Temu | ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკა
ბოლო განახლების თარიღი: 2024 წლის 7 იანვარი
ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიცვათ ყველას ინტელექტუალური საკუთრების უფლება და ამ მიზნით დანერგილი გვაქვს ყოვლისმომცველი პოლიტიკა. წინამდებარე ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ განვიხილავთ დარღვევის შესახებ ბრალდებებს, როგორ შეუძლიათ უფლებამოსილ მხარეებს წარადგინონ ჩვენს ვებსაიტსა და მობილურ აპლიკაციებში დარღვევის შესახებ შეტყობინებები და როგორ შეუძლიათ პასუხისმგებელ მხარეებს მოახდინონ რეაგირება, როდესაც აღნიშნული შეტყობინება შეეხება მათ მიერ გასაყიდად განთავსებული ნივთების ჩამონათვალს. ჩვენ წავშლით მასალას, რომლის მიმართაც დაფიქსირებულია, რომ სავარაუდოდ დარღვეულია ინტელექტუალური საკუთრების უფლება, როდესაც ამ ინფორმაციას მივიღებთ ჩვენი პოლიტიკის შესაბამისად გამოგზავნილი შეტყობინების საფუძველზე. ინტელექტუალური საკუთრება მოიცავს საავტორო უფლებებს, სავაჭრო ნიშანს, პატენტს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ინტელექტუალურ საკუთრებას.
1. დარღვევის შესახებ შეტყობინება
(1) ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევის შესახებ შეტყობინების წარდგენისთვის, თქვენ უნდა წარმოადგენდეთ აღნიშნულ ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების მფლობელს ან აგენტს, რომელსაც აქვს ამ უფლებების მფლობელის სახელით შეტყობინების წარდგენის უფლებამოსილება.
(2) თქვენი შეტყობინების მიღებისთანავე, ჩვენ წამოვიწყებთ მოკვლევას მითითებული პროდუქტების სიასთან ან კონტენტთან დაკავშირებით. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენთვის გამოგზავნილი შეტყობინება მომზადებული უნდა იყოს კეთილსინდისიერად, ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევაში დაგეკისრებათ სასჯელი.
(3) სავალდებულოა, რომ შეტყობინების წარმდგენი პირი რეგისტრირებული იყოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევის შესახებ შეტყობინებების ონლაინ პორტალზე („IP პორტალი“). თქვენი შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
იმ ინტელექტუალური საკუთრების კონკრეტულ საიდენტიფიკაციო მონაცემებს, რომელთან დაკავშირებითაც დაფიქსირდა უფლებების დარღვევა, რაც მოიცავს საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრის სარეგისტრაციო ნომერს, წერილობით აღწერილობას, ამ საავტორო უფლებებით დაცულ ნამუშევარზე გადასასვლელ ბმულს, პირველად გამოყენების/გამოქვეყნების თარიღს და ა.შ.
დარღვევის ხასიათს (რას ეხება აღნიშნული დარღვევა: პროდუქტს, პროდუქტის შეფუთვას, პროდუქტის დეტალების გვერდზე არსებულ გამოსახულებას თუ ტექსტს).
პროდუქტების სიას, რომლებთანაც არის დაკავშირებული აღნიშნული დარღვევა (აღნიშნული პროდუქტის დეტალების გვერდზე გადასასვლელი URL ბმულები).
დამრღვევი პირების ჩამონათვალს.
მტკიცებულების შემცველ დოკუმენტაციას ან სხვა ინფორმაციას, რაც დაგვეხმარება თქვენი საჩივრის განხილვაში (შეტყობინებაში მითითებული პროდუქტების სატესტო შესყიდვების შეკვეთის ID-ები).
თქვენს საკონტაქტო ინფორმაციას (სახელი და გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტის მისამართი).
შესაბამისი კანონებით მოთხოვნილ სხვა ინფორმაციას.
(4) შეტყობინების განხილვის დაწყებამდე, ჩვენ შეიძლება თქვენგან მოვითხოვოთ დამატებითი ინფორმაცია, მაგალითად აღნიშნული უფლებების და მფლობელობის დამადასტურებელი ან სხვა სახის დოკუმენტაცია.
2. საავტორო უფლების დარღვევის შესახებ შეტყობინების წარდგენა საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
(1) თუ თქვენ ხართ იმ საავტორო უფლების მფლობელი, რომელთან დაკავშირებითაც ფიქსირდება სავარაუდო დარღვევა, ან ამ საავტორო უფლების მფლობელის სახელით მოქმედი უფლებამოსილი წარმომადგენელი, თქვენ შეგიძლიათ IP პორტალის მეშვეობით გააგზავნოთ შეტყობინება დარღვევის შესახებ, რაც უნდა მოიცავდეს შემდეგს:
სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებული ექსკლუზიური საავტორო უფლების მფლობელის უფლებამოსილი წარმომადგენლის ფიზიკურ ან ელექტრონულ ხელმოწერას.
