენ მიერ სერვისების გამოყენება, მათ შორის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ან მესამე მხარის მიერ თქვენი ანგარიშის გამოყენებით განხორციელებული ნებისმიერი ქმედება; (ბ) თქვენ მიერ წინამდებარე პირობების დარღვევა; (გ) თქვენ მიერ სხვა მხარის ნებისმიერი უფლების დარღვევა, მათ შორის, შეუზღუდავად, საავტორო, საკუთრების ან კონფიდენციალურობის უფლების ან მესამე მხარის ნებისმიერი შეთანხმებისა; ან (დ) თქვენ მიერ ნებისმიერი მოქმედი კანონის, წესის ან რეგულაციის დარღვევა. ასეთი პრეტენზიის, სარჩელის ან საჩივრის („პრეტენზია“) შემთხვევაში, ჩვენ შევეცდებით მოგაწოდოთ პრეტენზიის შესახებ შეტყობინება იმ საკონტაქტო ინფორმაციის მეშვეობით, რომელიც გვაქვს თქვენი ანგარიშისთვის (იმ პირობით, რომ ასეთი შეტყობინების მიუწოდებლობა არ აღმოფხვრის ან შეამცირებს თქვენს ვალდებულებებს ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით წინამდებარე პირობების შესაბამისად).
16.2 ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი ხარჯებით, ვიკისროთ ექსკლუზიური დაცვა და კონტროლი ნებისმიერ საკითხზე, რომელიც სხვაგვარად დაექვემდებარება თქვენ მიერ ანაზღაურებას, რა შემთხვევაშიც თქვენ სრულად ითანამშრომლებთ ჩვენთან ნებისმიერი ხელმისაწვდომი დაცვის საშუალების მოსაპოვებლად.
16.3 თქვენ თანხმდებით, რომ ამ ნაწილის დებულებები დარჩება ძალაში თქვენი ანგარიშის, პირობების ან/და სერვისებზე წვდომის შეწყვეტის შემდეგაც.
17. აპლიკაციის მაღაზიები
17.1 აპლიკაციის ლიცენზია. თქვენ მიერ პირობების შესრულების შემთხვევაში, ჩვენ განიჭებთ შეზღუდულ არაექსკლუზიურ, არაგადაცემად, არაქველიცენზირებად და გაუქმებად ლიცენზიას, რათა მხოლოდ თქვენი პირადი, ან არაკომერციული გამოყენებისთვის, Temu-ს მობილური აპლიკაციის („აპლიკაციის“) ასლი ჩამოტვირთოთ, დააინსტალოთ და გამოიყენოთ მოწყობილობაზე, ან კომპიუტერზე, რომელსაც ფლობთ ან აკონტროლებთ. გარდა ამისა, Apple App Store-ის მეშვეობით ნანახ ან ჩამოტვირთულ ნებისმიერ აპლიკაციასთან დაკავშირებით („Apple-ის App Store-დან მიღებული აპლიკაცია“), თქვენ უნდა გამოიყენოთ მხოლოდ Apple-ის App Store-იდან მიღებული აპლიკაცია (ა) Apple-ის ბრენდის პროდუქტზე, რომელიც მუშაობს iOS-ზე (Apple-ს საკუთარი ოპერაციული სისტემა) და (ბ) როგორც ნებადართულია Apple-ის App Store-ის მომსახურების პირობებში გაწერილი „გამოყენების წესებით“. ამ ნაწილის პირველი წინადადების მიუხედავად, Apple-ის App Store-იდან მიღებულ აპლიკაციასთან ან Google Play Store-იდან გადმოწერილ ნებისმიერ აპლიკაციასთან დაკავშირებით, („Google Play-დან მიღებული აპლიკაცია“), შესაძლოა გქონდეთ დამატებითი უფლებები აპლიკაციაზე წვდომასთან და გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც გამოიყენება მოცულობითი შესყიდვისთვის ან Apple-ის ბრენდის პროდუქტებზე საოჯახო გაზიარების საშუალებით ან საზიარო საფუძველზე თქვენს განსაზღვრულ ოჯახის წევრების ჯგუფში, რაც ექვემდებარება Apple-ის ან Google-ის მოქმედ პირობებს და თქვენს დაკავშირებულ პარამეტრებს.
17.2 აპლიკაციის მაღაზიები. თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ აპლიკაციის და სერვისების ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია იმ მესამე მხარეზე, ვისგანაც მიიღეთ აპლიკაციის გამოყენების ლიცენზია, მაგ., Apple-ის App Store ან Google Play Store (თითოეული მოხსენიებული, როგორც „App Store“). თქვენ აღიარებთ, რომ პირობები მოქმედებს თქვენსა და ჩვენ, და არა App Store-ს, შორის. მხოლოდ ჩვენ, და არა App Store, ვართ პასუხისმგებელი სერვისებზე, მათ შორის აპლიკაციაზე, მის კონტენტზე, ტექნიკურ უზრუნველყოფაზე, მხარდაჭერის სერვისებზე და მათ გარანტიაზე და აღნიშნულთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრეტენზიაზე (მაგ. პროდუქტის ხარისხზე პასუხისმგებლობა, სამართლებრივი შესაბამისობა ან ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევა). აპლიკაციის გამოსაყენებლად, თქვენ უნდა გქონდეთ წვდომა უსადენო ქსელთან და იყოთ თანახმა გადაიხადოთ ასეთ წვდომასთან დაკავშირებული ყველა გადასახადი. თქვენ ასევე თანახმა ხართ გადაიხადოთ ყველა გადასახადი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც დაწესებულია App Store-ის მიერ სერვისებთან დაკავშირებით, აპლიკაციის ჩათვლით. თქვენ თანახმა ხართ დაიცვათ, და აპლიკაციის გამოყენების ლიცენზიისათვის საჭიროა შესაბამისი App Store-ის მიერ დაწესებული მოქმედი შეთანხმების ყველა პირობის დაცვა ნებისმიერი სერვისის გამოყენებისას, აპლიკაციის ჩათვლით. აღიარებთ, რომ App Store (და მისი შვილობილი კომპანიები) წარმოადგენს წინამდებარე პირობების მესამე მხარის ბენეფიციარებს და რომ აქვს მათი შესრულების უფლება.
17.3 აპლიკაციის ხელმისაწვდომობა და ჩამოტვირთვა Apple App Store-იდან. ქვემოთ მოცემული დებულებები ეხება Apple-ის App Store-ის ნებისმიერ აპლიკაციას, რომელზე წვდომაც ხორციელდება ან რომელიც იტვირთება Apple-ის App Store-იდან:
(1) თქვენ აღიარებთ და ეთანხმებით, რომ (i) პირობები ფორმდება მხოლოდ თქვენსა და ჩვენ შორის და არა Apple-ს შორის და (ii) მხოლოდ ჩვენ, და არა Apple ვართ პასუხისმგებელი Apple-ის App Store-ის აპლიკაციასა და მის კონტენტზე. თქვენ მიერ App Store-ის აპლიკაციის გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს App Store-ის მომსახურების პირობებს.
(2) თქვენ აღიარებთ, რომ Apple-ს არავითარი ვალდებულება არ გააჩნია უზრუნველყოს ტექნიკური და მხარდაჭერის სერვისები Apple-ის App Store-ის აპლიკაციასთან დაკავშირებით.
