Temu | საქართველო | კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 14 ივნისი, 2026 წელი

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა Elementary Innovation Pte. Ltd. აღწერს, თუ როგორ განკარგავს სინგაპურის კომპანია („Temu“, „ჩვენ“ ან „ჩვენი“) პერსონალურ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად გამოყენებული ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით, რაც მოიცავს ჩვენს ვებსაიტსა (www.temu.com) და მობილურ აპლიკაციას (ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „სერვისი“) და ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღწერილ სხვა აქტივობებს. Temu-სთვის მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დაცვა მთავარი პრიორიტეტია. ვცდილობთ დავამკვიდროთ მაქსიმალურად გამჭვირვალე კონფიდენციალურობის პრაქტიკა, რაც მოიცავს ჩვენ მიერ თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან მიმართებაში განხორციელებულ ქმედებებს. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღწერილია, თუ როგორ ვახორციელებთ ჩვენი რეგისტრირებული ანგარიშების მფლობელების, ასევე იმ პირების პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას, გამოყენებას, გაზიარებას ან სხვაგვარად დამუშავებას, რომლებმაც Temu-ზე შეიძინეს პროდუქტები ანგარიშის შექმნის გარეშე ან რომლებმაც დაათვალიერეს ჩვენი სერვისი („მომხმარებლები“). წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ჩვენ ასევე განვმარტავთ იმ უფლებებს, რომლებიც თქვენ გაგაჩნიათ თქვენს პირად ინფორმაციასთან დაკავშირებით. დამატებით ინფორმაციისთვის იხილეთ განყოფილება „თქვენი უფლებები და არჩევანი“ ქვემოთ.

გთხოვთ, გაეცნოთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას ჩვენს სერვისზე წვდომამდე ან მის გამოყენებამდე. ჩვენი სერვისით სარგებლობის გაგრძელებით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას და ეთანხმებით მასში აღწერილ პრაქტიკას.

რა ინფორმაციას ვაგროვებთ

ჩვენი სერვისის მიწოდებისა და გაუმჯობესების პროცესში ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღწერილი მიზნებისთვის. ქვემოთ ჩამოთვლილია პერსონალური ინფორმაციის ტიპები, რომლებსაც ვაგროვებთ:

ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით

როდესაც თქვენ ქმნით ანგარიშს, ათვალიერებთ სერვისს, ათავსებთ შეკვეთას, გვიკავშირდებით პირადად ან სხვაგვარად იყენებთ სერვისს, შესაძლოა გვაწვდიდეთ ჩამოთვლილიდან ზოგიერთ ან ყველა სახის ინფორმაციას:

  • ანგარიში და პროფილი. ჩვენ ვაგროვებთ თქვენი ანგარიშის შესვლის მონაცემებს (მაგ., მობილური ტელეფონის ნომერი ან/და ელ. ფოსტის მისამართი) და თქვენს ანგარიშს ვანიჭებთ მომხმარებლის საიდენტიფიკაციო ნომერს. თუ გადაწყვეტთ დარეგისტრირებას ან შესვლას მესამე მხარის სერვისების მეშვეობით, როგორიცაა Facebook ან Google, თქვენ თანხმობას განაცხადებთ ჩვენ მიერ ისეთი ინფორმაციის მოპოვებაზე, როგორიცაა თქვენი პროფილის სურათი, მომხმარებლის სახელი ან/და შესაბამის მესამე მხარის სერვის-პროვაიდერთან დაკავშირებული ელ. ფოსტის მისამართი. ჩვენ ასევე ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენს პროფილში, ანგარიშის პარამეტრებსა და თქვენს Temu-ს ანგარიშში არსებულ პრეფერენციებში. ასევე ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენი ქვეყნის/რეგიონის შესახებ.

  • შესყიდვები. ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს სერვისზე განხორციელებული თქვენი შეკვეთების შესახებ (მაგალითად, ტრანზაქციის ID, ტრანზაქციების ისტორია, პროდუქტის საიდენტიფიკაციო ნომერი), ტრანზაქციის დასასრულებლად საჭირო გადახდის ინფორმაციას (მაგალითად, გადახდის ბარათის ნომერი ან გადახდისთვის საჭირო მესამე მხარის სხვა გადახდის ინფორმაცია, ბილინგის მისამართი), თქვენ მიერ პროდუქტის ზომის შესარჩევად მოწოდებულ ინფორმაციას, თქვენი მიწოდების მისამართს (მაგალითად, ქალაქი, შტატი, ქვეყანა/რეგიონი, საფოსტო ინდექსი), ამანათების გატანასთან დაკავშირებულ ინფორმაციას (მაგალითად, იმ ქვეყნებში, სადაც ამ ფუნქციონალს მხარს ვუჭერთ — თქვენ მიერ მითითებული ამანათის გატანის პუნქტის ქალაქი, შტატი, ქვეყანა/რეგიონი და საფოსტო ინდექსი, გატანის დამადასტურებელი კოდი) და მიმღების საკონტაქტო ინფორმაციას (მაგალითად, სახელი, მობილური ტელეფონის ნომერი). მოქმედი კანონმდებლობისა ან/და საჯარო ორგანოების (მაგ., საბაჟო ორგანოების) მოთხოვნების შესაბამისად, ჩვენ შეიძლება განბაჟებისა და შეკვეთების შესრულების მიზნით შევაგროვოთ ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნება თქვენი იდენტიფიცირება (მაგ., თქვენი პირადობის მოწმობის ან პასპორტის ნომერი) და ეს ინფორმაცია დაცულად იქნება შენახული.

  • კლიენტთა მხარდაჭერის აქტივობა. როდესაც თქვენ უკავშირდებით ჩვენს კლიენტთა მხარდაჭერის გუნდს სერვისზე არსებული მხარდაჭერის ფუნქციების მეშვეობით — იქნება ეს მხარდაჭერის აგენტთან თუ ჩვენს ვირტუალურ ასისტენტთან (ჩატბოტის ან ცხელი ხაზის საშუალებით), სოციალური მედიით თუ ნებისმიერი სხვა გზით, ჩვენ შევაგროვებთ ჩვენთან თქვენი კომუნიკაციის ისტორიას, რაც მოიცავს ჩვენ შორის გაცვლილ ნებისმიერ ტექსტს, გამოსახულებას, ვიდეოს, აუდიოს ან დამხმარე დოკუმენტაციას.

  • ინფორმაცია, რომელსაც ჩვენთან დაკავშირებისას გვაწვდით. როდესაც გვიკავშირდებით, ჩვენ ვაგროვებთ თქვენ მიერ გამოგზავნილ ინფორმაციას, როგორიცაა შეტყობინებები, უკუკავშირი ან სხვა კითხვები სერვისის გამოყენებასთან დაკავშირებით ან ინფორმაცია გამოყენების პირობების ან სხვა პოლიტიკის შესაძლო დარღვევების შესახებ.

  • მიმოწერა სავაჭრო პარტნიორებთან. როდესაც თქვენ ეკონტაქტებით სავაჭრო პარტნიორებს Temu-ზე (პირდაპირ ან ვირტუალური ასისტენტის მეშვეობით), ჩვენ ვაგროვებთ თქვენს მიმოწერას და სხვა დაკავშირებულ ინფორმაციას.

  • მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი. როდესაც პროდუქტის მიმოხილვებისა და შეფასებების დასატოვებლად, ნივთების მოსაძებნად ან პროდუქტების პერსონალიზაციისთვის გვაწვდით ნებისმიერ კონტენტს (მაგალითად, სურათებს, ვიდეოებს ან ტექსტს), ჩვენ ვაგროვებთ ამ ინფორმაციას და მასთან დაკავშირებულ მეტამონაცემებს სერვისით თქვენი სარგებლობის მხარდაჭერისა და უზრუნველყოფის მიზნით.

  • აქციებსა და სხვა ღინისძიებებში მონაწილეობა. ჩვენ ვაგროვებთ სერვისზე თქვენს ინფორმაციას კონკურსებში, აქციებში, გამოკითხვებსა თუ სხვა ღონისძიებებში თქვენი მონაწილეობის ფარგლებში, უშუალოდ მონაწილეობის პროცესში – მაგალითად, თქვენს ინტერაქციას ასეთ ღონისძიებებთან (კერძოდ, მონაწილეობის ისტორიას). გირჩევთ, წაიკითხოთ წესები და სხვა შესაბამისი ინფორმაცია თითოეული ღონისძიებისთვის, რომელშიც მონაწილეობთ. გარდა ამისა, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციის კატეგორიებს, მათ შორის ანგარიშსა და პროფილს (მაგ., თქვენი პრეფერენციები ჩვენგან მარკეტინგული შეტყობინებების მისაღებად).

  • სხვა ინფორმაცია, რომელიც აქ ცალსახად არ არის მითითებული. ჩვენ შევაგროვებთ სხვა ინფორმაციას, რომელსაც თქვენ მოგვაწვდით ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღწერილი მიზნებისთვის ან ნებისმიერი სხვა მიზნით, რომელიც თქვენთვის გამჟღავნდა თქვენი ინფორმაციის შეგროვებამდე ან მის დროს.

ინფორმაცია მესამე მხარის წყაროებიდან

იმ ფარგლებში, რომელიც ნებადართულია მოქმედი კანონმდებლობით, ჩვენ შეიძლება მივიღოთ და შევაგროვოთ თქვენი პერსონალური მონაცემები მესამე მხარის სხვა წყაროებიდან, როგორიცაა:

  • მონაცემთა პროვაიდერები. ჩვენ საინფორმაციო სამსახურებიდან ვიღებთ და ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, როგორიცაა იდენტიფიცირებისთვის საჭირო ინფორმაცია და თაღლითობის პრევენციის რისკის შეფასება, რათა დაგვეხმაროს გადახდებთან დაკავშირებული თაღლითობის გამოვლენაში, არაავტორიზებული ტრანზაქციების აღკვეთასა და სერვისის უსაფრთხოების დაცვაში.

  • მარკეტინგული და სარეკლამო პარტნიორები. ჩვენ ვიღებთ და ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ჩვენი მარკეტინგული და სარეკლამო პარტნიორებისგან – მაგალითად, ბიზნეს პარტნიორებისგან, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ მარკეტინგულ ღონისძიებებსა და სერვისის პოპულარიზაციაში, და სარეკლამო ანალიტიკის პროვაიდერებისგან, რომლებიც გვეხმარებიან რეკლამების ეფექტურობის შეფასებაში. კერძოდ, ჩვენ ამ პარტნიორებისგან ვიღებთ ინფორმაციას, მათ შორის, მაგალითად, კონკრეტულ რეკლამებზე დაწკაპუნებით, ქუქი-ფაილების და მსგავსი ტექნოლოგიების მეშვეობით მიკუთვნების შესახებ ინფორმაციას, რაც დაგვეხმარება ჩვენი სერვისისკენ მიმართული წყაროს დადგენაში, მოწყობილობის მონაცემებს, თუ დააწკაპუნეთ გარკვეულ რეკლამებზე, მარკეტინგულ ელ. ფოსტაზე, რეკლამებსა და შეთავაზებებზე პასუხებს და აუდიტორიის შესახებ ინფორმაციას მარკეტინგული პარტნიორებისგან, ვისგანაც მათ აქვთ უფლებამოსილება, გაგვიზიარონ ეს ინფორმაცია.

  • საჯარო ორგანოები, საჯარო წყაროები და უფლების მფლობელები. ჩვენ მესამე მხარის წყაროებიდან ვიღებთ და ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, რაც შეიძლება მოიცავდეს მომხმარებლის სახელს, მისამართს, ელექტრონულ ფოსტას, მობილური ტელეფონის ნომერს, შესყიდვებისა და/ან გადახდის შესახებ ინფორმაციას – მაგალითად, ჩვენი ვალდებულებების შესასრულებლად, სავარაუდო სამართლებრივი პრეტენზიის ან დანაშაულის პრევენციის, გამოძიებისა და გამოვლენის მიზნით, ან რომელიმე მხარის მიერ თავისი კანონიერი უფლებების დასაცავად.

  • ჩვენი საგადახდო პროცესორები. ჩვენ ვიღებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მესამე მხარის საგადახდო პროცესორებისგან, რომლებიც გვეხმარებიან ტრანზაქციების დამუშავებაში, ჩვენი სერვისის მიწოდებასა და თაღლითური თუ უკანონო ქმედებების აღკვეთაში. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც საგადახდო პროცესორები გადმოგვცემენ, მოიცავს თქვენს სახელს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, ბილინგის მისამართსა და ტელეფონის ნომერს.

  • სავაჭრო პარტნიორები. ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ გარკვეული ინფორმაცია თქვენ შესახებ, მაგალითად, თქვენი ამანათის მონაცემები, მიწოდების სტატუსი და მიწოდების დადასტურება ჩვენი სავაჭრო პარტნიორებისგან, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მაგალითად, თუ თქვენ გაგიჩნდებათ რაიმე კითხვა თქვენი ამანათის მიწოდებასთან დაკავშირებით, ჩვენ შეიძლება გამოვითხოვოთ შესაბამისი ინფორმაცია ამანათის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი სავაჭრო პარტნიორისგან, რათა დაგეხმაროთ საკითხის მოგვარებაში.

  • მესამე მხარის სხვა სერვისები. ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მესამე მხარის სხვა სერვისებიდან, როგორიცაა:

    • სოციალური მედიის სერვისები, რომელთაგანაც შეიძლება შევაგროვოთ თქვენი მომხმარებლის სახელი, პროფილის სურათი ან/და შესაბამის მესამე მხარის სერვისებთან ასოცირებული ელ. ფოსტის მისამართი, თუ თქვენ აირჩევთ რეგისტრაციას ან სისტემაში შესვლას აღნიშნული მესამე მხარის სერვისის მეშვეობით. გარდა ამისა, თუ სერვისთან დაკავშირებული კითხვებით დაგვიკავშირდებით მესამე მხარის ნებისმიერი სერვისის მეშვეობით, ჩვენ შეიძლება მივიღოთ თქვენი პრობლემების გადაჭრისთვის აუცილებელი ინფორმაცია.

    • ლოგისტიკური მომსახურების პროვაიდერები, რომელთაგანაც შეიძლება შევაგროვოთ გარკვეული ინფორმაცია თქვენ შესახებ (მაგალითად, თქვენი ამანათის მონაცემები, მიწოდების სტატუსი, მიწოდების დამადასტურებელი საბუთი და მიწოდების მისამართი) და ხელმისაწვდომი გავხადოთ ეს ინფორმაცია თქვენს ანგარიშში შეკვეთის ეფექტურად შესრულების მიზნით.