იმ საავტორო უფლებით დაცული თითოეული ნამუშევრის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, რომლებთანაც არის დაკავშირებული სავარაუდო დარღვევა. შეტყობინებაში შეიძლება მითითებული იყოს საავტორო უფლებებით დაცული რამდენიმე ნამუშევარი.
დარღვევასთან დაკავშირებული და წაშლას ან მასზე წვდომის შეზღუდვას დაქვემდებარებული მასალის საიდენტიფიკაციო მონაცემებს და ასევე საკმარის ინფორმაციას იმისათვის, რომ მოგვეცეს ამ მასალების მოძიების საშუალება.
თქვენთან დასაკავშირებლად საჭირო ინფორმაციას, რაც მოიცავს თქვენს მისამართს, ტელეფონის ნომერს და ელ. ფოსტის მისამართს.
განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ გულწრფელად გჯერათ, რომ საჩივარში მითითებული მასალის აღნიშნული სახით გამოყენება არ არის ნებადართული საავტორო უფლების მფლობელის, მისი აგენტის ან კანონმდებლობის მიერ.
თქვენს განაცხადს იმის შესახებ, რომ (i) შეტყობინებაში მოცემული ინფორმაცია არის ზუსტი და (ii) თქვენ წარმოადგენთ სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებული საავტორო უფლების მფლობელს ან ექსკლუზიური უფლების მფლობელის სახელით მოქმედ უფლებამოსილ წარმომადგენელს და აცნობიერებთ, რომ ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევაში დაგეკისრებათ სასჯელი.
შესაბამისი კანონმდებლობით მოთხოვნილ სხვა ინფორმაციას ან დოკუმენტს.
(2) თუ წარმოადგენთ ცრუ ინფორმაციას დარღვევასთან დაკავშირებული მასალის შესახებ, თქვენ დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა ამ ქმედებით გამოწვეულ ზარალზე. შესაბამისად, თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ მასალა არღვევს საავტორო უფლებას, ჩვენთვის შეტყობინების გამოგზავნამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ იურისტს.
(3) დარღვევის შესახებ შეტყობინებაში მოცემული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, ჩვენ წავშლით შეტყობინებაში მითითებულ კონტენტს და მივიღებთ შესაბამის ზომებს პასუხისმგებელი მხარეების წინააღმდეგ. ჩვენ არ ვაქვეყნებთ დეტალურ ინფორმაციას მიღებული ზომების შესახებ, რომლებიც ჯერ საჯარო არ გამხდარა.
(4) პოლიტიკა განმეორებით დამრღვევებთან დაკავშირებით: ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვას და შესაბამის გარემოებებში, ჩვენ შევზღუდავთ განმეორებით დამრღვევების წვდომას ჩვენს სისტემასთან.
3. საავტორო უფლების დარღვევასთან დაკავშირებული საჩივრის საპასუხო შეტყობინების წარდგენა საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
(1) თუ კონტენტის გამომქვეყნებელი, რომლის მასალაც წაიშალა (ან მასზე წვდომა შეიზღუდა) თვლის, რომ დარღვევას ადგილი არ ჰქონია ან აქვს მისი გამოყენების სათანადო უფლებამოსილება, მას შეუძლია წარადგინოს საპასუხო შეტყობინება, რომელიც შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
განცხადებას, სადაც განმარტებულია, რატომ თვლის კონტენტის გამომქვეყნებელი, რომ ადგილი ქონდა შეცდომას, არასწორ იდენტიფიკაციას ან ხარვეზს; და
შესაბამისი კანონმდებლობით მოთხოვნილ სხვა ინფორმაციას ან დოკუმენტებს.
(2) საპასუხო შეტყობინების მიღების შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს.
4. შეტყობინების გამოხმობა
ინტელექტუალური საკუთრების უფლების მფლობელს ან უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელმაც გაგზავნა შეტყობინება დარღვევის შესახებ, შეუძლია გამოიხმოს თავისი შეტყობინება IP პორტალის გამოყენებით. მოთხოვნა შეტყობინების გამოხმობის შესახებ მკაფიოდ უნდა განსაზღვრავდეს წარდგენილ შეტყობინებას, მათ შორის მომჩივანი მხარის შესახებ ინფორმაციას, ინტელექტუალური საკუთრების უფლებას, რომელიც, ადრეული მტკიცებით, დაირღვა, და მასალას, რომელზეც შეტანილია საჩივარი და რომელიც უნდა იყოს ამოღებული.
5. მცდარი შეტყობინება
(1) ჩვენ შეიძლება არ მივიღოთ დარღვევის შესახებ შეტყობინებები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას, რომელიც მიგვაჩნია, რომ მცდარია, თაღლითურია, არასრული ან სხვაგვარად არაკეთილსინდისიერად არის წარმოდგენილი. ჩვენ ასევე ვიტოვებთ უფლებას მივიღოთ ზომები წინამდებარე პოლიტიკის და მოქმედი კანონის დამრღვევების წინააღმდეგ.
(2) არასწორი ან ყალბი შეტყობინებების განმეორებით წარდგენის შემთხვევაში თქვენ შეიძლება ჩამოგერთვათ შეტყობინებების გაგზავნის პრივილეგიები.