(3) იმ შემთხვევაში, თუ Apple-ის App Store-ის აპლიკაცია არ შეესაბამება ნებისმიერ მოქმედ გარანტიას, შეგიძლიათ აცნობოთ Apple-ს და Apple დაგიბრუნებთ App Store-ის აპლიკაციის შესყიდვისთვის გადახდილ თანხას და რამდენადაც ეს შესაძლებელია მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში, Apple-ს არ ექნება რაიმე სხვა გარანტიის ვალდებულება App Store-ის აპლიკაციასთან დაკავშირებით. ჩვენსა და Apple-ს შორის ნებისმიერი სხვა პრეტენზიის, ზარალის, ვალდებულების, ზიანის, ხარჯების ან დანახარჯების შემთხვევაში, რომლებიც დაკავშირებულია რაიმე გარანტიის პირობების შეუსრულებლობასთან, პასუხისმგებლობა დაგვეკისრება მხოლოდ ჩვენ.
(4) თქვენ და ჩვენ ვაღიარებთ, რომ ჩვენსა და Apple-ს შორის ურთიერთობისას, Apple არ არის პასუხისმგებელი მოაგვაროს თქვენი პრეტენზიები ან ნებისმიერი მესამე მხარის პრეტენზიები, რომლებიც დაკავშირებულია App Store-ის აპლიკაციასთან ან თქვენ მიერ App Store-ის აპლიკაციის ფლობასა და გამოყენებასთან, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: (i) პროდუქტზე პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული პრეტენზიები; (ii) ნებისმიერი პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ App Store-ის აპლიკაცია არ შეესაბამება რაიმე მოქმედ სამართლებრივ ან მარეგულირებელ მოთხოვნას; და (iii) მომხმარებელთა დაცვის შესახებ ან მსგავსი კანონმდებლობის საფუძველზე წარმოშობილი პრეტენზიები.
(5) თქვენ და ჩვენ ვაღიარებთ, რომ მესამე მხარის პრეტენზიის შემთხვევაში, რომ Apple-ის App Store-ის აპლიკაცია ან თქვენ მიერ ამ აპლიკაციის ფლობა და გამოყენება არღვევს მესამე მხარის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, ჩვენსა და Apple-ს შორის ურთიერთობის ანალოგიურად, მხოლოდ ჩვენ და არა Apple იქნება პასუხისმგებელი ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევის შესახებ ნებისმიერი ასეთი საჩივრის გამოძიებაზე, დაცვის საშუალებების მოძიებაზე, დავის გადაწყვეტაზე ან პრეტენზიების მოგვარებაზე, მოცემული პირობებით მოთხოვნილ ფარგლებში.
(6) თქვენ და ჩვენ ვაღიარებთ და ვეთანხმებით, რომ Apple და Apple-ის შვილობილი კომპანიები არიან მოცემული პირობების მესამე მხარის ბენეფიციარები Apple-ის App Store-ის აპლიკაციის ლიცენზიასთან მიმართებით, რომელსაც თქვენ ფლობთ და რომ, თქვენ მიერ წესებისა და პირობების მიღების შემდეგ, Apple-ს ექნება უფლება (და ჩაითვლება, რომ მან მიიღო ეს უფლება) App Store-ის აპლიკაციის ლიცენზიასთან მიმართებით, რომელსაც თქვენ ფლობთ, თქვენს, როგორც მესამე მხარის ბენეფიციარის წინააღმდეგ შეასრულოს ეს პირობები.
(7) წინამდებარე პირობების სხვა დებულებების შეუზღუდავად, Apple-ის App Store-იდან მიღებული აპლიკაციით სარგებლობისას თქვენ უნდა დაიცვათ მესამე მხარის ყველა მოქმედი ხელშეკრულების პირობა.
18. ზოგადი
18.1 დათმობა. თქვენ უფლება არ გაქვთ დაუთმოთ, გადასცეთ ან მოახდინოთ წინამდებარე პირობების ან ამ პირობებით გათვალისწინებული თქვენი უფლებებისა და მოვალეობების დელეგირება რომელიმე სხვა პირისთვის რაიმე ფორმით (კანონმდებლობის საფუძველზე ან სხვაგვარად) ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე და ზემოაღნიშნულის დარღვევით განხორციელებული ნებისმიერი დათმობის, ქვეკონტრაქტით გადაცემის, დელეგირების და გადაცემის მცდელობა იქნება ბათილი. მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში ჩვენ უფლება გვაქვს გადავცეთ, დავუთმოთ ან მოვახდინოთ წინამდებარე პირობების ან ამ პირობებით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების დელეგირება სხვა პირებისთვის თქვენი თანხმობის გარეშე.
18.2 ფორს-მაჟორი. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ვალდებულებების შესრულების ნებისმიერ შეფერხებაზე ან შეუსრულებლობაზე, რომელიც გამოწვეულია ჩვენი გონივრული კონტროლის მიღმა არსებული მიზეზებით, მათ შორის და არა მხოლოდ: ხანძრით, წყალდიდობით, მიწისძვრით ან ნებისმიერი სხვა სტიქიური უბედურებით; ეპიდემიით, პანდემიით ან სხვა საზოგადოებრივი საგანგებო მდგომარეობით; ომით (გამოცხადებული ან გამოუცხადებელი), ომის საფრთხით ან ომისთვის მზადებით, ამბოხებით, ტერორიზმით, მასობრივი არეულობით, გაფიცვით ან ნებისმიერი სხვა სამოქალაქო თუ პოლიტიკური შფოთით; ემბარგოთი, კანონმდებლობის ან რეგულაციების ცვლილებით, ან ნებისმიერი საჯარო თუ სახელმწიფო ორგანოს ბრძანებით, ღონისძიებითა თუ ქმედებით, რომელიც ვალდებულების შესრულებას უკანონოს ან შეუძლებელს ხდის; აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებების, ინტერნეტის ან სატელეკომუნიკაციო სერვისების, საწვავის, ენერგიის, მუშახელის, კომუნალური მომსახურებებისა თუ მასალების დეფიციტით ან მიუწვდომლობით.
18.3 მარეგულირებელი სამართალი. წინამდებარე პირობები და ნებისმიერი სახის დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას თქვენსა და ჩვენ შორის, რეგულირდება ნიუ-იორკის შტატის კანონმდებლობით და ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ფედერალური კანონმდებლობით, არბიტრაჟის შესახებ ფედერალური კანონის შესაბამისად, ყოველგვარი კოლიზიური ნორმების გათვალისწინების გარეშე. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია საქონლით საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეკრულებების შესახებ არ ვრცელდება ამ პირობებზე.
18.4 ექსკლუზიური ადგილი. თქვენსა და ჩვენ შორის ნებისმიერი სახის დავა, რომლებიც მომსახურებებიდან, ან მასთან დაკავშირებით წარმოიქმნება და საარბიტრაჟო განხილვას არ ექვემდებარება, ან მცირე საჩივრებისთვის დაშვებული არ არის, ექსკლუზიურად სინგაპურში, კომპეტენტური იურისდიქციის სასამართლოს მიერ გადაწყდება. ამით ეთანხმებით და უარს ამბობთ დავის განხილვაზე ისეთი სასამართლოს მიერ, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი იურისდიქცია და საქმის განხილვის თქვენთვის ხელსაყრელი ადგილი.