    • მესამე მხარის კარტოგრაფიული პლატფორმები, რომელთაგანაც შეიძლება მივიღოთ, შევაგროვოთ და განვსაზღვროთ თქვენ მიერ მოწოდებული მისამართის გეოგრაფიული კოორდინატები (მაგალითად, Google maps), რათა მარტივად გადაგამისამართოთ ამანათების მისაღებად ყველაზე შესაფერის პუნქტში იმ ქვეყნებში, სადაც ეს ფუნქციონალი ხელმისაწვდომია.

ავტომატურად შეგროვებული ინფორმაცია

თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად სერვისის გამოყენებისას და სხვა მიზნების მხარდასაჭერად, რისთვისაც ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას, როგორც ეს აღწერილია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, ჩვენ შეიძლება ავტომატურად შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენზე, თქვენს კომპიუტერზე ან მობილურ მოწყობილობაზე, თქვენს ინტერაქციაზე სერვისთან და ჩვენს კომუნიკაციებთან დროის განმავლობაში, როგორიცაა:

  • მოწყობილობის მონაცემები. ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას იმ მოწყობილობის შესახებ, რომელსაც სერვისზე დასაშვებად იყენებთ; მაგალითად: მოწყობილობის მოდელს, ოპერაციული სისტემის მონაცემებს, ინტერნეტპროვაიდერის ვინაობას, ენის პარამეტრებს, უნიკალურ იდენტიფიკატორებს (მაგ. სარეკლამო მიზნებისთვის გამოყენებულ იდენტიფიკატორებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად) და IP მისამართს.

  • სერვისის გამოყენების შესახებ ინფორმაცია. ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას სერვისთან თქვენი ინტერაქციის შესახებ, მათ შორის: წყაროს, საიდანაც გადმოხვედით ჩვენს გვერდებზე, თქვენ მიერ ნანახ გვერდებს, სერვისთან სხვაგვარ ინტერაქციას (მაგალითად, თქვენი დათვალიერების, ძიებისა და შესყიდვების ისტორიას), თქვენს სურვილების სიასა და კალათაში შენახულ ნივთებს, ასევე ინფორმაციას იმის შესახებ, გახსენით თუ არა ჩვენი ელექტრონული წერილები ან გადახვედით თუ არა მათში მოცემულ ბმულებზე. ჩვენ ასევე ვაგროვებთ სერვისთან დაკავშირებულ, დიაგნოსტიკურ და მუშაობის ეფექტურობის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის მწყობრიდან გამოსვლის შესახებ ანგარიშებს და მუშაობის ეფექტურობის სარეგისტრაციო ჟურნალებს.

  • ადგილმდებარეობის შესახებ ზოგადი მონაცემები. ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს თქვენი მიახლოებითი მდებარეობის შესახებ თქვენი ტექნიკური ინფორმაციის საფუძველზე (მაგ., IP მისამართი).

  • ქუქიებისა და მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით შეგროვებული მონაცემები. ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენს მოწყობილობაზე შენახული ქუქი-ფაილებისა და მსგავსი ტექნოლოგიების მეშვეობით. ეს ქუქი-ფაილები არის ან აუცილებელი და სავალდებულო ჩვენი სერვისის მისაწოდებლად (მაგალითად, ქუქი-ფაილები, რომლებსაც თქვენი პარამეტრების დასამახსოვრებლად ვიყენებთ), ან არასავალდებულო (მაგალითად, ქუქი-ფაილები, რომლებიც თქვენთვის ნაჩვენები რეკლამების ეფექტურობის შესაფასებლად გამოიყენება). იმის გასაგებად, თუ როგორ უნდა გათიშოთ გარკვეული ქუქიები, იხილეთ ჩვენი ქუქიებისა და მსგავსი ტექნოლოგიების პოლიტიკა.

ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმა

ჩვენთვის აუცილებელია თქვენგან გარკვეული პერსონალური მონაცემების შეგროვება სერვისისა და მასთან დაკავშირებული გარკვეული მომსახურებების უზრუნველსაყოფად. თუ არ წარმოადგენთ ინფორმაციას, რომელიც სერვისის მოსაწოდებლად გვჭირდება, ვერ შევძლებთ აღნიშნული სერვისის მოწოდებას. თუმცა ჩვენ ასევე ვაგროვებთ თქვენგან გარკვეულ არასავალდებულო ინფორმაციას; ეს ინფორმაცია არასავალდებულოა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ მაინც შეგვიძლია სერვისის მოწოდება, თუმცა მის გარეშე თქვენი სერვისით სარგებლობის ხარისხი შეიძლება შემცირდეს.

როგორ და რატომ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას

ჩვენ ვიყენებთ ჩვენ მიერ შეგროვებულ პერსონალურ ინფორმაციას სხვადასხვა მიზნისთვის, მათ შორის სერვისების განვითარების, გაუმჯობესების, მხარდაჭერისა და მოწოდებისთვის, რაც საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ მისი ფუნქციები ჩვენი გამოყენების პირობების შესრულებისა და აღსრულების პარალელურად. ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია შემდეგი მიზნებისთვის:

ანგარიშის შექმნა და მართვა. ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას სერვისზე თქვენი ანგარიშის შესაქმნელად და სამართავად, ასევე ანგარიშის უსაფრთხოების ფუნქციების უზრუნველსაყოფად (მაგალითად, უსაფრთხოების კოდების გასაგზავნად ელექტრონული ფოსტის ან ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით).

პროდუქციისა და სერვისების შეკვეთები და მიწოდება. ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას შეკვეთების მისაღებად და დასამუშავებლად, პროდუქტებისა და სერვისების მისაწოდებლად, გადახდების განსახორციელებლად, თქვენთან შეკვეთების, პროდუქტების, სერვისებისა და სარეკლამო შეთავაზებების შესახებ კომუნიკაციისთვის, ასევე შეკვეთებთან დაკავშირებული დავების გადასაჭრელად, თანხის დასაბრუნებლად და/ან შეკვეთების უკან დასაბრუნებლად.

სერვისების გაუმჯობესება და ოპტიმიზაცია და პრობლემების მოგვარება. ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ფუნქციების ოპტიმიზაციისთვის, შესრულების მეტრიკის გასაანალიზებლად, შეცდომების გამოსასწორებლად და სერვისისა და ჩვენი ბიზნესის გასაუმჯობესებლად და სამართავად. ამ აქტივობების ფარგლებში ჩვენ შეიძლება შევქმნათ აგრეგირებული ან სხვაგვარად დეიდენტიფიცირებული მონაცემები ჩვენ მიერ შეგროვებული პერსონალური ინფორმაციის საფუძველზე.

თქვენი გამოცდილების პერსონალიზება. ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, რათა შემოგთავაზოთ თქვენთვის საინტერესო ფუნქციები, პროდუქტები და სერვისები. პერსონალური ინფორმაცია ასევე გამოყენებული იქნება თქვენი პრეფერენციების დასადგენად და სერვისების გამოყენების თქვენი გამოცდილების პერსონალიზებისთვის.

თქვენთან კომუნიკაცია და კლიენტთა მხარდაჭერის უზრუნველყოფა. ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას თქვენთან კომუნიკაციისთვის (მაგ. განცხადებები, განახლებები, საფრთხესთან დაკავშირებული გაფრთხილება, მხარდაჭერა და ადმინისტრაციული შეტყობინებები) და გაწვდით მომხმარებლის მხარდაჭერის სერვისებს თქვენს მოთხოვნებთან, კითხვებთან, დავებთან, საჩივრებთან და გამოხმაურებასთან დაკავშირებით.