18.5 შეტყობინება. თქვენ აღიარებთ და ეთანხმებით, რომ ჩვენ შეიძლება მოგაწოდოთ შეტყობინება ელექტრონული ფოსტით თქვენ მიერ ჩვენთვის მოწოდებული უახლესი ელ. ფოსტის მისამართის გამოყენებით, რაც ჩაითვლება ეფექტურ შეტყობინებად. შესაბამისად, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ჩვენთან თქვენი რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მუდმივ განახლებაზე. ჩვენთვის შეტყობინების გამოგზავნა შეგიძლიათ ამ ვებ-ფორმის მეშვეობით, გარდა შეტყობინებისა ან საარბიტრაჟო შეტყობინებისა, როგორც ეს განსაზღვრულია ქვემოთ 19.2 და 19.5 ნაწილებში, რომლებიც წარდგენილი უნდა იქნეს 19.2 და 19.5 ნაწილებში მოცემული ინსტრუქციების შესაბამისად.
18.6 ექსპორტის კონტროლი. თქვენ იღებთ ვალდებულებას გამოიყენოთ სერვისები და პროდუქტები, რომლებიც შეძენილია სერვისებში ან სერვისების მეშვეობით, აშშ-ს ან სხვა შესაბამისი იურისდიქციის ექსპორტსა და რეექსპორტთან დაკავშირებული მოქმედი შეზღუდვების შესაბამისად. კერძოდ, თქვენ აღიარებთ და ეთანხმებით, რომ სერვისები, მათ შორის, ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც შეძენილია სერვისებში ან სერვისების მეშვეობით, არ შეიძლება იყოს ექსპორტირებული ან ხელახლა ექსპორტირებული (ა) თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის ან სხვა შესაბამისი ქვეყნების ემბარგოს ქვეშ მყოფ ქვეყანაში, ან (ბ) ვინმესთვის, ვინც შეყვანილია აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ სპეციალურად დანიშნული მოქალაქეების სიაში ან აშშ-ს კომერციის დეპარტამენტის მიერ უარყოფილი პირებისა თუ სუბიექტების სიაში. თქვენ აცხადებთ და იძლევით გარანტიას, რომ (i) თქვენ არ იმყოფებით ქვეყანაში, რომელიც ექვემდებარება აშშ-ს მთავრობის ემბარგოს, ან რომელიც აშშ-ს მთავრობამ გამოაცხადა „ტერორისტების მხარდამჭერ“ ქვეყნად და (ii) თქვენ არ ხართ შეყვანილი აშშ-ს მთავრობის მიერ აკრძალული ან შეზღუდული მხარეების რომელიმე სიაში. თქვენ ასევე არ უნდა გამოიყენოთ სერვისები ან სერვისებით შეძენილი პროდუქტები ნებისმიერი მოქმედი კანონით აკრძალული მიზნებისთვის.
18.7 უფლებებზე უარის თქმა. თქვენ მიერ ან სხვების მიერ დარღვევაზე ჩვენგან რეაგირების არქონა არ ნიშნავს უარის თქმას ჩვენს უფლებაზე, მივიღოთ ზომები შემდგომ ან მსგავს დარღვევებთან დაკავშირებით.
18.8 გამიჯვნადობა. გარდა 19.11 ნაწილში განსაზღვრულისა, თუ წინამდებარე პირობების რომელიმე დებულება არააღსრულებადი ან ბათილი გახდება, ეს დებულება შეიზღუდება ან აღმოიფხვრება იმ მინიმუმით, რაც აუცილებელია, რათა სხვაგვარად ეს პირობები დარჩეს სრულად ძალაში და შესაძლებელი იყოს მათი აღსრულება.
18.9 მესამე მხარის ბენეფიციარები. გარდა მე-17 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წინამდებარე პირობები არ ითვალისწინებს მესამე მხარეს, როგორც ბენეფიციარს.
18.10 მთლიანი შეთანხმება. წინამდებარე პირობები წარმოადგენს საბოლოო, სრულ და ექსკლუზიურ შეთანხმებას მხარეებს შორის წინამდებარე საკითხთან დაკავშირებით და ანაცვლებს და აერთიანებს ამ საკითხთან დაკავშირებით მხარეებს შორის გამართულ ყველა წინა დისკუსიას.
18.11 თარგმანი. ამ პირობების, კონფიდენციალურობის პოლიტიკის, ქუქიებისა და მსგავსი ტექნოლოგიების პოლიტიკის, ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის ან Temu-ზე განთავსებული ნებისმიერი სხვა პირობების, პოლიტიკის, გამჟღავნებული ინფორმაციისა თუ განცხადების თარგმნილი ვერსიები მოწოდებულია მხოლოდ თქვენი კომფორტისთვის. ინგლისურ ვერსიასა და სხვა ენებზე არსებულ ვერსიებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ვერსიას და ის დაარეგულირებს თქვენს ურთიერთობას ჩვენთან.
19. საარბიტრაჟო შეთანხმება
ყურადღებით წაიკითხეთ მე-19 ნაწილი („საარბიტრაჟო ხელშეკრულება“). გაითვალისწინეთ, რომ ეს ნაწილი შეიცავს დებულებებს, რომლებიც არეგულირებს თქვენსა და ჩვენ შორის დავების მოგვარების საკითხს. სხვა საკითხებთან ერთად, ეს მე-19 ნაწილი მოიცავს შეთანხმებას არბიტრაჟის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს, რომ იშვიათი გამონაკლისების გარდა, ნებისმიერი დავა თქვენსა და ჩვენს შორის უნდა გადაწყდეს სავალდებულო და საბოლოო არბიტრაჟის გზით. მე-19 ნაწილი ასევე შეიცავს ერთობლივი სარჩელების შეტანისა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამართვის მოთხოვნის უფლებაზე უარის თქმას. ზოგიერთ ქვეყანაში შესაძლოა გქონდეთ დამატებითი უფლებები ან/და საარბიტრაჟო შეთანხმების ელემენტები შესაძლოა არ გავრცელდეს თქვენზე, როგორც ამას კანონი მოითხოვს.
19.1 საარბიტრაჟო ხელშეკრულების მოქმედების არეალი. აღნიშნული საარბიტრაჟო ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, თქვენ და Temu თანხმდებით, რომ ნებისმიერი დავა, პრეტენზია ან უთანხმოება, რომელიც წარმოიქმნება ან დაკავშირებულია რაიმე სახის სერვისებზე თქვენს წვდომასთან ან მათ გამოყენებასთან, თქვენ მიერ მიღებულ ნებისმიერ წერილთან, სერვისების მეშვეობით გაყიდულ ან გავრცელებულ ნებისმიერ პროდუქტთან თუ პირობებთან, მათ შორის პრეტენზიებთან და დავებთან, რომლებიც წარმოიშვა ჩვენ შორის პირობების ძალაში შესვლამდე (თითოეული მოხსენიებული, როგორც „დავა“) გადაწყდება სავალდებულო არბიტრაჟის გზით, რომელიც გაიმართება ინგლისურ ენაზე, ნაცვლად სასამართლოში მოგვარებისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც: (1) თქვენ და ჩვენ შეგვიძლია წამოვაყენოთ პრეტენზიები ან მოვითხოვოთ სასამართლო დაცვა მცირე საჩივრების განმხილველ სასამართლოში, თუ ასეთი პრეტენზიები კვალიფიცირდება და რჩება მცირე საჩივრების განმხილველ სასამართლოში; და (2) თქვენ ან ჩვენ უფლება გვაქვს მოვითხოვოთ სამართლებრივი დაცვის საშუალება სასამართლოსგან ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევის ან სხვაგვარად ბოროტად გამოყენებისთვის (როგორიცაა სავაჭრო ნიშნები, საქონლის ვიზუალური მხარე, დომენის დასახელებები, სავაჭრო საიდუმლოებები, საავტორო უფლებები და პატენტები). აღნიშნული საარბიტრაჟო ხელშეკრულების მიზნებისათვის, „დავა“ ასევე მოიცავს დავებს, რომლებიც წარმოიშვა ან ფაქტებს, რომლებიც მოხდა მოცემული პირობების მიმდინარე ან წინა ვერსიების არსებობამდე, ასევე პრეტენზიებს, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ამ პირობების მოქმედების შეწყვეტის შემდეგ.
19.2 დავის არაფორმალური გზით გადაწყვეტა. შეიძლება იყოს შემთხვევები, როდესაც დავა წარმოიქმნება თქვენსა და ჩვენ შორის. თუ ეს მოხდება, ჩვენ ვალდებული ვართ ვითანამშრომლოთ თქვენთან დავის გადასაჭრელად. თქვენ და ჩვენ ვთანხმდებით, რომ დავების გადაწყვეტის კეთილსინდისიერ არაფორმალურ ძალისხმევას შეიძლება მოჰყვეს სწრაფი, იაფი და ორმხრივად მომგებიანი შედეგი. ამიტომ, თქვენ და ჩვენ ვთანხმდებით, რომ სანამ რომელიმე მხარე დაიწყებს არბიტრაჟს მეორე მხარის წინააღმდეგ (ან აღძრავს სარჩელს მცირე საჩივრების განმხილველ სასამართლოში, თუ მხარე ამას ირჩევს), ჩვენ პირადად შევხვდებით და ვისაუბრებთ სატელეფონო ან ვიდეოკონფერენციის საშუალებით იმისათვის, რომ კეთილსინდისიერად, არაოფიციალურად გადავწყვიტოთ რაიმე დავა, რომლისთვისაც გაფორმდა საარბიტრაჟო ხელშეკრულება („კონფერენცია დავების არაფორმალური გადაწყვეტისთვის“). თუ თქვენ წარმოგადგენთ ადვოკატი, მას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კონფერენციაში, თუმცა უნდა დათანხმდეთ, რომ თქვენც მიიღებთ მონაწილეობას კონფერენციაში. დავის ინიციატორი მხარე წერილობით აცნობებს მეორე მხარეს თავის განზრახვაზე დავის გადაწყვეტის არაფორმალური კონფერენციის („შეტყობინება“) ინიცირების შესახებ, რომელიც უნდა ჩატარდეს მეორე მხარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღებიდან ორმოცდახუთი (45) დღის განმავლობაში, თუ გახანგრძლივებაზე მხარეები ორმხრივად არ შეთანხმდებიან წერილობითი ფორმით. დავების არაფორმალური გადაწყვეტისთვის კონფერენციის ორგანიზების შესახებ შეტყობინება, ელექტრონული ფოსტით უნდა გამოგვიგზავნოთ მისამართზე: legal@temu.com. შეტყობინებაში მოცემული უნდა იყოს: (1) თქვენი სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, საფოსტო მისამართი, თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული ელექტრონული ფოსტის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); (2) თქვენი ადვოკატის სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, საფოსტო მისამართი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; და (3) თქვენი დავის აღწერა. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებული თარიღი და დრო, როდესაც თქვენ გეცლებათ დავის არაფორმალური გადაწყვეტის კონფერენციისთვის; თუმცა, თქვენ თანხმდებით, რომ ითანამშრომლებთ Temu-სთან ორმხრივად მისაღები თარიღისა და დროის შესათანხმებლად, თუ თქვენ მიერ შემოთავაზებული თარიღი და დრო Temu-სთვის მოუხერხებელი აღმოჩნდება.
დავის არაფორმალური გზით გადაწყვეტის კონფერენცია უნდა იყოს ინდივიდუალური - ცალკე კონფერენცია უნდა გაიმართოს ყოველ ჯერზე, როცა რომელიმე მხარე აღძრავს დავას, მაშინაც კი, თუ ერთი და იგივე იურიდიული ფირმა ან იურიდიული ფირმების ჯგუფი წარმოადგენს რამდენიმე მომხმარებელს მსგავს საქმეებში, თუ არ მოხდება ყველა მხარის მორიგება; დავის ინიციატორი რამდენიმე პირი ვერ მიიღებს მონაწილეობას დავის არაფორმალური მოგვარების ერთსა და იმავე კონფერენციაში, თუ ყველა მხარე არ შეთანხმდება აღნიშნულთან დაკავშირებით. მხარის მიერ შეტყობინების მიღებისა და დავების არაფორმალური გადაწყვეტის კონფერენციას შორის არსებულ პერიოდში, ამ საარბიტრაჟო ხელშეკრულებაში გათვალისწინებული არცერთი პირობა არ უკრძალავს მხარეებს არაფორმალურ კომუნიკაციას მხარის მიერ წამოჭრილი დავის გადაჭრის მიზნით. დავების არაფორმალური გადაწყვეტის კონფერენციაში მონაწილეობა არის წინაპირობა და მოთხოვნა, რომელიც უნდა შესრულდეს არბიტრაჟის დაწყებამდე. ხანდაზმულობის ვადა და დავის აღძვრის ნებისმიერი საფასურის ვადები უნდა იყოს დაწესებული, სანამ მხარეები ჩაერთვებიან დავების არაფორმალური გადაწყვეტის კონფერენციის პროცესში, რომელიც მოითხოვება ამ ნაწილით. წინასწარი შეტყობინების ან საპატიო გარემოებების გარეშე დავის არაფორმალური გადაწყვეტის კონფერენციაზე გამოუცხადებლობა მიიჩნევა კეთილსინდისიერ თანამშრომლობაზე უარის თქმად.
19.3 ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარის თქმა. თქვენ და ჩვენ უარს ვაცხადებთ ნებისმიერ კონსტიტუციურ და ნორმატიულ უფლებაზე, სასამართლოში შევიტანოთ სარჩელი და გვქონდეს სასამართლო პროცესი მოსამართლის ან ნაფიც მსაჯულთა წინაშე. ამის ნაცვლად, თქვენ და ჩვენ ვირჩევთ, რომ ყველა დავა გადაწყდეს არბიტრაჟის გზით ამ საარბიტრაჟო ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევებისა, რაც მითითებულია ზემოთ 19.1 ნაწილში. არბიტრაჟში არ მონაწილეობენ მოსამართლე ან ნაფიცი მსაჯულები და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სასამართლო განხილვა ძალიან შეზღუდულია.