აქციები და სხვა ღონისძიებები. ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას თქვენთვის აქციებისა და სხვა ღონისძიებების შეთავაზებისა და მათი ორგანიზების მიზნით. მაგალითად, ჩვენ ვიყენებთ თქვენი ანგარიშისა და პროფილის მონაცემებს აქციებში თქვენი იდენტიფიცირებისთვის და იმ მეგობრების მოსაწვევად, რომელთა მოწვევაც გსურთ სერვისში.

მარკეტინგი. ჩვენ და ჩვენმა სერვისის პროვაიდერებმა შესაძლოა შევაგროვოთ და გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია მარკეტინგული მიზნებისთვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მოქმედი კანონმდებლობით ნებადართულ ფარგლებში, ჩვენ შეიძლება გამოგიგზავნოთ პირდაპირი მარკეტინგული შეტყობინებები, როგორიცაა ელ. წერილები, ტექსტური შეტყობინებები და push-შეტყობინებები. თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ ჩვენგან მარკეტინგული შეტყობინებების მიღებაზე, როგორც ეს აღწერილია განყოფილებაში „თქვენი უფლებები და არჩევანი“.

რეკლამირება. ჩვენ და ჩვენმა მესამე მხარის სარეკლამო პარტნიორებმა შეიძლება შევაგროვოთ და გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია სარეკლამო მიზნებისთვის, მათ შორის რეკლამის ჩვენებისა და თქვენთვის ნაჩვენები რეკლამების ეფექტურობის შეფასების მიზნით. პლატფორმის გარეთ ინტერესებზე მორგებული რეკლამის მიწოდების დროს ჩვენ ვიცავთ ციფრული სარეკლამო ალიანსის (DAA) მიერ დადგენილ „თვითრეგულირების პრინციპებს ონლაინ რეკლამებისთვის“, რომელიც წარმოადგენს საადვოკატო ორგანიზაციას პასუხისმგებლიანი ციფრული მარკეტინგისა და მომხმარებელთა კონფიდენციალურობისთვის. ჩვენ ასევე შეიძლება გამოვიყენოთ სერვისთან თქვენი ინტერაქცია (მაგალითად, სერვისზე თქვენი დათვალიერების, ძიებისა და შესყიდვების ისტორია) და თქვენი ანგარიშის პროფილში არსებული ინფორმაცია (მაგალითად, თქვენი ქვეყანა, ასეთის არსებობის შემთხვევაში), რათა ჩვენს პლატფორმაზე გიჩვენოთ პერსონალიზებული სარეკლამო განცხადებები, სადაც სავაჭრო პარტნიორის პროდუქტები უფრო თვალსაჩინოდ იქნება წარმოდგენილი. უარის თქმის შესაძლებლობებს უფრო დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

თაღლითობის პრევენცია და უსაფრთხოება. ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, რათა თავიდან ავიცილოთ, აღმოვაჩინოთ, გამოვიძიოთ და რეაგირება მოვახდინოთ თაღლითობის, სერვისებზე არაავტორიზებული წვდომის ან გამოყენების, გამოყენების პირობების და Temu-ს სხვა პოლიტიკის დარღვევის შემთხვევებზე ან სხვა გადაცდომებზე.

შესაბამისობა, სამართლებრივი ვალდებულებები და დაცვა. ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია შესაბამისობის მიზნებისთვის და ნებისმიერ მოქმედ კანონმდებლობასთან, კანონიერ მოთხოვნებსა და სამართლებრივ პროცესებთან შესაბამისობისთვის (მაგ., სამთავრობო ორგანოების მიერ სასამართლოში გამოძახების უწყებებსა ან თხოვნებზე რეაგირება); ჩვენი, თქვენი და სხვა მომხმარებლების უფლებების, კონფიდენციალურობის, უსაფრთხოების ან საკუთრების დასაცავად (მათ შორის, სამართლებრივი მოთხოვნების წარდგენა და დაცვა); შიდა პროცესების აუდიტისთვის, რათა უზრუნველვყოთ შესაბამისობა მოქმედ კანონებსა და სახელშეკრულებო მოთხოვნებთან და ჩვენს შიდა პოლიტიკის დოკუმენტებთან; სერვისის მარეგულირებელი წესებისა და პირობების აღსრულებისთვის; თაღლითური, საზიანო, არაავტორიზებული, არაეთიკური ან უკანონო ქმედებების თავიდან აცილების, იდენტიფიცირების, გამოძიებისა და აღკვეთის მიზნით, მათ შორის კიბერთავდასხმები და პერსონალური ინფორმაციის მოპარვა.

მიზნები, რის გამოც ვითხოვთ თქვენს თანხმობას. ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თანხმობა თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებაზე, გამოყენებაზე ან გაზიარებაზე კონკრეტული მიზნისთვის, რომლის შესახებაც ჩვენ გაცნობებთ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ქუქიები და მსგავსი ტექნოლოგიები ტექნიკური ოპერაციების უზრუნველსაყოფად, შესრულების გაუმჯობესებისთვის, რეკლამისთვის და ა.შ. ქუქიებისა და იმის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, თუ როგორ ვიყენებთ მათ, იხილეთ ჩვენი ქუქიებისა და მსგავსი ტექნოლოგიების პოლიტიკა.

როგორ და რატომ ვაზიარებთ თქვენს ინფორმაციას

Temu-სთვის მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დაცვა მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენი პერსონალური მონაცემები შემდეგ მხარეებს ქვემოთ მითითებული მიზნებისთვის:

აფილირებული პირები. როგორც გლობალური კომპანია, ჩვენი სერვისი მხარდაჭერილია ჩვენი კორპორატიული ჯგუფის შემადგენლობაში არსებული იურიდიული პირების მიერ. ჩვენ ვუზიარებთ თქვენი პერსონალური მონაცემების ნაწილს Temu-ს პარტნიორ და აფილირებულ პირებს იმ მოცულობით, რაც აუცილებელია სერვისისთვის ორგანიზაციული, ტექნიკური, სამართლებრივი და შესაბამისობის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, მათ შორის შეკვეთის შესრულებისა და პლატფორმის სხვა ძირითადი ფუნქციების მიზნებისთვის. ასეთი პერსონალური ინფორმაცია მოიცავს მიწოდების მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას. აღნიშნული ფილიალები და შვილობილი კომპანიები მოქმედებენ იმავე წესებით, რომლებიც მოცემულია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, ან იყენებენ სულ მცირე იმავე დაცვის პრაქტიკას, როგორც ეს აღწერილია ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

სერვისის პროვაიდერები. ჩვენ ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მესამე მხარეებს, რომლებიც ჩვენი სახელით გვთავაზობენ მომსახურებას ან გვეხმარებიან სერვისის ან ჩვენი ბიზნესის მართვაში (მაგ., ჰოსტინგი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, მომხმარებელთა მხარდაჭერა, კონტენტის მიწოდება, ელექტრონული ფოსტის მიწოდება, შეკვეთის შესრულება და მიწოდება, მარკეტინგი, თაღლითობის გამოვლენა, შესაბამისობა, უსაფრთხოება და ვებსაიტის ანალიტიკა). აღნიშნულ მესამე მხარე სერვისის პროვაიდერებს წვდომა მხოლოდ იმ პერსონალურ ინფორმაციაზე აქვთ, რომელიც ესაჭიროებათ აღნიშნული ფუნქციების შესასრულებლად და სერვისების მოსაწოდებლად და ჩვენ, ზოგადად, ვთხოვთ აღნიშნულ სერვისის პროვაიდერებს პერსონალური ინფორმაციის მხოლოდ სერვისების მიწოდებისთვის ან მოქმედ სამართლებრივ ვალდებულებებთან შესაბამისობისთვის გამოყენებას.