19.4 ერთობლივი სარჩელების და სხვა არაინდივიდუალური დაცვის საშუალებების უარყოფა. თქვენ და ჩვენ ვთანხმდებით, რომ, გარდა 19.9 ნაწილში მითითებული შემთხვევებისა, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია აღძრას სარჩელი მეორის მიმართ მხოლოდ ინდივიდუალურად და არა ერთობლივი სარჩელის ფორმით, წარმომადგენლის მონაწილეობით და კოლექტიურად და მხარეები უარს აცხადებენ ყველა უფლებაზე წამოიწყონ რაიმე დავა, გაიმართოს მოსმენა, განხორციელდეს ადმინისტრირება, გადაწყდეს დავა ან ჩატარდეს არბიტრაჟი ერთობლივი სარჩელის საფუძველზე, წარმომადგენლის მონაწილეობით და კოლექტიურად, ან მასობრივი სარჩელის საფუძველზე. ხელმისაწვდომია მხოლოდ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და დაუშვებელია ერთზე მეტი კლიენტის ან მომხმარებლის დავების არბიტრაჟი ან მათი დავების გაერთიანება რომელიმე სხვა კლიენტთან ან მომხმარებელთან. წინამდებარე საარბიტრაჟო ხელშეკრულების მიხედვით, არბიტრს შეუძლია გამოიტანოს უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილება ან ამკრძალავი გადაწყვეტილება მხოლოდ იმ მხარის სასარგებლოდ, რომელიც ითხოვს სამართლებრივი დაცვის საშუალებას და მხოლოდ იმ მოცულობით, რამდენადაც ეს აუცილებელია მხარის ინდივიდუალურ სარჩელზე დასაბუთებული დაცვის საშუალების უზრუნველსაყოფად. ამ პუნქტში მოცემული არცერთი პირობა არ არის გამიზნული იმისთვის, რომ გავლენა მოახდინოს და არც მოახდენს 19.9 ნაწილის პირობებზე. წინამდებარე საარბიტრაჟო ხელშეკრულებაში მოცემული რაიმე საწინააღმდეგო პირობის მიუხედავად, თუ სასამართლო გადაწყვეტს საბოლოო გადაწყვეტილების საშუალებით, რომელიც არ ექვემდებარება რაიმე შემდგომ გასაჩივრებას ან აცილებას, რომ ამ ნაწილის შეზღუდვები უკანონოა ან არ არის აღსრულებადი კონკრეტული სარჩელის ან სამართლებრივი დაცვის საშუალების მოთხოვნის მიმართ (როგორიც არის საჯარო სასამართლოსგან აკრძალვის ღონისძიების მოთხოვნა), თქვენ და ჩვენ ვთანხმდებით, რომ ეს კონკრეტული სარჩელი ან დაცვის საშუალების მოთხოვნა (და მხოლოდ ეს კონკრეტული სარჩელი ან დაცვის საშუალების მოთხოვნა) გამოიყოფა არბიტრაჟისგან და შეიძლება განხილული იყოს მხოლოდ 18.4 ნაწილით გათვალისწინებულ სასამართლოებში. ყველა სხვა დავა განიხილება საარბიტრაჟო ან მცირე საჩივრების განმხილველ სასამართლოში. ეს ქვესექცია თქვენ ან ჩვენ არ გვიკრძალავს მონაწილეობის მიღებას ერთობლივი სარჩელების მოგვარების პროცესში.
19.5 წესები და არბიტრაჟი. ეს პირობები ადასტურებს ტრანზაქციას, რომელიც იმართება სახელმწიფოთაშორისი კომერციული ურთიერთობისთვის; და მიუხედავად აქ გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა დებულებისა, რომელიც ეხება მოქმედ მატერიალურ კანონმდებლობას, ფედერალური არბიტრაჟის შესახებ კანონს, 9 U.S.C. § 1, არეგულირებს წინამდებარე საარბიტრაჟო ხელშეკრულების განმარტებას და აღსრულებას და ნებისმიერ საარბიტრაჟო წარმოებას. თუ ზემოთ აღწერილი დავის არაფორმალური გადაწყვეტის პროცესით დამაკმაყოფილებლად არ გადაწყდება დავა შეტყობინების მიღებიდან სამოცი (60) დღის ვადაში, თქვენ და ჩვენ ვთანხმდებით, რომ ნებისმიერ მხარეს ექნება უფლება საბოლოოდ გადაწყვიტოს დავა სავალდებულო არბიტრაჟის წესით. არბიტრაჟს ატარებს ამერიკის საარბიტრაჟო ასოციაცია („AAA“), დავების გადაწყვეტის ალტერნატიული პროვაიდერი, მისი წესების, მომხმარებელთა საარბიტრაჟო წესების ჩათვლით („AAA წესები“) შესაბამისად, რომელიც შემდეგ შედის ძალაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის მოთხოვნილი. AAA-ის წესები ასევე ხელმისაწვდომია მისამართზე https://adr.org/consumer. AAA-ის წესების ფარგლებში ყველა სამართლებრივი მოქმედებისთვის, საქმისწარმოება შეიძლება დაიწყოს თქვენი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან ნიუ-იორკის შტატში, ქალაქ ნიუ-იორკში, ხოლო ნებისმიერი პირისპირი მოსმენა ჩატარდება ორივე მხარისთვის გონივრულად ხელსაყრელ ადგილას, მათი მგზავრობის შესაძლებლობისა და სხვა შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით. თუ AAA არ არის ხელმისაწვდომი არბიტრაჟისთვის, მხარეები შეარჩევენ ალტერნატიულ საარბიტრაჟო ტრიბუნალს. თქვენი პასუხისმგებლობაა გადაიხადოთ AAA-სთან დაკავშირებული ნებისმიერი გადასახადი და ხარჯები განისაზღვრება მხოლოდ ისე, როგორც მითითებულია AAA-ს მოქმედ წესებში.
თუ მხარეები ვერ აგვარებენ დავას ზემოთ მოხსენიებული დავის მოგვარების სავალდებულო არაფორმალური პროცესის მეშვეობით, ნებისმიერ მხარეს შეუძლია დაიწყოს საარბიტრაჟო წარმოება მეორე მხარისთვის მოთხოვნის გაგზავნის გზით, რომელშიც აღწერილი იქნება სარჩელის ხასიათი და საფუძველი და მოცემული იქნება მთელი ინფორმაცია, რაც საჭიროა საარბიტრაჟო შეტყობინებისთვის („საარბიტრაჟო შეტყობინება“). არბიტრაჟის ინიციატორმა მხარემ მოთხოვნაში უნდა შეიტანოს პირადად ხელმოწერილი მოწმობა დავის არაფორმალური გადაწყვეტის პროცესთან შესაბამისობის შესახებ. საარბიტრაჟო შეტყობინებაში მოცემული უნდა იყოს: (1) არბიტრაჟის მსურველი მხარის სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, საფოსტო მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ანგარიშის მომხმარებლის სახელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ისევე როგორც ნებისმიერ შესაბამის ანგარიშთან დაკავშირებული ელექტრონული ფოსტის მისამართი; (2) განცხადება სამართლებრივი სარჩელების შესახებ და ამ სარჩელების ფაქტობრივი საფუძვლები; (3) მოძიებული სამართლებრივი დაცვის საშუალების აღწერა და სადავო თანხის ზუსტი, კეთილსინდისიერი გაანგარიშება შეერთებული შტატების დოლარებში; (4) განცხადება, რომელიც ადასტურებს დავების არაფორმალური გადაწყვეტის პროცესის დასრულებას, როგორც ზემოთაა აღწერილი; და (5) მტკიცებულება იმისა, რომ მომთხოვნმა მხარემ გადაიხადა ასეთ არბიტრაჟთან დაკავშირებული ნებისმიერი აუცილებელი საფასური. თუ მხარეს, რომელიც ითხოვს არბიტრაჟს, წარმოადგენს ადვოკატი, მოთხოვნა ასევე უნდა შეიცავდეს ადვოკატის სახელსა და გვარს, ტელეფონის ნომერს, საფოსტო მისამართს და ელექტრონული ფოსტის მისამართს. აღნიშნულმა ადვოკატმა ასევე ხელი უნდა მოაწეროს საარბიტრაჟო შეტყობინებას. საარბიტრაჟო შეტყობინებაზე ხელმოწერით, ადვოკატი ადასტურებს, მისი ცოდნის, ინფორმაციისა და რწმენის ფარგლებში, რომლებიც ჩამოყალიბებულია მოცემულ გარემოებებში გონივრული შემოწმების ჩატარების შემდეგ, რომ: (1) მოთხოვნა არ არის წარმოდგენილი რაიმე არასათანადო მიზნით, როგორიცაა შევიწროება, არასაჭირო შეფერხების გამოწვევა ან დავის გადაწყვეტის ღირებულების