გადახდის დამმუშავებლები. ჩვენ ვაზიარებთ თქვენს პირად ინფორმაციას ჩვენს გადახდის დამმუშავებლებს გადახდების შესასრულებლად, დავების განსახილველად, თანხის დასაბრუნებლად ან/და თაღლითობის თავიდან ასაცილებლად, საჭიროებისამებრ.

სარეკლამო პარტნიორები. ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენი პირადი ინფორმაცია მესამე მხარის სარეკლამო პარტნიორებს ინტერესებზე დაფუძნებული რეკლამისა და ანალიტიკური მიზნებისთვის, რომლებიც აღწერილია ქუქიებისა და მსგავსი ტექნოლოგიების პოლიტიკაში. დამატებითი ინფორმაციისთვის და ამგვარ პრაქტიკაზე უარის თქმის უფლების შესახებ იხილეთ განყოფილება “თქვენი უფლებები და არჩევანი” და ქუქიებისა და მსგავსი ტექნოლოგიების პოლიტიკა.

თქვენ მიერ განსაზღვრული მესამე მხარეები. ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია მესამე მხარეებს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ამის თაობაზე მოგვცემთ მითითებებს ან თანხმობას. ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენ მიერ მოთხოვნილი სერვისებისთვის საჭირო პირადი ინფორმაცია თქვენ მიერ მითითებულ მესამე მხარეებს, მაგალითად, როდესაც ირჩევთ Temu-ს პროდუქტის ბმულის გაზიარებას მესამე მხარის სოციალური მედიის სერვისის საშუალებით. გაითვალისწინეთ, რომ მესამე მხარის საიტების ან სერვისების გამოყენებისას, ამ საიტების ან სერვისების თქვენ მიერ გამოყენება რეგულირდება მათი საკუთარი პირობებით და კონფიდენციალურობის პოლიტიკით.

ბიზნეს და მარკეტინგული პარტნიორები. ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია მესამე მხარეებს, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, სერვისის შეთავაზების ან პოპულარიზაციის მიზნით. მაგალითად, თქვენი კომუნიკაციის პრეფერენციების მიხედვით, ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენი პერსონალური მონაცემები მესამე მხარის სერვისის პროვაიდერებს, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, რათა გამოგიგზავნოთ მარკეტინგული კომუნიკაციები, მაგალითად, შეტყობინებების ან/და ელ. წერილების საშუალებით.

პროფესიონალი მრჩევლები, საჯარო ორგანოები, ინსტიტუტები და მარეგულირებლები. ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენი პირადი ინფორმაცია ჩვენს პროფესიონალ კონსულტანტებს (მაგალითად, იურისტებს, აუდიტორებს, ბანკირებსა და მზღვეველებს); საჯარო ორგანოებს, როგორიცაა სამართალდამცავი ორგანოები, სამართლებრივი პროცესების საპასუხოდ (მაგალითად, სასამართლო უწყებები ან სამთავრობო თუ მარეგულირებელი ორგანოების სხვა კანონიერი მოთხოვნები); და სხვა მხარეებს (მაგალითად, ფინანსურ ინსტიტუტებს) ჩვენი ხელშეკრულებების ან წესების აღსასრულებლად, Temu-ს, მომხმარებლებისა და სხვათა უფლებების, ქონებისა და უსაფრთხოების დასაცავად, ასევე რეალური ან სავარაუდო თაღლითობის, Temu-ს გამოყენების პირობების დარღვევის, სხვა უკანონო ქმედებებისა და უსაფრთხოების პრობლემების გამოსავლენად, თავიდან ასაცილებლად და მოსაგვარებლად, ან როცა ამას მოითხოვს მოქმედი კანონმდებლობა.

ბიზნესის მიმღები პირები. იშვიათ შემთხვევაში, ისეთი ბიზნეს ტრანზაქციის განხორციელებისას, როგორიცაა შერწყმა, შეძენა ან რეორგანიზაცია, ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის ნაწილი შესაბამის მხარეებს (მაგალითად, მყიდველს ან სამართალმემკვიდრეს) ასეთი ტრანზაქციის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით. თუ ჩვენ განვიზრახავთ თქვენ შესახებ ინფორმაციის გადაცემას, ამის შესახებ შეგატყობინებთ სერვისზე შეტყობინების გამოქვეყნებით ან სხვა საშუალებით.

სავაჭრო პარტნიორები. ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია პროდუქციის პარტნიორებს, რაც უკავშირდება თქვენ მიერ დატოვებულ პროდუქტის მიმოხილვებს, თქვენ მიერ მითითებულ პროდუქტის დაბრუნების ან თანხის დაბრუნების მიზეზებს და პერსონალიზებული/ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული ნივთების პერსონალიზაციის ინფორმაციას. თქვენი შეკვეთის შესასრულებლად, ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ პროდუქციის პარტნიორებს თქვენი სახელი, მიწოდების მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, მიმოწერები ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურთან და თქვენი შეკვეთის ინფორმაცია, მაგალითად, მოთხოვნასა თუ საჩივარზე რეაგირების მიზნით, ან როდესაც პროდუქციის პარტნიორები პირდაპირ უკავშირდებიან ლოგისტიკური მომსახურების პროვაიდერებს.

სხვა მომხმარებლები. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი სერვისის გამოყენებისას თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება სხვა მომხმარებლებისთვის ხილული იყოს. თქვენი პარამეტრებისა და პრეფერენციების შესაბამისად, ჩვენ შეიძლება ვუჩვენოთ თქვენი პროფილის ფოტო და მომხმარებლის სახელი სხვა მომხმარებლებს, მათ შორის მაშინ, როდესაც მონაწილეობთ აქციაში ან მარკეტინგულ პროგრამაში (მაგალითად, მეგობრების მოწვევისას ჩვენს სერვისში და სხვა მომხმარებლებისგან მოწვევების მიღებისას), ან როდესაც წერთ მიმოხილვას ან აფასებთ პროდუქტს. ამ პროფილის ფოტოსა და მომხმარებლის სახელის გაზიარებაზე უარის სათქმელად, გთხოვთ, ეწვიოთ მენიუს „შეტყობინებები“ და გამორთოთ „ავატარისა და მომხმარებლის სახელის გაზიარება“ ან/და ჩაასწოროთ თქვენი მიმოხილვები.

თქვენი უფლებები და არჩევანი

ჩვენ გაძლევთ თქვენი ინფორმაციის შეგროვებასთან, გამოყენებასა და გაზიარებასთან დაკავშირებით გარკვეული უფლებების გამოყენების და არჩევანის გაკეთების საშუალებას. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენი უფლებები და არჩევანი შეიძლება მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილს, ისევე როგორც მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ ნებისმიერ დამატებით უფლებას. თუ ამ უფლებებიდან რომელიმეს გამოყენება გსურთ, დააწკაპუნეთ აქ.