არააუცილებელი გაზრდა; (2) სარჩელები, დაცვის საშუალებები და სხვა სამართლებრივი ბრალდებები გამართლებულია არსებული კანონმდებლობით ან არსებული კანონის ფარგლების გაფართოების, შეცვლის ან გაუქმების ან ახალი კანონის ამოქმედების უსაფუძვლო არგუმენტით; და (3) ფაქტობრივ და ზიანის მიყენების ბრალდებას გააჩნია მტკიცებულება, ან, თუ კონკრეტულად არის გამოვლენილი, სავარაუდოდ ექნება ასეთი მტკიცებულება შემდგომი გამოძიების ან სასამართლოსთვის დოკუმენტების/ფაქტების წარდგენის გონივრული შესაძლებლობის შემდეგ. თუ თქვენ და ჩვენ სხვაგვარად არ შევთანხმდებით ან 19.9 ნაწილში განხილული გაერთიანებული არბიტრაჟის პროცესი არ დაიწყება, არბიტრაჟი ჩატარდება იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობთ. AAA-ს მოქმედი წესების გათვალისწინებით, არბიტრს შეუძლია წარმართოს მხარეებს შორის ინფორმაციის შეზღუდული და გონივრული გაცვლა იმის მიხედვით, თუ რამდენად დაჩქარებულია არბიტრაჟი. თუ AAA არ არის ხელმისაწვდომი არბიტრაჟისთვის, მხარეები შეარჩევენ ალტერნატიულ საარბიტრაჟო ტრიბუნალს. თქვენი ვალდებულება AAA-ის ნებისმიერი მოსაკრებლისა და ხარჯის გადახდასთან დაკავშირებით განისაზღვრება მხოლოდ AAA-ის მოქმედი წესების შესაბამისად. თქვენ და ჩვენ ვთანხმდებით, რომ საარბიტრაჟო განხილვის დროს გაცვლილი ყველა მასალა და დოკუმენტი იქნება კონფიდენციალური ხასიათის და არ უნდა იყოს გაზიარებული არავისთან, გარდა მხარეთა ადვოკატების, ბუღალტრების ან ბიზნეს მრჩეველებისა და იმ პირობით, რომ ისინი შეთანხმდებიან კონფიდენციალურად შეინახონ საარბიტრაჟო განხილვის დროს გაცვლილი ყველა მასალა და დოკუმენტი. თქვენსა და ჩვენ შორის ნებისმიერი არბიტრაჟის დროს, ნებისმიერ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს, სანამ არბიტრი გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას სარჩელზე, წერილობით წარადგინოს მორიგების პირობა აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით. შეთავაზების თანხა ან პირობები არ უნდა გაუმჟღავნდეს არბიტრს მანამ, სანამ არბიტრი არ გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას. თუ შეთავაზება არ იქნება მიღებული 30 დღის შემდეგ ან საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე (იმის მიხედვით, თუ რომელი უფრო ადრე დადგება), იგი ჩაითვლება გაწვეულად. თუ ერთი მხარის მიერ წარდგენილი შეთავაზება არ იქნება მიღებული მეორე მხარის მიერ, და ამ მეორე მხარეს სადავო სარჩელზე არ გამოუტანენ უფრო ხელსაყრელ გადაწყვეტილებას, მაშინ მეორე მხარე ვალდებულია აანაზღაუროს შეთავაზების გამკეთებელი მხარის მიერ შეთავაზების წარდგენის შემდეგ გაწეული ხარჯები, მათ შორის საადვოკატო მომსახურებისა და საარბიტრაჟო ინსტიტუტისთვის გადახდილი მოსაკრებლები, და მას არ აუნაზღაურდება შეთავაზების შემდგომი საკუთარი ხარჯები. თუ რომელიმე მოქმედი კანონი ან სასამართლო პრაქტიკა კრძალავს არბიტრაჟთან დაკავშირებული ხარჯების ერთი მხარიდან მეორეზე გადატანას, ან თუ ხარჯების გადანაწილების შესახებ დებულება სხვა მიზეზით მიჩნეული იქნება აღუსრულებლად ან ბათილად, მაშინ ამ პუნქტში მოცემული ხარჯების გადანაწილების დებულება შეიზღუდება ან გაუქმდება მხოლოდ იმ მინიმალური მოცულობით, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ამ პუნქტის დანარჩენი დებულებები სრულად ძალაში დარჩეს, შეინარჩუნოს სამართლებრივი ეფექტი და იყოს აღსრულებადი.
19.6 არბიტრი. არბიტრი უნდა იყოს ყოფილი მოსამართლე ან ადვოკატი, რომელსაც ლიცენზიით ენიჭება უფლება წარმართოს საადვოკატო საქმიანობა ნიუ-იორკის შტატში და შეირჩევა მხარეების მიერ მომხმარებელთა დავების მოგვარების არბიტრების AAA ჩამონათვალიდან. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან არბიტრთან დაკავშირებით საარბიტრაჟო შეტყობინების მიწოდებიდან ოცდათხუთმეტი (35) დღის განმავლობაში, მაშინ AAA დანიშნავს არბიტრს AAA-ს მოქმედი წესების შესაბამისად, იმ პირობით, რომ თუ 19.9 პუნქტით გათვალისწინებული გაერთიანებული საარბიტრაჟო პროცესი დაიწყება, AAA დანიშნავს არბიტრს არბიტრაჟის თითოეული სერიისთვის.
19.7 არბიტრის უფლებამოსილება. არბიტრს აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება გადაჭრას ნებისმიერი დავა, მათ შორის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, დავები, რომლებიც წარმოიქმნება ან დაკავშირებულია საარბიტრაჟო ხელშეკრულების ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებასთან, მათ შორის საარბიტრაჟო ხელშეკრულების ან მისი რომელიმე ნაწილის აღსრულებასთან, გაუქმებასთან, ფარგლებთან ან მოქმედების ვადასთან, გარდა შემდეგისა: (1) ყველა დავა, რომელიც წარმოიშობა ან დაკავშირებულია 19.4 პუნქტთან, მათ შორის, ნებისმიერი პრეტენზია იმის შესახებ, რომ მთელი 19.4 პუნქტი ან მისი ნაწილი არის არააღსრულებადი, უკანონო, ბათილი ან შესაძლოა გაბათილდეს, ან რომ 19.4 პუნქტი დაირღვა, უნდა გადაწყდეს კომპეტენტური იურისდიქციის სასამართლოს და არა არბიტრის მიერ; (2) გარდა 19.9 პუნქტში ცალსახად გათვალისწინებული შემთხვევებისა, ყველა დავა საარბიტრაჟო მოსაკრებლების გადახდასთან დაკავშირებით უნდა გადაწყდეს მხოლოდ შესაბამისი იურისდიქციის მქონე სასამართლოს და არა არბიტრის მიერ; (3) ყველა დავა იმის შესახებ, დააკმაყოფილა თუ არა რომელიმე მხარემ არბიტრაჟის რომელიმე წინაპირობა, წყდება მხოლოდ შესაბამისი იურისდიქციის მქონე სასამართლოს და არა არბიტრის მიერ; და (4) ყველა დავა, რომლის მიმართაც გამოიყენება საარბიტრაჟო ხელშეკრულების ვერსია, წყდება მხოლოდ შესაბამისი იურისდიქციის მქონე სასამართლოს და არა არბიტრის მიერ. საარბიტრაჟო საქმისწარმოება არ იქნება გაერთიანებული სხვა საკითხებთან, არ შეუერთდება სხვა საქმეებს და არ იქნება დაკავშირებული სხვა მხარეებთან, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც ცალსახად არის გათვალისწინებული 19.9 პუნქტში. არბიტრს აქვს უფლებამოსილება დააკმაყოფილოს შუამდგომლობები ნებისმიერი დავის ან მისი ნაწილის მიმართ. არბიტრი გამოსცემს წერილობით გადაწყვეტილებას და გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას, რომელშიც აღწერილია არსებითი დასკვნები და შედეგები, რომლებზეც დაფუძნებულია გადაწყვეტილება, მათ შორის, ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული თანხის გაანგარიშება. არბიტრის გადაწყვეტილება საბოლოო და სავალდებულოდ შესასრულებელია თქვენთვის და ჩვენთვის. განკარგულება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესახებ შეიძლება გამოტანილ იქნეს იურისდიქციის მქონე ნებისმიერ სასამართლოში.
19.8 ადვოკატთა მომსახურების საზღაური და ხარჯები. მხარეები თავად იხდიან საკუთარ ადვოკატების მომსახურების საზღაურს და ხარჯებს არბიტრაჟში, თუ არბიტრი არ დაადგენს, რომ დავის არსებობა ან საარბიტრაჟო შეტყობინებით მოთხოვნილი დაცვის საშუალება იყო უსაფუძვლო ან არასათანადო მიზნით შეტანილი (რაც შეფასდება ფედერალური სტანდარტების საფუძველზე, რომლებიც მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კანონის 11(ბ) ნაწილში). თუ თქვენ ან ჩვენ უნდა მივმართოთ შესაბამისი იურისდიქციის მქონე სასამართლოს ორგანოს არბიტრაჟის აღძვრისთვის, მაშინ მხარეს, რომელიც მიიღებს ბრძანებას ამგვარი სარჩელისთვის არბიტრაჟის აღძვრისთვის, უფლება აქვს მეორე მხარისგან მოითხოვოს მისი გონივრული ხარჯების, აუცილებელი ანაზღაურების და ადვოკატებისთვის გადახდილი გონივრული საზღაურის კომპენსაცია, რომელიც გაღებულია არბიტრაჟის აღძვრის შესახებ ბრძანების უზრუნველყოფისთვის. ნებისმიერ სამართლებრივ წარმოებაში გამარჯვებულ მხარეს, რომელიც ეხება იმას, შეასრულა თუ არა რომელიმე მხარემ არბიტრაჟის დაწყებამდე სავალდებულო პირობა, მათ შორის, დავის არაფორმალური გადაწყვეტის პროცესი, უფლება აქვს აინაზღაუროს თავისი გონივრული ხარჯები, აუცილებელი ხარჯთაღრიცხვა და გონივრული საადვოკატო ჰონორარი და ხარჯები, რომლებიც გაწეულია სასამართლო დავის წარმოებისას ან არასათანადოდ დაწყებული არბიტრაჟისგან თავდაცვისას, მანამ, სანამ მეორე მხარე დაასრულებდეს აღნიშნული სავალდებულო პირობის შესრულებას.
19.9 ჯგუფური არბიტრაჟი. არბიტრაჟების განხორციელებისა და გადაწყვეტილების ეფექტურობის გასაზრდელად, თქვენ და Temu თანხმდებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ოცდახუთი (25) ან მეტი არსებითად მსგავსი ხასიათის ინდივიდუალური საარბიტრაჟო შეტყობინება, რომელიც წარდგენილია Temu-ს წინააღმდეგ ერთი და იმავე იურიდიული ფირმის, იურიდიული ფირმების ჯგუფის ან ორგანიზაციების მიერ ან მისი/მათი დახმარებით ოცდაათი (30) დღის განმავლობაში, AAA (1) საარბიტრაჟო მოთხოვნებს განიხილავს 100-100 საარბიტრაჟო შეტყობინებისგან შემდგარ ჯგუფებად, ხოლო თუ ზემოაღნიშნული ჯგუფების შემდეგ დარჩება 100-ზე ნაკლები საარბიტრაჟო შეტყობინება, ისინი განიხილება საბოლოო ჯგუფის სახით; თუ საერთო ჯამში 100-ზე ნაკლები საარბიტრაჟო შეტყობინებაა წარდგენილი, ისინი განიხილება ერთ ჯგუფად; (2) თითოეული ჯგუფისთვის დანიშნავს ერთ არბიტრს; (3) ჯგუფების განხილვას წარმართავს ერთდროულად (პარალელურად); (4) უზრუნველყოფს თითოეული ჯგუფის განხილვას, როგორც ერთიანი, კონსოლიდირებული არბიტრაჟის, შემდეგი პირობებით: თითოეულ მხარეს თითო ჯგუფზე ეკისრება მხოლოდ ერთი სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული მოსაკრებელი, დგინდება ერთი საპროცესო კალენდარი, ტარდება ერთი მოსმენა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არბიტრის მიერ განსაზღვრულ ადგილზე და გამოიცემა ერთი საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილება („ჯგუფური არბიტრაჟი“). საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებს საარბიტრაჟო მოთხოვნების ერთ ჯგუფში არ უნდა ჰქონდეს პრეცედენტული ეფექტი შემდგომში ადმინისტრირებულ ჯგუფებზე.
ყველა მხარე თანხმდება, რომ საარბიტრაჟო შეტყობინებები არის „არსებითად მსგავსი ხასიათის“, თუ ისინი წარმოიშობა ან დაკავშირებულია ერთსა და იმავე მოვლენასთან ან ფაქტობრივ სცენართან და აყენებს ერთსა და იმავე ან მსგავს სამართლებრივ საკითხებს და ითხოვს ერთსა და იმავე ან მსგავს სამართლებრივი დაცვის საშუალებას. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან ჯგუფური საარბიტრაჟო პროცესის გამოყენებასთან დაკავშირებით, მხარე, რომელიც ამას არ ეთანხმება, აცნობებს ამის შესახებ AAA-ს, ხოლო AAA დანიშნავს ერთპიროვნულ მუდმივ არბიტრს, რათა გადაწყვიტოს ჯგუფური არბიტრაჟის პროცესის გამოყენებადობა („ადმინისტრაციული არბიტრი“). ადმინისტრაციული არბიტრის მიერ ნებისმიერი ასეთი დავის გადაწყვეტის დაჩქარების მიზნით, მხარეები თანხმდებიან, რომ ადმინისტრაციულმა არბიტრმა შეიძლება ჩამოაყალიბოს ისეთი პროცედურები, რომლებიც აუცილებელია ნებისმიერი დავის დროულად გადასაჭრელად. ადმინისტრაციული არბიტრის მომსახურების საზღაურს ვიხდით ჩვენ. თქვენ და ჩვენ თანახმა ვართ კეთილსინდისიერად ვითანამშრომლოთ AAA-სთან, რათა განვახორციელოთ ჯგუფური საარბიტრაჟო პროცესი, მათ შორის ერთჯერადი შენატანისა და საარბიტრაჟო შეტყობინებების ჯგუფის ადმინისტრაციული საფასურის გადახდა, ისევე როგორც ნებისმიერი ნაბიჯი არბიტრაჟის დროისა და ხარჯების შესამცირებლად, რაც შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: (1) სპეციალური უფლებამოსილი იურისტის დანიშვნა, რომელიც დაეხმარება არბიტრს იმ დავების გადაწყვეტაში, რომლებიც დაკავშირებულია მტკიცებულებების სასამართლომდე წარდგენის პროცედურასთან; და (2) საარბიტრაჟო წარმოების დაჩქარებული კალენდრის მიღება. ჯგუფური არბიტრაჟის შესახებ ეს დებულება არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს განმარტებული, როგორც ჯგუფური, კოლექტიური ან/და მასობრივი არბიტრაჟის ან რაიმე სახის სარჩელის უფლება, ან არბიტრაჟი, რომელიც მოიცავს ერთობლივ ან გაერთიანებულ სარჩელებს ნებისმიერ გარემოებაში, გარდა ამ დებულებაში ცალსახად გათვალისწინებული შემთხვევებისა.