პერსონალური ინფორმაციის დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მასზე წვდომისა და ასლის მიღების უფლება. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ დადასტურება იმისა, მუშავდება თუ არა თქვენთან დაკავშირებული პერსონალური ინფორმაცია და, თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში, მიიღოთ გარკვეული ინფორმაცია აღნიშნული დამუშავების შესახებ. ასევე გაქვთ უფლება მიიღოთ წვდომა თქვენთან დაკავშირებულ პერსონალურ ინფორმაციაზე და მიიღოთ ასეთი პერსონალური ინფორმაციის ასლი.

პერსონალური ინფორმაციის გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენთან დაკავშირებული მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული პერსონალური ინფორმაციის გასწორება, განახლება ან/და შევსება.

პერსონალური ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის უფლება. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენთან დაკავშირებული პერსონალური ინფორმაციის დამუშავების (მათ შორის პროფილის შესადგენად გამოყენების, თუ შეესაბამება) შეწყვეტა, ასევე მათი წაშლა ან განადგურება. ჩვენ შევასრულებთ ასეთ მოთხოვნას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც: (i) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არსებობს სხვა სამართლებრივი საფუძველი; (ii) პერსონალური ინფორმაცია მუშავდება სამართლებრივი მოთხოვნის ან დაცვის პოზიციის დასასაბუთებლად; (iii) პერსონალური ინფორმაციის დამუშავება აუცილებელია გამოხატვის თავისუფლების ან ინფორმაციის მიღების უფლების განსახორციელებლად ან/და (iv) პერსონალური ინფორმაცია მუშავდება საზოგადოებრივი ინტერესებისათვის დაარქივების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, სამეცნიერო ან ისტორიული კვლევის ან სტატისტიკური მიზნებისთვის, და როდესაც აღნიშნული უფლების განხორციელება შეუძლებელს გახდის ან არსებითად შეაფერხებს დამუშავების მიზნების მიღწევას. ასევე შეგიძლიათ წაშალოთ თქვენი ანგარიში Temu-ს მობილური აპლიკაციის „პარამეტრების“ განყოფილებაში.

პერსონალური ინფორმაციის დაბლოკვის უფლება. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ პერსონალური ინფორმაციის დაბლოკვა, თუ არსებობს შემდეგი გარემოებებიდან ერთ-ერთი: (i) თქვენ დაობთ პერსონალური ინფორმაციის ნამდვილობასა ან სიზუსტეზე; (ii) პერსონალური ინფორმაციის დამუშავება არაკანონიერია, თუმცა თქვენ აპროტესტებთ მონაცემთა წაშლას და მოითხოვთ მათ დაბლოკვას; (iii) პერსონალური ინფორმაცია აღარ არის საჭირო დამუშავების მიზნებისთვის, თუმცა თქვენ გჭირდებათ ისინი საჩივრის/პრეტენზიის წარსადგენად; (iv) თქვენ მოითხოვეთ პერსონალური ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება და ეს მოთხოვნა განხილვის პროცესშია ან/და (v) არსებობს პერსონალური ინფორმაციის მტკიცებულების სახით შენახვის საჭიროება.

პერსონალური ინფორმაციის გადაცემის უფლება. იმ შემთხვევაში, როდესაც გვაძლევთ თანხმობას თქვენთან დაკავშირებული პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნისთვის, პერსონალური ინფორმაციის დამუშავება აუცილებელია თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულების შესასრულებლად ან თქვენი მოთხოვნით ხელშეკრულების გასაფორმებლად, ან/და თუ თქვენ წერილობით დაეთანხმეთ სპეციალური კატეგორიის პერსონალური ინფორმაციის დამუშავებას, როგორც ეს განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით, ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ თქვენთან დაკავშირებული პერსონალური ინფორმაცია, რომელიც მოგვაწოდეთ, სტრუქტურირებულ, ფართოდ გამოყენებად და მოწყობილობებით წაკითხვად ფორმატში, ან მოითხოვოთ ასეთი პერსონალური ინფორმაციის გადაცემა სხვა მონაცემთა მაკონტროლებლისთვის.

უფლება არ დაექვემდებაროთ ავტომატიზებული საშუალებების გამოყენებით ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღებას. თქვენ გაქვთ უფლება არ დაექვემდებაროთ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულია მხოლოდ ავტომატიზებული დამუშავების საფუძველზე, მათ შორის პროფილის შედგენის შესახებ (თუ შეესაბამება), და რომელიც თქვენთვის სამართლებრივ ან სხვა ანალოგიური მნიშვნელობის შედეგებს წარმოშობს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პროფილის შედგენის გადაწყვეტილების მიღება: (i) ხდება თქვენი ცალსახა თანხმობის საფუძველზე; (ii) საჭიროა ჩვენ შორის ხელშეკრულების გასაფორმებლად ან არსებული ხელშეკრულების შესასრულებლად ან/და (iii) გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, რომელიც გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. Temu არ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს მხოლოდ ავტომატიზებული დამუშავების საფუძველზე, რომლებიც წარმოქმნის სამართლებრივ შედეგს ან ანალოგიურად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პიროვნებებზე.

თანხმობის გამოხმობის უფლება. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს და ყოველგვარი განმარტების გარეშე გამოიხმოთ განცხადებული თანხმობა. ასეთ შემთხვევაში პერსონალური ინფორმაციის დამუშავება შეწყდება ან/და დამუშავებული პერსონალური ინფორმაცია წაიშლება ან განადგურდება თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, იმ პირობით, რომ დამუშავებისთვის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. თანხმობის გამოხმობამდე უფლება გაქვთ მოგვთხოვოთ და მიიღოთ ჩვენგან ინფორმაცია თანხმობის გამოხმობის შესაძლო შედეგების შესახებ.

გასაჩივრების უფლება. უფლება გაქვთ მიმართოთ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, სასამართლოს ან/და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, თუ ირღვევა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული თქვენი უფლებები და დადგენილი წესები.

ეს უფლებები (გასაჩივრების უფლების გარდა) შეიძლება შეიზღუდოს, თუ მათი განხორციელება საფრთხეს შეუქმნის, მაგალითად, ეროვნულ უსაფრთხოებას, ინფორმაციულ და კიბერუსაფრთხოებას ან/და თავდაცვის ინტერესებს; საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს ან/და თქვენი და სხვა პირების უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების, დაცვას. აღნიშნული უფლებების შეზღუდვები გათვალისწინებულია საქართველოს კანონით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და სხვა მოქმედი კანონებით.

უარი მარკეტინგული შეტყობინებების მიღებაზე. მარკეტინგულ შეტყობინებებზე უარის სათქმელად ან თქვენი პრეფერენციების სამართავად შეგიძლიათ ეწვიოთ მენიუს „შეტყობინებები“ შემდგომი მოქმედებების განსახორციელებლად ან მიჰყვეთ ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ Temu-ს გამოყენება მაშინაც კი, თუ უარს იტყვით მარკეტინგული კომუნიკაციების მიღებაზე.

  • სარეკლამო შეთავაზებები ელ.ფოსტის მეშვეობით: როდესაც გვაწვდით თქვენს ელ. ფოსტას, ჩვენ შეიძლება გამოგიგზავნოთ გარკვეული მარკეტინგული ელექტრონული შეტყობინებები მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. შესაძლოა მოქმედებდეს მობილური ინტერნეტის გადასახადები. თუ არ გსურთ ჩვენგან მარკეტინგული ელ.წერილების მიღება, შეგიძლიათ მიჰყვეთ თითოეული წერილის ქვემოთ მოცემულ გამოწერის გაუქმების ინსტრუქციებს და შეწყვიტოთ ამგვარი ელ.წერილების მიღება.