19.10 უარის თქმის უფლების 30-დღიანი ვადა. თქვენ გაქვთ უფლება უარი თქვათ ამ საარბიტრაჟო შეთანხმების დებულებების გამოყენებაზე, თუ 18.5 პუნქტში განსაზღვრული წესის შესაბამისად გამოგზავნით წერილობით შეტყობინებას თქვენი უარის შესახებ, იმ დღიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში, როდესაც პირველად გახდით ამ საარბიტრაჟო შეთანხმების მოქმედების სუბიექტი. შეტყობინება უნდა შეიცავდეს თქვენს სახელსა და გვარს, მისამართს, ელ. ფოსტის მისამართს, რომელიც გამოიყენეთ თქვენი ანგარიშის შესაქმნელად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ცალსახა განცხადებას იმის თაობაზე, რომ გსურთ გახვიდეთ წინამდებარე საარბიტრაჟო ხელშეკრულებიდან. წინამდებარე საარბიტრაჟო ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში ამ პირობების ყველა სხვა ნაწილი კვლავ გავრცელდება თქვენზე. წინამდებარე საარბიტრაჟო ხელშეკრულებიდან გასვლა არავითარ გავლენას არ ახდენს სხვა საარბიტრაჟო ხელშეკრულებებზე, რომლებიც შესაძლოა გქონდეთ ან მომავალში გააფორმოთ ჩვენთან.
19.11 ბათილობა, მოქმედების ვადა. გარდა 19.9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუ წინამდებარე საარბიტრაჟო ხელშეკრულების რომელიმე ნაწილი ან ნაწილები იქნება ცნობილი ბათილად ან განუხორციელებლად კანონის ფარგლებში, მაშინ აღნიშნულ კონკრეტულ ნაწილს ან ნაწილებს არ ექნება იურიდიული ძალა და შეწყდება, ხოლო საარბიტრაჟო ხელშეკრულების დარჩენილი ნაწილი სრულად დარჩება ძალაში. ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, ეს ნიშნავს, რომ თუ კანონის მიხედვით პუნქტი 19.9 აღმოჩნდება ბათილი ან არააღსრულებადი, მაშინ თქვენ ეთანხმებით, რომ მთელი საარბიტრაჟო ხელშეკრულება იქნება ბათილი და იურიდიული ძალის არმქონე. თქვენ ასევე ეთანხმებით, რომ ნებისმიერი დავა, რომელიც თქვენ გაქვთ ჩვენთან, როგორც ეს დეტალურად არის აღწერილი წინამდებარე საარბიტრაჟო ხელშეკრულებაში, უნდა დაიწყოს არბიტრაჟის გზით, შესაბამისი სარჩელის ან დავის ხანდაზმულობის მოქმედი ვადის ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მოქმედების ვადა სამუდამოდ ამოიწურება. ანალოგიურად, თქვენ ეთანხმებით, რომ ხანდაზმულობის ყველა მოქმედი ვადა გავრცელდება ასეთ არბიტრაჟზე ისევე, როგორც დავის შესაბამისი იურისდიქციის მქონე სასამართლოში გადაჭრის შემთხვევაში გავრცელდებოდა.
19.12 ცვლილება. ამ პირობებში განსაზღვრული ნებისმიერი საპირისპირო დებულების მიუხედავად, ჩვენ ვთანხმდებით, რომ თუ მომავალში რაიმე არსებით ცვლილებას შევიტანთ წინამდებარე საარბიტრაჟო ხელშეკრულებაში, შეგატყობინებთ ამის შესახებ. თუ არ უარყოფთ ცვლილებას მისი ძალაში შესვლიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში ჩვენთვის წერილობითი შეტყობინების გამოგზავნით, როგორც ეს განსაზღვრულია 18.5 ნაწილში, თქვენ მიერ სერვისების გამოყენების გაგრძელება, მათ შორის სერვისებზე ან მათი მეშვეობით შემოთავაზებული პროდუქტებისა და მომსახურების მიღება, ამ საარბიტრაჟო შეთანხმებაში შეტანილი ცვლილებების გამოქვეყნების შემდეგ, ადასტურებს თქვენს თანხმობას ნებისმიერ ასეთ ცვლილებაზე. წინამდებარე საარბიტრაჟო ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები არ გაძლევთ ახალ შესაძლებლობას უარი თქვათ საარბიტრაჟო ხელშეკრულებაზე, თუ თქვენ ადრე დათანხმდით ამ პირობების ვერსიას და თავის დროზე უარი არ თქვით არბიტრაჟზე. თუ თქვენ უარს აცხადებთ წინამდებარე საარბიტრაჟო ხელშეკრულების ნებისმიერ ცვლილებაზე ან განახლებაზე და არსებული ხელშეკრულების მიხედვით თქვენ ვალდებული იყავით არბიტრაჟისთვის გადაგეცათ ის დავები, რომლებიც წარმოიშვა ან დაკავშირებული იყო თქვენ მიერ რაიმე სახის სერვისებზე წვდომის განხორციელებასა ან მათ გამოყენებასთან, თქვენ მიერ მიღებულ ნებისმიერ კომუნიკაციასთან, სერვისების მეშვეობით ან ამ პირობების საფუძველზე გაყიდულ ან განაწილებულ ნებისმიერ პროდუქტთან, წინამდებარე საარბიტრაჟო ხელშეკრულების დებულებები, იმ თარიღიდან, როდესაც თქვენ პირველად დაეთანხმეთ ამ პირობებს (ან დაეთანხმეთ ამ პირობების შემდგომ ცვლილებებს), სრულად რჩება ძალაში. ჩვენ გავაგრძელებთ იმ მოქმედი უარის განცხადებების პატივისცემას და აღიარებას, რომლებიც თქვენ გააკეთეთ ამ პირობების წინა ვერსიასთან დაკავშირებული საარბიტრაჟო შეთანხმების მიმართ.
დაგვიკავშირდით
Elementary Innovation Pte. Ltd., 6 Raffles Quay, #14-06, Singapore (Postal 048580)
კომპანიის სარეგისტრაციო ნომერი: 201900304D
თუ გაქვთ რაიმე უკუკავშირი, მოთხოვნა ან პრეტენზია სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგი არხების მეშვეობით:
თუ იყენებთ Temu-ს ვებსაიტს, გთხოვთ, დაუკავშირდეთ Temu-ს კლიენტთა მომსახურებას „დაგვიკავშირდით“ გვერდზე, რომლის ბმულიც ვებსაიტის ქვედა ნაწილშია წარმოდგენილი; ან
თუ იყენებთ Temu-ს აპლიკაციას, დაუკავშირდით Temu-ს კლიენტთა მომსახურების გუნდს „კლიენტთა მხარდაჭერის“ განყოფილების მეშვეობით, რომელიც მოცემულია საწყისი გვერდის ქვედა ნაწილის მენიუში „თქვენ“.
თუ გაქვთ რაიმე იურიდიული შეკითხვა ან პრეტენზია, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ამ ვებ-ფორმით.