  • მობილური სარეკლამო შეთავაზებები: როდესაც გვაწვდით თქვენი მობილური ტელეფონის ნომერს, ჩვენ შეიძლება გამოგიგზავნოთ გარკვეული მარკეტინგული ტექსტური შეტყობინებები მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. იმოქმედებს მონაცემთა და მიმოწერის სტანდარტული ტარიფები. თუ აღარ გსურთ ჩვენგან მარკეტინგული ტექსტური შეტყობინებების მიღება, ასევე შეგიძლიათ მიჰყვეთ ამ შეტყობინებებში მოცემულ ინსტრუქციებს.

  • სარეკლამო შეთავაზებები მიმოწერის აპლიკაციებით: როდესაც გვაწვდით თქვენს ანგარიშებს მიმმოწერის აპლიკაციებში ან თქვენს საკონტაქტო ინფორმაციას (მაგალითად, მობილური ტელეფონის ნომერს), რომელიც დაკავშირებულია თქვენს ანგარიშებთან მიმოწერის აპლიკაციებში, ჩვენ შეიძლება გამოგიგზავნოთ გარკვეული მარკეტინგული შეტყობინებები მიმოწერის აპლიკაციებში თქვენი ანგარიშების მეშვეობით ან თქვენს საკონტაქტო ინფორმაციასთან დაკავშირებული ანგარიშებით, გააქტიურებული ფუნქციონალისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. შესაძლოა მოქმედებდეს მონაცემთა სტანდარტული ტარიფები. თუ აღარ გსურთ ჩვენგან მარკეტინგული შეტყობინებების მიღება მსგავსი მიმოწერის აპლიკაციების საშუალებით, ასევე შეგიძლიათ მიჰყვეთ თავად შეტყობინებებში მოცემულ ინსტრუქციებს.

  • Push-შეტყობინებები: თქვენ შეიძლება მიიღოთ Temu-ს მობილური აპლიკაციის მიერ გამოგზავნილი push-შეტყობინებები მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. შესაძლოა მოქმედებდეს მონაცემთა სტანდარტული ტარიფები. თუ აღარ გსურთ ჩვენგან მარკეტინგული push-შეტყობინებების მიღება, ასევე შეგიძლიათ შეცვალოთ push-შეტყობინებების პარამეტრები თქვენს მოწყობილობაზე.

ქუქიების და მსგავსი ტექნოლოგიების პარამეტრების შეცვლა. ბრაუზერების უმეტესობა გაძლევთ ქუქიების წაშლის ან მათი მიღების დაბლოკვის საშუალებას. ამისათვის, მიჰყევით თქვენი ბრაუზერის პარამეტრებში მოცემულ ინსტრუქციებს. ბევრი ბრაუზერი ნაგულისხმევად იღებს ქუქიებს, სანამ არ შეცვლით თქვენს პარამეტრებს. გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენს ბრაუზერში გათიშავთ ქუქიების დაშვებას, სერვისმა შეიძლება გამართულად არ იმუშაოს. ქუქიების და მსგავსი ტექნოლოგიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მათ შორის, თუ როგორ უნდა ნახოთ რა ტიპის ქუქიები და მსგავსი ტექნოლოგიებია დაშვებული თქვენს ბრაუზერში და როგორ მართოთ და წაშალოთ ისინი, გადადით ბმულზე: https://www.allaboutcookies.org. ასევე შეგიძლიათ დააკონფიგურიროთ თქვენი მოწყობილობა, რომ არ მოხდეს სურათების ჩატვირთვა, რა შემთხვევაშიც ვებ-შუქურები არ იმუშავებს.

მესამე მხარის პლატფორმების ბმულები. სერვისი შეიძლება მოიცავდეს მესამე მხარის მიერ მართული ვებსაიტების, მობილური აპლიკაციებისა და სხვა ონლაინ სერვისების ბმულებს. გარდა ამისა, ჩვენი კონტენტი შეიძლება იყოს ინტეგრირებული ვებ-გვერდებზე ან სხვა ონლაინ სერვისებზე, რომლებიც ჩვენთან არ არის დაკავშირებული. თუ აირჩევთ სერვისთან დაკავშირებას თქვენი სოციალური მედიის ანგარიშის ან მესამე მხარის სხვა პლატფორმის მეშვეობით, თქვენ შეგეძლებათ გამოიყენოთ ამ პლატფორმის თქვენს ანგარიშის პარამეტრები, რათა შეზღუდოთ მისგან მიღებული ინფორმაცია. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ეს ბმულები და ინტეგრაციები არ გულისხმობს ჩვენ მიერ რომელიმე მესამე მხარის მხარდაჭერას ან მათთან კავშირს. უფრო მეტიც, ჩვენ არ ვაკონტროლებთ მესამე მხარეების მიერ მართულ ვებსაიტებს, მობილურ აპლიკაციებს ან ონლაინ სერვისებს და არ ვართ პასუხისმგებელი მათ ქმედებებზე. ამიტომ, მოგიწოდებთ, გაეცნოთ იმ სხვა ვებგვერდების, მობილური აპლიკაციებისა და ონლაინ სერვისების პოლიტიკასა და გამოყენების ან მომსახურების პირობებს, რომლებითაც სარგებლობთ. თუ გაგვიუქმებთ მესამე მხარის პლატფორმიდან ინფორმაციაზე წვდომის უფლებას, ეს არჩევანი არ გავრცელდება მესამე მხარისგან უკვე მიღებულ ინფორმაციაზე.

თვალყურის დევნების აკრძალვა. შესაძლებელია ზოგიერთი ინტერნეტ ბრაუზერის კონფიგურირება ისე, რომ მან გააგზავნოს სიგნალი „თვალყურის დევნების აკრძალვა“ იმ ონლაინ სერვისებზე, რომლებსაც თქვენ სტუმრობთ. ჩვენ ამჟამად არ ვრეაგირებთ „თვალყურის დევნების აკრძალვა“ ან მსგავს სიგნალებზე.

სხვა ვარიანტები. იხილეთ ქუქიების და მსგავსი ტექნოლოგიების პოლიტიკა დამატებითი არჩევანისა და უფლებებისთვის, რომელიც შეიძლება გქონდეთ და იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ასეთი არჩევანი და უფლებები.

ბავშვები

სერვისი არც განკუთვნილია და არც მიმართულია ბავშვებისთვის. Temu-ზე არ იყიდება პროდუქტები, რომლებიც ბავშვების მიერ შესაძენად არის განკუთვნილი. ჩვენ ვყიდით საბავშვო პროდუქტებს, რომლებიც უფროსებმა უნდა შეიძინონ. ჩვენ სერვისის მეშვეობით სპეციალურად არ ვაგროვებთ 18 წლამდე ასაკის ან მოქმედი ეროვნული კანონით გათვალისწინებული სრულწლოვანების ასაკს მიუღწეველი პირებისგან პერსონალურ ინფორმაციას. თუ გავიგებთ, რომ ჩვენ უნებლიედ შევაგროვეთ არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემები სერვისის მეშვეობით, ჩვენ წავშლით ასეთ ინფორმაციას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თუ ხართ მშობელი ან მეურვე და მიგაჩნიათ, რომ ჩვენ შევაგროვეთ პერსონალური ინფორმაცია თქვენი შვილის შესახებ, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის „დაგვიკავშირდით“ განყოფილებაში მითითებული წესით ან ჩვენი ონლაინ შეტყობინების ფორმის მეშვეობით.

მონაცემთა უსაფრთხოება და შენახვა

თქვენი პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიყენებთ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს, რათა დავიცვათ თქვენი პერსონალური ინფორმაცია დაკარგვის, ქურდობის, ბოროტად გამოყენების, არაავტორიზებული წვდომის, გამჟღავნების, შეცვლისა ან/და განადგურებისგან. თქვენი საკრედიტო ბარათის ინფორმაციის დამუშავებისას ჩვენ ასევე ვიცავთ გადახდის ბარათების ინდუსტრიის მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტს („PCI-DSS“). თუმცა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები თან ახლავს ყველა ინტერნეტ და საინფორმაციო ტექნოლოგიას.

როგორც წესი, ჩვენ ვინახავთ პერსონალურ ინფორმაციას იმ ვადით, რაც აუცილებელია მისი შეგროვების მიზნების მისაღწევად, ასევე ნებისმიერი მოქმედი სამართლებრივი, ბუღალტრული თუ საანგარიშგებო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, სამართლებრივი მოთხოვნების წარსადგენად, განსახორციელებლად ან დასაცავად, ან თაღლითობის პრევენციის მიზნით. პერსონალური ინფორმაციის შენახვის სათანადო პერიოდის დადგენის მიზნით, ჩვენ შეიძლება გავითვალისწინოთ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა პერსონალური ინფორმაციის მოცულობა, ხასიათი და სენსიტიურობა, თქვენი პერსონალური ინფორმაციის არაავტორიზებული გამოყენების ან გამჟღავნების შედეგად მიღებული პოტენციური ზიანის რისკი, ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების მიზნები და ის, შეგვიძლია თუ არა ამ მიზნების მიღწევა სხვა საშუალებებით და ასევე, მოქმედი სამართლებრივი მოთხოვნები.

Temu-ს მომხმარებლების მონაცემები შეინახება ღრუბლოვანი სერვისის პროვაიდერების ინფრასტრუქტურაზე. როგორც გლობალურ ერთიან სავაჭრო პლატფორმას, Temu-ს შეიძლება დასჭირდეს სხვადასხვა მხარის ჩართვა და მათთვის თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება, მათ შორის ჩვენი სერვისების პროვაიდერებისთვის, როგორც ეს აღწერილია განყოფილებაში „როგორ და რატომ ვაზიარებთ თქვენს ინფორმაციას“. ეს მხარეები შეიძლება მდებარეობდნენ ქვეყნებში ან იურისდიქციებში, სადაც მონაცემთა დაცვის შესახებ კანონები გარკვეულ ასპექტებში განსხვავდება იმ ქვეყნის ან იურისდიქციის კანონებისგან, სადაც თქვენ ცხოვრობთ. როდესაც ჩვენ ვგზავნით თქვენს პერსონალურ მონაცემებს იმ ქვეყნის ან იურისდიქციის ფარგლებს გარეთ, სადაც თქვენ ცხოვრობთ, ჩვენ ვიღებთ შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველვყოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვა წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას ვეყრდნობით შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებს – სამართლებრივი საფუძველი დამოკიდებულია პერსონალური ინფორმაციის გამოყენების კონკრეტულ მიზანზე:

ხელშეკრულების შესრულება. ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას იმ მოცულობით, რაც აუცილებელია თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესასრულებლად (როგორიცაა ჩვენი გამოყენების პირობები) როდესაც რეგისტრირდებით, ახორციელებთ წვდომას ან იყენებთ ჩვენს სერვისს. ეს მოიცავს შემთხვევებს, როდესაც ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას სერვისის მხარდასაჭერად და მისაწოდებლად, რაც საშუალებას გაძლევთ შექმნათ, მართოთ და გამოიყენოთ თქვენი ანგარიში და მისი ფუნქციები, ჩვენი გამოყენების პირობების შესრულებისა და აღსრულების პარალელურად.

ჩვენი კანონიერი ბიზნეს-ინტერესები და მესამე მხარეების ან/და ჩვენი კლიენტების ინტერესები. ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, როდესაც ეს აუცილებელია ჩვენი ან მესამე მხარეების ლეგიტიმურ ინტერესებთან დაკავშირებული მიზნებისთვის, იმ პირობით, რომ აღნიშნული ინტერესები არ ხელყოფს თქვენს ინტერესებს ან ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. ეს მოიცავს შემდეგს: ფუნქციების ოპტიმიზება, ეფექტურობის მეტრიკების ანალიზი, შეცდომების გამოსწორება, სერვისის და ჩვენი ბიზნესის გაუმჯობესება, თქვენთან კომუნიკაცია, თაღლითობის და ბოროტად გამოყენების შემთხვევების დაფიქსირება და პრევენცია, რათა დაცული იყოს ჩვენი მომხმარებლების, სავაჭრო პარტიორების, ჩვენი და სხვების უსაფრთხოება.

თქვენი თანხმობა. ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, როდესაც გაქვთ ჩვენთვის მოცემული წინასწარი თანხმობა ერთ ან რამდენიმე კონკრეტულ მიზანზე, რომელთა შესახებაც წინასწარ გაცნობებთ. თუ თქვენ თანხმდებით ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური ინფორმაციის კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე, ნებისმიერ დროს შეგეძლებათ აღნიშნული თანხმობის გამოხმობა და ჩვენ შევწყვეტთ თქვენი მონაცემების ამ მიზნით დამუშავებას. თანხმობის გამოხმობა არ იმოქმედებს გამოხმობამდე განხორციელებული დამუშავების კანონიერებაზე (თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ შეიძლება კვლავ გვქონდეს თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების უფლება, თუ გვაქვს ამის სამართლებრივი საფუძველი, გარდა თანხმობისა).

სამართლებრივი ვალდებულების შესრულება. ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით და მოქმედი კანონმდებლობის დასაცავად, როგორც ეს აღწერილია განყოფილებაში “როგორ და რატომ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას”.

ეს და სხვა სამართლებრივი საფუძვლები, იმ მიზნების მიხედვით, რომლებიც აღწერილია განყოფილებაში „როგორ და რატომ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას“.

ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს შევიტანოთ ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში. თუ ჩვენ შევიტანთ არსებით ცვლილებებს ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, ამის შესახებ შეგატყობინებთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის თარიღის განახლებით, სერვისზე მისი გამოქვეყნებით ან მოქმედი კანონმდებლობით მოთხოვნილი რაიმე შეტყობინების მოწოდებით. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ნებისმიერი ცვლილება ძალაში შევა რედაქტირებული ვერსიის გამოქვეყნებისთანავე (ან თუ სხვაგვარად არის მითითებული გამოქვეყნების დროს). გირჩევთ გადახედოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას ყოველ ჯერზე, როცა ეწვევით ჩვენს სერვისს, რათა იყოთ ინფორმირებული ჩვენი კონფიდენციალურობის პრაქტიკის შესახებ.

დაგვიკავშირდით

თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან კომენტარი ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ან აღნიშნულ პირობებთან დაკავშირებით, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ამ ვებ-ფორმით. ასევე შეგიძლიათ დაუკავშრდეთ ჩვენს მონაცემთა დაცვის ოფიცერს პირდაპირ აქედან.

ასევე შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ წერილი ჩვენს საფოსტო მისამართზე: Elementary Innovation Pte. Ltd., 6 Raffles Quay, #14-06, Singapore (Postal 048580).